#37491160 · 3 Aug 2013, 10:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მამა ილია ჭიღლაძე.
რადგანაც ამ ბოლო პერიოდში ვრცელდება მკრეხელური აზრი სტალინის ვითომდა ფარულ მორწმუნეობაზე, მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ საკითხს:სანამ ვინმე მის მორწმუნეობაზე ალაპარაკდება, გაიხსენეთ, რომ 1921 წელს საქართველოში მოქმედი იყო 1500 მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოციწლიანი ნგრვისა და დახურვების შემდეგ, 1941 წელს მოქმედებდა მხოლოდ 15 (!) მართლმადიდებლური ეკლესია მთელს საქართველოში და ისიც არ დარჩებოდა, რომ არ დაწყებულიყო მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც უკუდურეს კრიზისში ჩააგდო საბჭოთა სახელმწიფო და დაცემის პირზე მისულმა გაიაზრა რა, რომ მორწმუნენი მიუხედავად დევნისა, მაინც მრავლად არსებობდნენ საბჭოთა სახელმწიფოში და ეკლესიას მათზე დიდი სულიერი გავლენა ჰქონდა, მისცა ეკლსიას ლეგალული არსებობის უფლება, რათა დახმარებოდა საბჭოთა ხელისუფლებას ფაშისტურ კოალიციაზე გამარჯვებაში.რაც რუსეთის და საქართვლოს განადგურების პირზე მისულმა ავტოკეფალურმა ეკლსიებმა პირნათლად აღასრულეს.ომის დაწყების დროისთვის საქართველოს ეკლესიას სამი მოქმედი მღვდელმთავარი(პატრიარქი კალისტრატე,ეპისკოპოსი იეროთეოსი და ეპისკოპოსი ტარასი) ჰყავდა მხოლოდ, ორი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ვარლამ მახარაძე და ეპისკოპოსი ეფრემ სიდამონიძე, გადასახლებაში ეწამებოდა, ერთი მიტროპოლიტი კი, დევნის გამო შეშინებული, განმოსილი იყო და საერო საქმიანობით არჩენდა ოჯახს, ხოლო რუსეთის დიდ ეკლესიას მხოლოდ ხუთი(!) მოქმედი მღვდელმთავარი ყავდა(საპატრიარქო ტახტი კი 1925 წლიდან დაქვრივებული იყო და საბჭოთა ხელისუფლების ძალადობის გამო ვერ ხერხდებოდა ახალი პატრიარქის არჩევა). 1942 წლიდან სტალინმა შეიმუშავა პოლიტიკა ეკლესიის ლეგალიზაციის და შეღავათებისა,მაგრამ ეს შეღავათიც იყო მიზერული,მაგალითად საქართველოს ეკლესიას თუ ჰქონდა ომის დასაწყისში 15 მოქმედი ტაძარი, ეს რიცხვი სამოცამდე გაიზარდა,სამაგიეროდ დაიწყო ეკლესიის ტოტალური კონტროლი და აგენტურის ჩანერგვა, რამაც საბოლოოდ ეკლესიის ავტორიტეტი არც თუ უსაფუძვლოდ დასცა.ამდენად მეგობრებო გაეცანით ისტორიას და ნუ აყვებით კრემლში შეთხზულ ზღაპრებს, რომელიც მხოლოდ მის წისქვილზე ასხავს წყალს, ვისაც სტალინის რეჟიმის და მისი სახელმწიფოს აღდგენაზე ოცნებობენ!
ახლახანს გავრცელდა ფეისბუქზე
|