d_tsaboმეორე დღე:
დილით 7:00 საათზე საუზმის შემდეგ საერთო ბარგს (კარვები და საერთო საკვები) ავკიდებთ ცხენებს და გავემართვებით ცაშკიბულის ტობავარჩხილისაკენ. გზად გავივლით 3000 მეტრიან უღელტეხილს და საღამოს ჩავალთ პატარა ტობავარჩხილზე. დავბანაკდებით ტბის პირას. (ფეხით სავალი მანძილი: 8 კილომეტრი. ჯამში 6 საათი.)
მესამე დღე:
დილით 10:00 საათზე ვსაუზმობთ და მივემართებით მეორე, ჭითაგვალას ტობავარჩხილისაკენ გზად გავივლით ულამაზეს კლდოვან მასივს და უღელტრეხილს, რომელიც პატარა ტობას, დიდ ტობასთან აკავშირებს. საღამოს დავბანაკდებით დიდი ტობავარჩხილის ნაპირას. (ფეხით სავალი ნამძილი 3 კილომეტრი. ჯამში 3 საათი.)
მეოთხე დღე:
ეს დღე სრულიად დაეთმობა ტობავარჩხილის შემოგარენის დათვალიერებას. (მოვინახულებთ დიდღელეს, კალიაშისა და წაქაწყლის ტბებს) საღამოს დავბრუნდებით ბანაკში. (ფეხით სავალი ნამძილი 6 კილომეტრი. ჯამში 5 საათი.)
მეხუთე დღე:
დილით 9:00 საათზე, საუზმის შემდეგ დავეშვებით მწყემსების სადგომებისკენ. გზად მოვინახულებთ ტობას ულამაზეს ჩანჩქერს. საღამოს ჩავალთ მწყემსებთან და დავბნაკდებით. მივირმევთ უგემრიელეს ელარჯსა და გებჟალიას. (ფეხით სავალი ნამძილი 5 კილომეტრი. ჯამში 4 საათი.)
მეექვსე დღე:
დილით 9:00 საათზე საუზმის შემდეგ დავემშვიდობებით მწყემსებს და დავუყვებით მდინარე მაგანას ულამაზეს ხეობას და დავბანაკდებით მდინარე მაგანას შუა წელზე. ჭალაში. (ფეხით სავალი ნამძილი 8 კილომეტრი. ჯამში 6 საათი.)
მეშვიდე დღე:
დილით 9:00 საათზე გავალთ სოფელ ცხავაშისაკენ, მოვინახულებთ ულამაზეს ტყეს, გავივლით სოფელ ცხავაშს. გადავკვეთავთ მდ. მაგანას, ავალთ სოფელ ხოკოში, სადაც დაგვხვდება სამარშრუტო ტაქსი და გამოვემართებით განმუხურისკენ, სადაც გავშლით კარვებს და დავბანაკდებით ულამაზეს სანაპიროზე. (ფეხით სავალი ნამძილი 9 კილომეტრი. ჯამში 6 საათი.)
ეს ვიპოვე ფაცეზე
http://www.facebook.com/events/140638886128760/და შენ მეუბნები რომ ეს მარშრუტი მიშამ გაიარა 3 დღეში "ბოტასებით"?
მარშრუტის დანარჩენი დღეები არ მაინტერესებს მანქანითაა სავალი
ეს თქვენი კანტორის მოწყობილი ტურებია თუ სხვაა ვინმე?
Тьму победить нельзя, тьма — непобедима. Но всегда можно включить свет
Заведите себе собственное мнение. Оно тяжело в уходе, требовательно, но это того стоит.
Не люблю когда алюминиевый чайник строит из себя хрустальную вазу