შაშკინი: მასწავლებელთა სასერტი"სამწუხაროდ, მასწავლებლების სერტიფიცირების შედეგები იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი და ამაში არანაირი ბრალი მასწავლებლებს არ მიუძღვით",- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა "ნიუპოსტთან" საუბრისას.
"9 თვის გამავლობაში, სამწუხაროდ მასწავლებლებისთვის არ ტარდებოდა ტრენინგები, შეჩერებულია ახალციხის, ზუგდიდისა და თელავის მასწავლებელთა სახლების მშენებლობა, რომელიც 2013 წლის გაზაფხულის ბოლოს უნდა დამთავრებულიყო, როგორც მე ვიცი არც დაწყებულა", - აღნიშნა შაშკინმა.
მისივე თქმით, მასწავლებელთა სახლები არის ძირითადი გადასამზადებელი ცენტრი, სადაც პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლება შეეძლებათ. ამავდროულად შაშკინი საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდებმა წელს საკმაოდ უარყოფითი შედეგი აჩვენეს:
"მასწავლებელთა სახლები არის ძირითადი გადამზადების ცენტრები, სადაც მასწავლებლებს უფასოდ ვამზადებდით ამ გამოცდებისთვის. პირველი მიზეზი რატომაც აჩვენეს მასწავლებლებმა ბევრად უფრო უარესი შედეგი, ვიდრე იყო შარშან, არის ის, რომ მთელი წლის განმავლობაში არ ტარდებოდა ის სამუშაოები რომელიც ტარდებოდა მაგალითად შარშან, მე ვგულისხმობ მასწავლებლების მუდმივ გადამზადებას, მასწავლებლები უნდა მოამზადო სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ აიმაღლოს კვალიფიკაცია და ჩვენ ზუსტად ამაზე ვზრუნავდით. პირველი მიზეზი ეს არის ის, რომ თითქმის ერთი წლის განმავლობაში არავითარ დახმარებას მასწავლებლები არ იღებდნენ სამინისტროსგან, იმიტომ, რომ სამინისტრო ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკაში.
მეორე მიზეზი არის ის, რომ შეჩერებულია ის პროექტები რომელსაც მე ვგულისხმობ, მასწავლებელთა სახლების მშენებლობა, სადაც მასწავლებლებს შეეძლებოდათ უფასოდ გაევლოთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი კურსები და მესამე, ეს არის ის მესიჯები, რომლებსაც მასწავლებლები იღებდნენ სამინისტროსგან:, - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი აღნიშნავდა, რომ სასერთიფიკატო გამოცდები წინა ხელისუფლების ახირება იყო და გამარჯვების შემთხვევაში ისინი აუცილებლად გააუქმებდნენ ამ გამოცდებს, რამაც პედაგოგების დაბნეულობა გამოიწვია:
"წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ეუბნებოდა მასწავლებლებს, რომ ჩვენ მოგვეცით ხმა და შაშკინის მოგონილ სასერთიფიკაციო გამოცდებს ჩვენ მოვხსნითო. ეს რა თქმა უნდა იყო ბლეფი, იმიტომ, რომ სასერთიპიკაციო გამოცდები ჰაერივით საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის.
შარშან მასწავლებლებმა ჩააბარეს ბევრად უკეთესად. რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს ის, რომ შარშან უფრო ლმობიერად ასწორებდნენ.
პირველად რომ ჩატარდა გამოცდები, მასწავლებლებმა აჩვენეს დაბალი შედეგები, ჩვენ ავამუშავეთ ტრენინგების კურსი, ამისთვის აშენდა გლდანში ცენტრი, ამისთვის გაიხსნა ქუთაისში ცენტრი, მაგრამ ეს ცენტრები თუ არ ამუშავე, დარჩება ლამაზი კედლები და ლამაზი შუშები, თუ არ დაავალე ამ ხალხს, თუ ვერ დაისახე სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, შედეგი არ იქნება.
2014 წლამდე ეს არის ნებაყოფლობითი პროცესი, მომავალი წლიდან ეს უნდა იყოს სავალდებულო, მაგრამ ეს ახალი ხელისუფლების ხელშია და შესაძლოა შეცვალონ. სამინისტრომ არ გამოთქვა თავისი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა შაშკინმა.ფიკაციო გამოცდების შედეგები პედაგოგების ბრალი არ არის
http://www.newposts.ge/politika/17129-shas...avleblebze.html