სვანეთი

(მოდერ, წაიკითხე ჯერ. მოგზაურთა კლუბის თემა არ არის, პოლიტიკურია!)
(ეჰ, სად ვიყავი ჯერ კიდევ დილას და სად ვარ ახლა

ადამიანი 2000 მეტრზე ქვემოთ არ უნდა ჩამოვიდეს, რა

)
სვანეთში ვიყავი რამდენიმე დღით (დღეს ჩამოვედი). ვიბოდიალე ზემოთ... მთებში და ღრუბლებში

ბევრი მაქვს სათქმელი (საწერი), მაგრამ.. პოლიტიკის განყოფილებაში არაო და ჰა, მაშინ პრაქტიკულ თემაზე დავწერ, რომელიც პოლიტიკას პირდაპირ უკავშირდება.
ახლა რა ხდება:
მოკლედ, კაცი 22-ე წელში გადავდექი და უსინდისო ვიყო, ამდენი ტურისტი ერთად თავმოყრილი მსოფლიოს ულამაზეს ადგილთა ათეულში შესულ კაბადოკიაშიც კი თუ მენახოს.
გერმანელები, ჩეხები, კანადელები, პოლონელები, შვეიცარიელები, ჰოლანდიელები, ესტონელები, უკრაინელები, რუსები, ესპანელები, ფრანგები, ბეეეეეეეეეევრი ებრაელები (ქართველი ებრაელებიც და ჩვეულებრივებიც)... რა ჯიშის და ჯურის ხალხი აღარ ირევა. დაქრიან მესტიიდან უშგულში, უშგულიდან - ბეჩოში, ჭალაადიდან - ქორულდის ტბებზე (2700 მ. ზღვის დონიდან), ქორულდის ტბებიდან - აწვალზე.. ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან: ჯოგებად, წყვილებად ან საერთოდაც, მარტო. ქორულდის ტბებზე რაც მე ვნახე ჯერ მხოლოდ, სულ რამდენიმე საათში, სადღაც 100-მდე კაცმა აიარა და ჩამოიარა. კალაში, კვირიკობასაც ლამის სვანებზე მეტი უცხოელი ტურისტი ესწრებოდა.
გადაჭედილია სასტუმროები ტურისტებით: უცხოელებით და სხვათა შორის, ქართველებითაც. ვინც ხმებს ავრცელებდა სვანეთში ტურისტებს ისევ ძარცვავენო, მაგარი უნამუსო და ცუდი ადამიანია

რა ძარცვა, გაქაფული მუშაობენ სვანები საოჯახო სასტუმროებში და სხვაგან ( სვანი გოგოები რა ყოჩაღები და მშრომელები არიან.. და რა მშვენიერებიც

). კაი შემოსავალი შეუვათ ამ სეზონზე (ქვემოთ კიდევ იმას დავწერ, რას ემდურიან მიშას ადგილობრივები და რას გადარჩნენ ნაცების წასვლის შედეგად).
ხოოოდა... რაღა თქმა უნდა, დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს და ქოცხელისუფლებას, რომელმაც ნაცების საბოტაჟის პირობებშიც კი მოახერხა ქვეყანაში ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ აქ ხალხს ჩამოსვლის აღარ ეშინია. მიშას დროს ტურისტების რაოდენობის სიმცირე იმით იყო გამოწვეული, რომ ის ვაჟბატონი სულ რუსეთთან ომზე საუბრობდა. ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში კი ვინ ჩამოვა, გინდა სი-ენ-ენ-ზე აკეთე რეკლამა და გინდა ალ-ჯაზირაზე. დაიწყო ხელისუფლებამ ნორმალური პოლიტიკა, დუჟმორეული რიტორიკის გარეშე და შედეგიც სახეზეა.

რამდენიმე ცინცხალ სურათსაც გაჩუქებთ სვანეთიდან.




