მე ქოცებზე კი არა, უფრო საფრანგეთის პრეზიდენტ ჰოლანდზე ვნერვეულობ.
საქმე იმაშია, რომ ჰოლანდმა პოპულიზმით გაიმარჯვა. ათას ვირეშმაკობას დაჰპირდა ხალხს. საფრანგეთში მანამდეც კარგა მაღალი გადასახადები იყო, მაგრამ მორფინისტი და მოტერორისტო ლუმპენების ხალიავისთვის მშრომელ კაცს 90% წაართვა ნეტანია. და შედეგიც "მიიღო" - სარკოზის დროის გერმანიის ტრყუპისცალი საფრანგეთი ესპანიზაცია-საბერძნეთიზაციის გზას დაადგა. ის კი არადა, აშკარად დაღმავალ ეკონომიკას არ ეპუება, იხტიბარს არ იტეხავს და ყველიფერი კარგა არისო, აბაკუნებს ფეხებს (http://www.cnbc.com/id/100885752)
ჰოდა, ხალხი მალე ჰოლანდის გაწეწვას აპირებს თურმე. თანაც, ყველაზე უფრო მეტად მის მიერ მოღორებული ლუმპენები არიან აღრენილები, თორემ ბებრმა ოღრაშმა დეპარდიემ მალე მოტვინა, კაპიტალი რუსეთში გადაიტანა და დაზოგილ 70%-ზე, რომელსაც სარკოზის დროს იზდიდა ბიუჯეტში, ნატაშებში ბურჟღალაობს და ხითხითებს თავისთვის.
ჰოდა, გამისკდა ჰოლანდზე დარდით გული. ვიფიქრე, ვიფიქრე და ბოლოს თავი გამინათდა - ისევ ჩვენი მშობლიური ფორუმი თუ გვიშველის. ხომ იცით ფორუმის ძალა...
მოდით გავგზავნოთ ფორუმიდან სჰოლანდის დასახმარებლად აგენტი-გამპრავებლები. ვთქვათ, ვინმე დამზელ კვაღკვაღტუა და მუსიე შუღიღიასოლი. წარმოიდგინეთ, ჩავლენ საფრანგეთში, შეკრებენ ხალხს და სიტყვით გამოვა დამზელ კვაღკვაღტუა - "ყველაფერი კარგად არის ფრანგებო, მინდორ-ველები დახნულია. ფულიც ბლომად არის" - და ნათქვამის დასტურად ჯიბეებში ჩასისინებულ ტკიცინა ევროებს ააშრიალებს. "შეღშე აღჟანტ" - დაასკვნის ბოლოს. შემდეგ მას ბრწყინვალე ორატორი მუსიე შუღიღიასოლი შესცვლის - "ყველაფერი გეჩვენებათ ფრანგებო. ყველაფერი სხვანაირადაა. ვუ ზეტე ტუტ დე ზომ დან ლ'ალუზიონ" - მისძახებს ბოლოში.
ფრანგი ლუმპენები ჯერ ერთმანეთს გადახედავენ, ღრანჭები დაეღრიცებათ, მერე ტვინის ხვეულები გადაეხლართებათ ჩვენი ეროვნული, ურჯუკი დემაგოგიის ზემოქმედებით და ერთმანეთს თავში ჯოხების ტყაპუნს დაუწყებენ - "რა არის ვნახოთ, მართლა ვარსებობთ, თუ არაო?..".
ბოლოს თავები რომ დაუსისხლიანდებათ, თვალებს რომ გადმოკარკლავენ და პირზე დუჟი მოადგებათ, ჰოლანდისკენ მიბრუნდებიან - "ჩვენ ხომ ჩვენი დაგვემართა, მაგრამ ეხლა შენ და შენ სტუმრებს მოგიხნავთ მინდორ-ველებს უტრაქტოროდო". მაგრამ სადღა არიან ჩვენი ემისრები? მხოლოდ თეთრ რაშზე შემომხტარ დამზელ კვაღკვაღტუას აფრიალებულ ჩიხორა ბოლო კაბის კალთებსღა ჰკიდებენ თვალს (სიმართლის მთქმელს რაშიო... ხომ გაგიგიათ? - გამზადებული ეყოლებოდათ)
მერე შუადღისას მოხდება სასწაული - ვარსკვლავები აკიაფდებიან ცაში. ვერცხლისფერი ევროები დაიწყებენ სრიალს ჰაერში და შორს, ცისკიდურზე, ორიონის თანავარსკვლავედთან ახალი კაშკაშა თანავარსკვლავედი აკიაფდება წმინდა ხუხას სახელობის, გულზე დაბნეული წმინდა ბიძინა ალალის მედალიონით.
This post has been edited by Arsene Lupin on 1 Aug 2013, 11:29