#37500011 · 4 Aug 2013, 02:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lasha_alo ეს სფერო ყველაზე ბოდიში და ჩასვრილი იყო ნაცების დროს (ედიკას დროს საერთოდ ნუ გამახსენებთ-გული მისკდება რომ მახსენდება)
ყველაზე მთავარი პრობლემა, მე თუ მკითხავთ კვალიფიკაციაა პერსონალის,იმიტომ რომ აღჭურვა ასე თუ ისე მოახერხეს ნაცებმა და იმედი მაქვს აწი გაუმჯობესდება კიდევ, არ ვიცი, იქნებ ხელფასები გაზარდოთ საგრძნობლად და კონკურსის წესით შეირჩეს მედპერსონალი.
აი ნაწოლებზე რომ ისტერიკა გქონდათ. ახლა აქ თემაში არაადექვატურს ვერავის ვხედავ და გავიმეორებ რასაც მაშინ ვამბობდი ჯერ ერთი პიორველადი სამედიცინო შემოწმებისას გამოეპარათ, რომ სიფილისი ჰქონდა ავადმყოფს, გასაგებია სერონეგატიური ფორმა ჰქონდა, მაგრამ კომპეტენტურ ექიმს არ გამოეპარებოდა კლინიკური ნიშნები, ამას მოჰყვა ის, რომ კაციშვილმა ვერ გაიგო, რა აწუხებდა ამ კაცს- მერე გვიან კი წაიყვანეს თოდუაში კომპიტერულ გამოკვლევაზე, მაგრამ ესეც არამიზნობრივი გამოკვლევა იყო, იმიტომ რომ ისევ და ისევ ციხის ექიმებმა ვერ განსაზღვრეს, რა უნდა ეძებნათ, აი შემდეგ კი იწყება კოშმარი-კაცი ნელ ნელა მძიმდება, იწყებენ სიფილისის მკურნალობას, მაგრამ რაღა დროს. და მესამე მომენტი ამ საჩვენებელ ისტორიაში-მედპერსონალმა არ იცის, ან/და ფეხებზე ჰკიდია მწოლიარე მძიმე ავადმყოფის მოვლა, და კაცი ფაქტიურად დალპა. აი ამ შემთვევაში კარგად ჩანს სადაა სუსტი რგოლები. თუ გაითვალისწინებენ ამას, კარგი იქნება, ძალიან მინდა ამით აგიხსნათ, რომ რაც არ უნდა მაღალტექნოლოგიურ კლინიკად გადააქციოთ ციხის საავადმყოფო, თუ მედპერსონალი კვალიფიციური არ იქნა, წყალში ჩაყრილია მთელი მცდელობა,,
--------------------
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა.... არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო..... ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare
|