უიმე რა ნახეთ აქ ასეთი აღსაშფოთებელი და განსაკუთრებული???
წელს 2014ის აგვისტოში დავემთხვი ზუსტად ამ დღეს ამსტერდამში.
მთელი ქალაქი ფერადია, მოხუცი ბავშვი ქალი კაცი ყველა ქუჩებშია, სვამენ ცეკვავენ მღერიან და ერთობიან.
ვიღაც პოლონელი ცოლ-ქმარი გავიცანი სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვედით აქო და რომ გაიგეს ქართველი ვიყავი მთელი დღე "ფაქ პუტინ, ფაქ რაშას" ყვიროდნენ
საქართველოს დროშები წელს არ შემინიშნავს თუმცა ალბათ იმდენ ხალხში შეიძლება იყო კიდეც და გამომრჩა.
ძალიან მაგრად იყო ორგანიზებული, ბევრი გასართობი, კარგი მუსიკა, ბევრი ცნობილი ადამიანი... მოკლედ იდეალური დღეა ვისაც გართობა უყვარს და რაღაც ავადმყოფური სიძულვილი არ აქვს განსხვავებული ადამიანების მიმართ.
ყველა ჩემ მეგობარს ვრუჩევდი მანდ წასვლას, ის არის რაც ერთხელ მაინც ნანახი უნდა გქონდეს.
ულამაზესი სანახაობაა