#37484737 · 2 Aug 2013, 18:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხუტა
| QUOTE | ვა, ალდე სალომკას ამომრჩევლის მასპინძლობას კისრულობს. სალომკა რას გიკისრებს თუ გაიმარჯვა?
|
საკისრებელი არაფერი აქვს, ერთადერთი, არა სამსახურეობრივი, ან საზოგადოებრივი, პირადი პირობა ექნება შესასრულებელი, და ისიც კაი წლების მერე... pragmaticcსალომე რეალში გაცილებით შთამბეჭდავი ქალია და ულამაზესი თვალები აქვს, ოღონდ მართლა. თანაც არ დაგავიწყდეთ მისი ასაკი! იშვიათად ამ ასაკში ასეთი შარმი და ხიბლი ჰქონდეს ქალს შენარჩუნებული ბუნებრივად, დამატებითი, ხშირად ქირურგიული, ჩარევების გარეშე ტანკე| QUOTE | სალოს პროგრამა დევს სადმე? მისი ხედვების შესახებ,რა გზით აპირებს ქვეყნის წაყვანას
|
სალომე იქნება გარანტი იმისა, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში საქართველო ჭეშმარიტად დასავლური და დემოკრატიული მიმართულებით წავა, შესაბამისად გატარდება ამისთვის აუცილებელი აქტიურობები, რაც ამავე დროს არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს, უფრო პირიქით, ახლო სამეზობლოში ურთიერთობების ნორმალიზების დაწყებას, რაც უნდა გადავიდეს დიალოგის რეჟიმში პარტნიორულ და ორმხრივად სარგებლიან ინტერესებზე. ეთნო-კონფლიქტებზე, რაც ნამდვილად ვიცი, იქნება გაცილებით თანმიმდევრული და არაპოპულისტური, შედეგზე ორიენტირებული აქტიურობები ყველა მიმართულებით ქვეყნის შიგნით და გარეთ. და ყველაზე მთავარი: როგორც ქვეყნის უმაღლესი პირი, არა უფლებამოსილებებით, ეს ეკვეცება ახლა პრეზიდენტს, არამედ მორალურად, იქნება გარანტი იმისა, რომ რეალურად ჩაეყაროს საფუძველი ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუციებს!
--------------------
ჩემთან კამათისას ნუ ეცდებით იმ იდიოტის როლში აღმოჩნდეთ, გამწარებული რომ ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, და რომ ვერ პოულობს, რადგან ის იქ არ არის, ისევ მე ნუ დამაბრალებთ, შენ თავად რატომ არ ხედავო? ... არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ
|