ამის დამწერ ჯაფარიძეს:
გ) თვეებია გრძელდება დისკუსია აზარტული თამაშების აკრძალვის თაობაზე. პარლამენტში შესაბამისი ინიციატივაც არის შემოსული. ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ვისმენთ უმრავლესობისა და მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან. აზარტული თამაშების აკრძალვა ნიშნავს 1. ათეულობით ათასი არსებული სამუშაო ადგილის დაკარგვას; 2. ათეულობით, თუ არა ასეულობით, მილიონი ინვესტიციის შეჩერებას, რაც შეიძლება გახდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა; 3. საბიუჯეტო შემოსავლების კლებას, რაც კიდევ უფრო მეტად დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ იმ სოციალური ხასიათის დაპირებების შესრულებას, რომლებიც თქვენ უხვად გაეცით წინასაარჩევნოდ. თუ ზრდასრული მოქალაქეები, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების, ნებაყოფლობით კავდებიან აზარტული თამაშებით და მზად არიან ასეთი ტიპის გართობაში დახარჯონ საკუთარი ფული, რატომ ჰგონიათ თქვენი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს რომ მათ აქვთ უფლება მოქალაქეებს ასეთი ქმედება აუკრძალონ? ასეთი, ჯერ კიდევ დაუსრულებელი დისკუსიის შედეგი - დაბნეული არსებული თუ პოტენციური ინვესტორები, რომლებმაც დღესაც არ იციან ღირს თუ არა არსებული ბიზნესის გაფართოება, დაწყებული პროექტის დასრულებაში ფულის ჩადება ან ახალი პროექტის დაწყება.
ეს უნდა მიაფარო სახეზე:
"ერეკლე ინტერნეტით თამაშობდა. სესხულობდა, აგებდა და მერე ვეღარ იხდიდა" - 19 წლის ბიჭის გზა ონლაინ-კაზინოდან სუიციდამდე
"ერეკლე ინტერნეტით თამაშობდა. სესხულობდა, აგებდა და მერე ვეღარ იხდიდა" - 19 წლის ბიჭის გზა ონლაინ-კაზინოდან სუიციდამდე
31-07-2013
პასუხი კითხვაზე, - თუ რატომ გაიზარდა უკანასკნელ ხანს სუიციდის მსხვერპლთა რაოდენობა და განსაკუთრებით, ახალგაზრდებში, მარტივია - ჩვენს გარემოში მრავალი მიზეზია იმისთვის, რომ ახალგაზრდამ თოკი ჩამოაბას და თავი ჩამოიკიდოს. თუმცა, პასუხი იმაზე, თუ როდის შეჩერდება ეს საზარელი სტატისტიკა, როგორც ჩანს, დიდხანს არ გვექნება. მით უფრო, რომ ბოლო დღეებში სუიციდის მორიგი ახალგაზრდა მსხვერპლი შეემატა. - ლაგოდეხის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი ერეკლე იჩქიტიძე და სოფელ შრომის მკვიდრი, 39 წლის სოსო მაჭარაშვილი....
ლაგოდეხის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა ერეკლე იჩქიტიძემ თავი ტელევიზორის კაბელით ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის სცენარი ტიპიური იყო, - თვითმკვლელობის დღეს არც ერეკლე გასულა შინიდან. დედამისმა, რომელიც ლაგოდეხში ექიმად მსახურობს, შვილი შინ ორჯერ ინახულა. პირველად სადილი მოუმზადა, რომლისთვისაც ერეკლეს ხელი არ უხლია. როცა დედა სამსახურიდან შვილის სანახავად მეორედ დაბრუნდა, ერეკლე შინ აღარ დახვდა. დედას გულმა ავი უგრძნო და ვაჟის ყველა მეგობარს დაუკავშირდა, თუმცა ერეკლე არც ერთ მათგანთან არ აღმოჩნდა. ქალმა ტელეფონს თავი მიანება და საცხოვრებელი სახლს შემოუარა. სწორედ იქ ნახა ტელევიზორის კაბელზე ჩამოკიდებული შვილი.
