რაღაც გაირკვა, მეტ-ნაკლებად... მადლობა
aladini-ს
მიუხედავად იმისა რომ კითხვები დარჩა და "მეთოდოლოგიის პრეზენტაციის" ლინკი არ გამიხსნა, წარმოდგენილ შსს-ს ინფორმაციაში მაინც არის საინტერესო მომენტები, რომელზე დაყრდნობით შესაძლოა გარკვეული დასკვნების გაკეთება:
1. რასაც ვვარაუდობდი და რაც როგორც ჩანს უტყუარია - შსს ამბობს, რომ: "კატეგორიულად მიზანშეუწონელია კრიმინალური სიტუაციის გაუარესება-გაუმჯობესების დინამიკის პირდაპირი შეფასება მხოლოდ სხვადასხვა მეთოდოლოგიით გაანგარიშებული რაოდენობრივი მონაცემების ურთიერთშედარების საფუძველზე"
ანუ ძველი და ახალი სტატისტიკის, პირდაპირი შედარება უაზრობაა...
2. შსს-ს ამ ცნობიდან: "საქმის გახსნილად გამოცხადების ერთადერთ საფუძველს ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილება წარმოადგენდა. თუმცაღა, იმ დროისათვის მოქმედ სააღრიცხვო სისტემას არ გააჩნდა ბრალის კომპონენტის გარეშე საქმის გახსნილად ჩათვლის მექანიზმი," - შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ ახალ მეთოდოლოგიაში, ძველისგან განსხვავებით, არის "ბრალის კომპონენტის გარეშე საქმის გახსნილად ჩათვლის მექანიზმი", რაც ხსნის გახსნილი საქმეების ასეთ მკვეთრ ზრდას.
ანუ მოკლედ - აღრიცხვის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვამ გამოიწვია სულ მცირე ორი რამ:
1. გახსნილი საქმეების მკვეთრი ზრდა.
2. ძველი და ახალი სტატისტიკის შედარების მიზანშეუწონლობა.
ანუ მინისტრი პირდაპირ არ აყალბებს ანდა იტყუება, მაგრამ ეშმაკობს მაინც...
მთავარია გაგება!!! აბა ისე ხომ ამ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია... :)