ეხლა აღარ არის ძველი ბნელი ეპოქა, როცა ჯარების გადასროლა და ომის მზადების დამალვა შეიძლებოდა. როცა ერთი ქვედანაყოფის გადაადგლებისთვის დაზვერვის აგენტურა გჭირდებოდა. ვისაც მსგავსი საკითხები აინტერესებს იმას კი შეეძლო ინტერნეტიდან სცოდნოდა რომ
2008 წლის 31 მაისი, აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარები შევიდნენ
http://www.newsru.com/world/31may2008/abh.htmlჯარების მუშაობის გრაფიკი და შესრულებული სამუშაოები
http://izvestia.ru/news/430795ეს მე და თქვენ, ისე კი ოფიციალური სტრუქტურებისთვის, მაგალითად საგარეო დაზვერვისთვის ეს მინიმუმ ერთი თვით ადრე უნდა ყოფილიყო ცნობილი. რუსეთის მოუქნელი ბიუროკრატიული სამხედრო პოლიტიკური აპარატი გაძლევს ამის საშუალებას.
სანამ სარკინიგზო ჯარების ქვედანაყოფებმა დისლოკაციის ადგილები დატოვეს, ჩამოვიდნენ შავიზღვისპირეთში რკინიგზით გაიარეს სოჩა ადლერი შემოვიდნენ აფხაზეთში
ეს ჩვენთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო უკვე აპრილში.
დავამატოთ ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან მიღებული დამხმარე ინფორმაციები და ეს დიდი ალბათობით მარტი - აპრილში უკვე გაიასნებული ფაქტი უნდა ყოფილიყო.
მეტნაკლებად თავმოყვარე ქვეყნისთვის, და + ასეთი ძლიერი სტრატეგიული მეგობრების გვერდით !!!
შემდეგ, გაზაფხულიდან დაიწყო ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ოლქებიდან ავიაციის პილოტების გადმოყვანა კავკასიის ოლქში, ეს არაა რაიმე დაფარული ინფორმაცია, ვისაც აინტერესებს ის პულობს, მაგალითად არსენალში იდო ლინკები რუსული ინტერნეტსივრციდან თუ რამდენი პილოტი გადმოიყვანეს და ჩვენი (არსენალის) დაანგარიშებით ეს იყო სადღაც 80 მდე საფრენი აპარატის (მხოლოდ ვერტმფრენები) სამყოფი.
+ასევე იმ პერიოდის სოციალური ქსელები წალეკა ნატაშას, ლენას და ქსიუშას დიალოგებმა რომ აი ჩემი ქმარი გუშინ განგაშით გააღვიძეს ღამე და დილით სამხრეთისკენ წავიდა მისი ნაწილი, წასვლის წინ მითხრა ომში მივდივარო და აბა შენ იციო, ან ვალერა წერს სვეტას რომ სამხრეთში მიდის სადაც ამერიკელებს და გრიზუნებს უნდა ეომოს და ეს საიდუმლო ინფოა. ...
ჩრდილოეთ კავკასიის სოციალური ქსელები ასევე გადავსებული იყო ჩეჩენი ინგუში თუ დაღესტნელი უზერების პოსტებით რომ ამ რაოდენობის რუსული არმია ჩეჩნეთის ომების დროსაც არ უნახავთ
ეს ყველაფერი ხდება გაზაფხულზე !
დავამატოთ ამას ამერიკის აგენტურული და აეროკოსმოსური დაზვერვის საშუალებები რომელთთათვის ამის დამალვის მცდელობა ელემენტარული სიბრიყვის სფეროა.
და არა მარტო მათთვის, დღეს ომის დაწყების მზადების დამალვა შეუძლებელია, შეიძლება დამალო კონკრეტული სპეცოპერაცია მარა საომარ მზადებას ვეღარ დამალავ.
კარგი იქნება თუ დაინტერესდებით ვინ ხელმძღვანელობდა ქვეყნისთვის ამ ურთულეს პერიოდში მაგალითად სამხედრო დაზვერვას?
http://www.civil.ge/geo/article.php?id=13694შედეგად, აფხაზეთის და ცხინვალის მხრიდან უკვე მაისის ბოლოსთვის რუსეთმა შექმნა ორი შემტევი დაჯგუფება, საველე ჰოსპიტლებით და ყველაფრით , საწირო იყო მხოლოდ ბრძანების გაცემა ომის დასაწყებად.
სულ რომ თავი დავანებოთ საქართველოს საგარეო დაზვერვას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დაზვერვას და მათგან მიღებულ ინფორმაციებს, ჩავთვალოთ რომ არა გყვავს ვაბშე არცერთი და არც მეორე. მითუმეტეს როცა დაზვერვას ბავშვები ხელმძღვანელობენ
ეს იმათთვის ვისაც ეს თემა აიტერებს უკვე ცნობილი იყო ივლისის დასაწყისში. რომ რუსეთი მზად იყო ტექნიკურად და მატერიალურად, პოზიციებზე მყოფი შენაერთებით დაეწყო ომი. ცნობილი იყო მხოლოდ ინტერნეტის საშუალებებით !!!
მახსოვს სამსახურში ერთმა ანალიტიკოსმა (ყოფილმა სპეცსამსახურების ოფიცერმა) მაგ პერიოდში სამსახურის ევაკუაციის გეგმა მოითხოვა და მთელი სამსახური სიცილით ხოხავდა, მწარედ მოუბრუნდათ ცოტა ხანში
ამ დროს რა ხდება ვილაიეთ გურჯისტანში?
