Badaboomშეიძლება მაგ კითხვაზე იმხელა პოსტის დაწერა ლიმიტს რო გაცდება (დეტალებს თუ შევყევით), მაგრამ პასუხი სწორი გითხრეს, ეს უნდა იცოდეს უპირველეს ყოვლისა მთავრობამ.
სწორი პასუხი მაგ კითხვაზე მაქსიმალურად მოკლედ რომ ვთქვათ შემდეგია: უნდა ჩამოყალიბდნენ რა უნდათ რომ გააკეთონ.
ეხლა არიან გაურკვევლობაში, გაურკვევლობა ზოგადად ეკონომიკაში ცუდ და კარგ გადაწყვეტილებაზე უარესია.
მაგალითად, ცუდი გადაწყვეტილება იყო ახალი შრომის კოდექსის მიღება. პირდაპირ ვამბობ. იყო, ყველასთვის, არავის წაადგება, არც დასაქმებულს არც დამსაქმებელს.
მაგრამ, მისი თავიდანვე მიღება ბევრად უფრო ნაკლებად დამანგრეველი იქნებოდა ვიდრე ის რაც მოხდა, ანუ თვეების მანძილზე განხილვა და მერე მიღება.
მიზეზი მარტივია. ვინც ახალი კოდექსით ფულის ჩამდებია ის ჩადებდა და გააგრძელებდა ოპერირებას, ვინც არა არა, მაგრამ სანამ ამ თემაზე მიდის კამათი, ყველა ელოდება. აბსოლუტურად ყველა. ვისაც ოდესმე ცხოვრებაში ეკონომიკის წიგნი გადაუშლია და პირველი 10 გვერდი წაუკითხავს, ყველამ იცის რომ ეგეთ სიტუაციაში უნდა დაელოდო, რადგან რისკფაქტორებს უბრალოდ ვერ გათვლი.
ასეთია ბევრი პრობლემა, მათ შორის ეს რაღაც ქსენოფობიური კანონი უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით. ძალიან ცუდია.
თავისუფალი ბაზარის მთელი "მუღამი" ის არის და იმიტომ ვითარდება რომ იდეაში თავისუფალია. ასე რომ მინიმალური ბიუროკრატიაა საჭირო.
ესენი კიდე პირიქით, ბიუროკრატიის შემოღებისკენ წავიდნენ.
რაც ყველაზე ცუდია ჯერ ვერ მორჩნენ. თამაშის წესები უნდა იცოდე რომ თამაში დაიწყო. ესენი კიდე სხოდუ იგონებენ რა როგორ უნდათ

შესაბამისად მემარჯვენე მინისტრი ეხლა იდეალური იქნებოდა ჩვენთვის. ძალიან ხისტი რეფორმებით.
გადასახადების შემცირება, ყველანაირი ეკონომიკური პროცესის და ტრანზაქციის გამარტივება, ეკონომიკური დანაშაულებების დეკრიმინალიზება და.ა.შ
პოლიტიკური სტაბილურობაც არ გვაწყენდა. მართალია მე პოლიტოლოგი არ ვარ და ექსპერტად ვერ დავდგები ამ საკითხში, მაგრამ ეკონომიკა ყველა და ყველაფერია და ზემოთმოყვანილი მაგალითისავით, აი პრემიერის განცხადება რომ "წასვლას აპირებს" ძალიან ცუდია.
მე ვერ მოგაწვდი ეხლა სწორ პასუხს ეს საბოლოო ჯამში კარგია თუ ცუდი, მარა ან უნდა წავიდეს ან დარჩეს, ჰაერში სანამ ვიქნებით გამოკიდებული მის სტატუსთან დაკავშირებით, წინ ვერ წავალთ.
რაღაც სამომავლო სტრატეგიებზე რომლებსაც მერე ვიხილავთ ასევე არ უნდა ვსაუბრობდეთ... ეგ ნიშნავს აბა გამოიცანი... ისევ ლოდინს
This post has been edited by ერეკლე! on 1 Aug 2013, 02:07