მ.კ., ერეკლე იჩქიტიძის მასწავლებელი: ” - ერეკლეს სიკვდილი ჩემი პირადი ტრაგედიაც არის, იშვიათად მყოლია მოსწავლე, რომელიც ნიჭით და ლოგიკური აზროვნების უნარით მისნაირად გამორჩეული ყოფილიყო. ზოგჯერ მისი ნააზრევი ჩემთვის აღმოჩენა ხდებოდა. არ ვიცი, როგორ მოხდა ისე, რომ აქამდე მივიდა, - ისეთი მშობლები ჰყავს, ეს ხალხი ამ უბედურებას მთელი ძალით იცილებდა თავიდან, მამამისი სხვა მამებისაგან განსხვავებით, სკოლაში ლამის ყოველ მეორე დღეს დადიოდა და შვილის ამბავს აკონტროლებდა... მაინც ასე მოხდა... ამ სიკვდილმა ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ყველა ჩემი მოსწავლე საკუთარი თვითმკვლელობის გეგმას ამუშავებს და მე აზრზე არ ვარ. აბა, რა ვიფიქრო? ივნისის ბოლოს ერეკლე თავის კლასელებთან ერთად სვანეთში წამოვიდა ექსკურსიაზე და ყველაზე მეტს ის მხიარულობდა. გიჟი უნდა ვყოფილიყავი, რომ მეფიქრა, ეს თავს მოიკლავსო”
ერეკლეს სიკვდილმა ეს წესიც დაადასტურა, - ახალგაზრდების თვითმკვლელობის ნამდვილ მიზეზზე უფროსები ყოველთვის დუმილს ირჩევენ. ძნელი სათქმელია, ეს მენტალიტეტის მიზეზით ხდება თუ თავის დადანაშაულებით, რომ ყველაფერი არ გააკეთეს იმისთვის, რათა ტრაგედია თავიდან აეშორებინათ. ასევე, - როგორც წესი, გულწრფელები ამ შემთხვევაშიც სუიციდის მსხვერპლი მეგობრები არიან.
ვანო შ. - ერეკლეს მეგობარი:
”დამალვას რა აზრი აქვს, მთელ ლაგოდეხში ყველამ იცის, რომ ერეკლემ კაზინოში თამაშის გამო მოიკლა თავი, ოღონდ ონლაინკაზინოში.
- ანუ რა მოხდა?
- რა მოხდა და ის მოხდა, რომ ინტერნეტით თამაშობდა. ფულს სესხულობდა, აგებდა და მერე ვეღარ იხდიდა. ვალს ვინ შეგარჩენს!
- კი მაგრამ ვინც ეს იცოდა, ფულს რატომ ასესხებდა?
- აბა, რას ამბობთ, პროცენტებით სესხულობდა! რასაც ისესხებდა, ორმაგად უნდა მიეტანა და ვითომ რატომ არ ასესხებდნენ. ეგ ერეკლეს ახლა კი არ დაუწყია, ადრეც ჰქონდა ვალი და მაშინაც უნდოდა თავის მოკვლა. მაგრამ მიუსწრეს და ვეღარ მოახერხა. ეს ყველამ იცის.
- შენ ხომ იმისი მეგობარი ხარ. არ ეუბნებოდი, ამას რატომ აკეთებო?
- ვინც კაზინოში თამაშობს, ამისთანა ნათქვამს რომელი დაგიჯერებს! თავადაც ნანობდა ხანდახან. ამბობდა, თამაშს აუცილებლად დავანებებ თავს და სამედიცინოზე ჩავაბარებო, მაგრამ ვერ დაანება. ჩვენ კი არა, დედა ეხვეწებოდა და არც იმას დაუჯერა. არადა, დედა ძალიან უყვარდა. სანამ თავს მოიკლავდა, ლექსი დადო ფეისბუქზე, დედას ემშვიდობებოდა. მერე ბიჭებმა მოვხსენით ის ლექსი...”
ჩვენ ვთხოვეთ ერეკლეს მეგობრებს, მაგრამ ლექსი არ გაგვიმხილეს. თუმცა მისი ფოტო მოგვაწოდეს, რომლის დახედვაზე სინანულმა შეგვიპყრო, -
სახელი ”კაზინო” ყველა უკურნებელ სენზე ძლიერი გახდა, - ის მოკლე დროში ბევრად მეტ ახალგაზრდას იწირავს, ვიდრე ერთად აღებული რამდენიმე სენი. და ერეკლე საუბედუროდ, მისი ბოლო მსხვერპლი არ აღმოჩნდა, -
როგორც შევიტყვეთ, ონლაინკაზინოს სულ ბოლო მსხვერპლი სულ რამდენიმე დღის წინ კვლავ ლაგოდეხში ჰყავს, - სოფელ შრომაში ინტერნეტით ნათამაშებ პოკერში წაგებული ფულის გამო თავი 39 წლის სოსო მაჭარაშვილმა მოიკლა.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)
http://www.kvirispalitra.ge/public/18121-q...suicidamde.html