rusa1960
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13015
წევრი No.: 85324
რეგისტრ.: 24-February 09
|
#37525172 · 6 Aug 2013, 14:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სხვისი ომი 2013 წლის 6 აგვისტო, 12:51-ზე ხუთი წელი გავიდა 2008წ. აგვისტოს ომიდან. დღემდე ვერ ჩამოყალიბებულა ერი რა იყო ეს ომი. არსებობს სხვადასხვა ინტერპრეტაცია. მე მხოლოდ ერთი განწყობა მრჩება. საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ეს იყო სხვისი ომი. სხვისი, ანუ პრეზიდენტ სააკაშვილის. ეს მისი ომი იყო, ეს მისი გამოწვევა იყო და თავად არაფერ შუაში არიან. ამ დროს საქმე ძალიან სერიოზულადაა. ამ ომზე დაიწერა წიგნი, "მცირე ომი რომელმაც მსოფლიო შეძრა". ეს იყო ომი, რომელმაც ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთმა პირველად მოახდინა გეოპოლიტიკური პრეტენზიის გამჟღავნება იარაღით ხელში, თუ არ ჩავთვლით სერბიაში ფაფხურს 90-იანების ბოლოს. ეს ვიღაცისთვის სხვისი ომია, ხოლო ვიღაცისთვის ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა, ომი რომელმაც ევროპის უსაფრთხოების თემა წინ წამოსწია, ომი, რომლის შემდეგაც გააქტიურდა ანტისარაკეტო ფარის ევროპაში განთავსების თემა. ომი, რომელმაც მთელს დასავლეთს დაანახა, რომ იმპერია არ მომკვდარა, რომ ის მიზნები ცოცხლობს. მაშინ, როდესაც ევროპამ საკუთარი უსაფრთხოების საკითხებზე ზრუნვა დაიწყო, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, კერძოდ, ენერგომატარებლების დივერსიფიკაციის გეგმებით, ქართველები აქ ქილიკობდნენ: "მსოფლიოს რუსეთის სახე დავანახეთ." ქილიკობდნენ იმიტომ, რომ ვერ გაიაზრეს ამ ომის სიმწვავე, ამ ომის მთლიანი სახე, მთლიანი მიზანი, რომელიც რუსებს ჰქონდათ. ქილიკობდნენ და დღეს მზად არიან "დაალაგონ ურთიერთობა რუსეთთან" პოლიტიკური კონიუნქტურის შეცვლის გარეშე. თუმცა ამ ყველაფრის აბსურდულობას აუცილებლად მიხვდებიან, მითუმეტეს, რუსეთის პრემიერ მინისტრის ინტერვიუს მოსმენის შემდეგ, როდესაც რუსული მიზანი ცხადი და ნათელია, საქართველომ უნდა სცნოს, ე.წ. "ახალი რუსული რეალობა". სად ლაგდება ეს ურთიერთობები? სად რჩება რესურსი მისი დალაგების, თუნდაც ფრთხილი ოპტიმიზმის, რომელიც რუსეთ საქართველოს ურთიერთობებს რაიმე შესახებ წერტილს მონიშნავს. ილუზიაა სწორედ ის, რომ ეს ომი სხვისი ომი იყო. რომ ეს იყო სააკაშვილის, ნაციონალური მოძრაობის ომი. ყველა პრობლემა აქედან შეიქმნება, ვინაიდან საბოლოოდ ყველა მიხვდება, რომ რუსეთი იგივეა ეხლა, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს. ის არასოდეს შეიცვლება. ის უნდა აიძულო, აიძულო, რომ არა აქვს შენთან სალაპარაკო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ილაპარაკებს ურცხვად, იტყვის რომ სცანი "ახალი რეალობა", გახსენი მესამე საელჩო. გეტყვის, რომ მე არ შემიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები, ეს თქვენ ჰქენით, მერე რა რომ ჩვენს ტერიტორიაზე სამი საელჩო იქნება. რა არის სინამდვილე? ეს ყველას ომი იყო. ეს იყო ნამდვილი ომი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანებისთვის, საქართველოს როგორც სახელმწიფოს განხორციელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი იურიდიული და პოლიტიკური დეტალები არსებობს ამ ომის არსის გასარკვევად. დღეს საზოგადოების ნაწილი გაიძახის, რომ ეს იყო სააკაშვილის ომი, მისი შეცდომა, ოკუპაცია მისი ბრალია, თითქოს 1992წ. დაგომისის ხელშეკრულება 1994წ. მოსკოვის ხელშეკრულება არ აკანონებდა საქართველოს ფაქტობრივ ოკუპაციას. თითქოს ომი დაიწყო და ეს საზოგადოების ნაწილი გამოიქცა გაგრის სანაპიროდან. საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოტივაცია გასაგებია, ის ან პირადია ან მერკანტილური, მაგრამ არ ეპატიება ეს პოლიტიკოსებს, რომლებისთვისაც ეს სხვისი ომი იყო. რომელიც აპირებს ოკუპაციის პირობებში საკუთარი ხელისუფლება გაასამართლოს. რითაც სახელმწიფოს მიაყენებს გამოუსწორებელ შედგებს. რითაც მოახდენს მტრის რიტორიკის მარწუხებში თავის შეყოფას, საიდანაც დანაკარგების გარეშე ვერ გამოვალთ. ეს დანაკარგები კი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის სრულყოფილი დაკარგვა იქნება. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ არის გაცნობიერებული ამ პოლიტიკოსთა მხრიდან ამ ომის იურიდიულ პოლიტიკური შედეგები. როდესაც ხდება რუსეთის, როგორც გეოპოლიტიკური გიგანტის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო თანამეგობრობის დარაზმვა, როდესაც ხდება საგარეო დიპლომატიაში იმის გარღვევა, რომ მთელი თანამეგობრობა ცნობს შენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ საკითხში დაპირისპირებაში შედის რუსეთთან. ამ დროს არსებობს კოსოვოს მაგალითი. როდესაც მთელი თანამეგობრობა აცხადებს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, როდესაც მთელი თანამეგობრობა დეოკუპაციის თემითაა გამსჭვალული, როდესაც საქართველო ქმნის იმ ვითარებას მსოფლიო გეოპოლიტიკაში, რომ მისი ომი, არის ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა, რომელმაც მსოფლიო უსაფრთხოების სიტემის ახლებური ხედვა დაამკვიდრა, ამ შემთხვევაში რას ნიშნავს ქართველ პოლიტიკოსთა (რომლებიც ეხლა ხელისუფლებაში არიან) განცხადებები, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, რომ ეს მისი ომია? ეს არის ილუზია, ილუზია იმისი, რომ სხვისი ომია და არა საქართველოსი. თითქოს თავად რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში იმ დროს რაიმეს იზამდნენ. ეს მათთვის არის სხვისი ომი, სადაც ისინი ბრძენები არიან. აი ამ ილუზიაში იმყოფებიან ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკოსები. როდესაც მედვედევის "რასია ჩუდეის" ინტერვიუს შემდეგ, კონფლიქტების მინისტრი იტყვის, რომ ამ ინტერვიუმ ფრთხილი ოპტიმიზმი გაუჩინა, რაღაზე უნდა ისაუბრო. მაშინ, როდესაც რუსეთის პრემიერი პირდაპირ ითხოვს საქართველოს ცნოს რუსეთის ახალი რეალობა. მინდა ავღნიშნო, რომ "სამშვიდობო კონტიგენტების" განთავსების შემდეგ, საქართველომ მთელი პოლიტიკური სადავეები ამ ტერიტორიებზე გადასცვა რუსებს, რომლებმაც 1993 წლიდან 2008 წლამდე სრული კარტბლანში მიიღეს რაც უნდოდათ ეკეთებინათ. მიუხედავად ამისა, მათ მაინც შექმნეს თავდაცვის მექანიზმები, რომ როგორმე ეს ბრიყვი ქართველები არ გამოფხიზლებულიყვნენ და ამ ფაქტობირივი ოკუპაციის დასრულება არ მოენდომებინათ. სწორედ ამიტომ შექმნეს მათ ცეცხლის განუახლებლობის რიტორიკა, პანკისის თემა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ინტეგრაციის დაბლოკვა... ერთადერთი შანსი, რომ საქართველომ მოახდინოს ამ ტერიტორიების დაბრუნება, არის რუსეთის იძულებაში და არა დათანხმებაში დათმოს ოკუპაციით მიღებული შედგები. დეოკუპაცია ვერ შედგება მოლაპარაკებით, ვინაიდან ეს არაა მოლაპარაკების თემა. საქართველოს ხელისუფლებას ჰგონია, რომ რუსეთთან ე.წ. სავაჭრო ბალანსის გაჩენა, არის წინაპირობა, რომ რუსეთი ხვალ დეოკუპაციას დასთანხმდება. სინამდვილეში რუსეთისთვის სავაჭრო ბალანსი არის საქართველოს ხელისუფლების დაყოლიების მცდელობა, რომ ახალი რეალობა სცნონ. არანაირი რესურსი არა აქვს ამ ხელისუფლებას, რუსეთთან რაიმე დათმობაზე წავიდეს. აქ არ დარჩა მსგავსი თემა და ძალიან კარგია ეს. ზუსტად მედვედევის, პუტინის, ლავროვის და სხვა რუსი პოლიტიკოსების განცხადებები გადაუწურავს ამ ხელისუფლებას იმედს, რომ რუსეთთან რამის დალაგება იძულების გარეშე შესაძლებელია. ამიტომ საბოლოოდ მაინც მოგიწევთ აღიარება, რომ ეს სხვისი ომი კი არა, ჩვენი ყველას ომი იყო. ომი საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს მომავლისთვის. ამას მაშინ მიხვდებით, როდესაც ჩახედავთ რუსი პოლიტიკოსების ცინიკურ თვალებს, თქვენს ტყავზე იგრძნობთ იმ დამცირებას, რომელიც მათთან საუბრისას წარმოიშობა. როდესაც იგრძნობთ, რომ თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელსაც რუსეთი კიტრის ყვავილად არ აღიარებს და რომ გაქებთ ეს ყველაზე ცუდია. გახდით უფრო გაბედულები და მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ. შევარდნაძის გზა, რომელიც გავიარეთ ვერ მიგიყვანთ შედეგებამდე, არც იმის ძახილი, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამას ისე შემოგიბრუნებენ იგრძნობთ უკანალში ტკივილს და მერე გვიან იქნება.
--------------------
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა.... არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო..... ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare
|