სამხედრო დაზვერვის შეფი
http://www.civil.ge/geo/article.php?id=13694საგარეო დაზვერვა ბეჟუაშვილი
თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი ვაბშე ესპანეთშია ზღვის პირას თუ არაბეთში აღარ მახსოვს
შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილი
პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალი
რას დვიჟენობიოს ეს ხალხი ამ დროს? რას აკეთებენ?
საქართველოს თავზე ამ დროს ჰაერში აწეული ცულია მოსაქნევად გამზადებული როგორც დასაკლავად გამზადებული საწყალი მოზვერის თავზე
ჩვენი მოქმედებები ესეთია? :
1. ხდება დიპლომატიური კორპუსის მოწვევა და რუსეთის საომარი მზადების გაცნობა?
2. ხდება დიპლომატიური კორპუსის მოწვევა მეორედ, მესამედ, მეოთხედ?
3. სამგრელოში და შიდა ქართლში ხდება ფარული მობილიზაცია, ზუგდიდი, ფოთი , სენაკი, ქუთაისი, რიკოთი , გორი, თბილისის მისადგომების გამაგრება?
4. ხდება ზუგდიდის ფოთის სენაკის სამხედრო და უშიშროებაპოლიცია აპარატების საომარ მდგომარეობაზე გადაყვანა (მაგშესაბამისი არქივების ევაკუაციებით?) ან სამხედრო ბაზების სათადარიგო დისლოკაციის ადგილებზე გაყვანა?
5. ხდება ენგურის გასვწრივ რაიმე თავდაცვითი ხაზის შექმნა?
6. კოდორის ზურგის გზის რაიმე სახის დაცვის ღონისძიება?
7. ხდება ლიახვის ხეობის მოსახლეობის მობილიზაცია?
8. ხდება ხეობიდან და ცხინვალიდან გამომავალი მარშრუტებზე ნაღმური ველების შექმნა?
9. ხდება ცხინვალის გორის მონაკვეთზე რაიმე თუნდაც წარმოსახვითი თავდაცვითი ხაზის შექმნა?
10, ხდება რაიმე სამუშაოები მოსახლეობის სავარაუდო ევაკუაციისთვის ფოთი ზუგდიდი სენაკი გორი ცხინვალის მონაკვეთებზე?
11. ხდება რაიმე დედაქალაქის დასაცავად თუ მტერი წავიდა ვა ბანკზე დაიკიდა ბუშიც და ყველაც და თბილისზე წამოვიდა? არის მაინც ორი ბატალიონი თბილისში მოხალისეების მზად?
12. გადმოყვანილია ერაყიდან პირველი ბრიგადა?
არაფერი მსგავსი. ყველაფერი ჩვეულბერივად არის. კეზერაშვილი ვაბშე მარბელაში ისვენებს (მგონი) , დანარჩენები არვიცი, არმია ყაზარმებში, სპეცნაწილები ცხინვალთან და ამ დროს შვიდში საარტილერიო კანონადა იწყება და რვაში დილით უკვე რუსები გვბომბავენ, ცხრაში უკვე უკანდახევა იწყება ათში გაქცევა, ცამეტში უკვე ყველა პოზიცია მიტოვებულია და თოთხმეტში რუსები არიან კოდორში ფოთში სენაკში ზუგდიდში გორში კასპში და ახალგორში.
ეს არის კატასტროფა. ამის გაპრავება მეთოდებით რომ აი "ჩვენ გმირებმა მაგრა იბრძოლეს და ამხელა სახემლწიფო დაგვესხა და ამ გმირებზე რაიმეს თქმა ვაბშე როგორ შეგიძლაით"
ეს უნამუსობაა, ნაცების დედაც და ყველა პარტიის ქვეყანაზე, სამშობლო ერთია
და ამ კატასტოფაზე პასუხი უნდა აგოს ყველამ ვისაც ევალებოდა რეაგირება რაიმე სახით. ჩამოვთვალე მინიმუმი კითხვების ზევით
ყველა მებრძოლ გმირს დაღუპულსაც და იქ მებრძოლსც ქედს ვუხრი. და ეს სულ სხვა საკითხია.
ლაპარაკია კატასტროფაზე რომელიც საქრთველოს თავს დაატყდა 2008 წლის აგვისტოში, და რომლის წინაშეც სახელმწიფო სრულიად უძლური გამოდგა
მე მესმის, როცა ტაისონი მოგეპარება უკნიდან და კეფაში გთხლიშავს იმენნა შანსი არა გაქვს, ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს ესაა პირქვე ეგდო კისერშიგადამტვრეული
მარა როცა გირეკავენ და გეუბნებიან, აი ტაისონა მოდის შენთან საჩხუბრად, კედები ამოიცვა და ჯინსბი აცვია და ფრთხილად იყავი
და მაინც კეფაში მოგხვდება მუშტი მაშინ უბრალოდ დებილი ხარ.
ამ ყველაფრის გაპრავება რაღაც ნავთობის ფასებით და კულუარული საიდუმლო ჩანაფიქრებით სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ სინამდვილეში იმიტომ რო ბლა ბლა ბლა
არის უბრალოდ ბლა ბლა ბლა და რეაქტიული მიშიზმი.
მიშას ცუგცვანგი "მშვიდობისთვის იძულების" ავტორებსხოლო აპელირება დაღუპული და ცოცხალი გმირებით უბრალოდ უნამუსობა.
This post has been edited by S&W on 10 Aug 2013, 15:51