არ მინდა ამერიკის მოქალაქეობა და არც ამერიკაში ცხოვრება.
-----------------------------------------------------------------------------
თუ მაინცდამაინც ვინმე ამერიკის ნახვის სურვილით კვდება და ამისთვის უნდა მოქალაქეობა, უბრალოდ ტურისტულ ვიზაზე იჩალიჩოს, კეთდება.
ცუდია თუ კარგია საქართველოს ამერიკაზე დიდი ისტორია მაინც გააჩნია და ამერიკის ეგ სიმდიდრე საიდანაც მოვიდა ყველამ კარგად იცის, სამაგიეროდ ჩვენზე პირველი წავა ფსკერზე

ამერიკის მოქალაქეობა რომც გქონდეს მათიანი არასოდეს არ გახდები, შინაური არ გინდობს და იმათ სულ რაში აინტერესებთ. ))))))
---------------------------------------------------------------------------------
ბარემ გავხდები, ეს LGBD უკვე მკვიდრდება. სამებაში მალე ფიტნეს კლუბსაც გახსნიან, მე რა დავაშავე?!
შეიძლება ამ წინადადების აზრს მე ვერ ჩავწვდი, მაგრამ "ბარემ გავხდები-თ" LGBD-ს ეშველება რამე თუ როგორაა საქმე? იქნებ ამერიკის მოქალაქეები თუ გავხდებით LGBD-ს ფაქტი უფრო ადვილი მისაღები იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ იქ ასეთი უამრავიადა არავის აღარ უკვირს??? თუ ასეა ვიყოთ ქართველები და ჩვენც ნუ გავიკვირვებთ ამ ფაქტს, გვიშლის ვინმე ხელს?
ფიტნეს კლუბს რაც შეეხება, თუ ქართველები იმაზე ვიფიქრებთ, რომ საქართველოში LGBD მკვიდრდება და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მივიღოთ და გავასწროთო, ეკლესიებში ფიტნეს კლუბებს კი არა სახლებში ბორდელებს გახსნიან.
სამწუხაროა, რომ ქართველობას დავკარგავდით მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკაში უთავისუფალესი აზროვნება და მაღალი ხელფასებია.