#37656602 · 17 Aug 2013, 23:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პათეტიკა და მსგავსი ძალიან მაღიზიანებს, რავი მეყალბება მაგრამ აი:
ლურჯი მწკრივი მთებისა სუნთქავს წალკოტების ქარს, იწყებიან სიზმრები ელვათა ტოტებიდან;
ცა ლაჟვარდში მხმობელი, ყვავილი უჭკნობელი, ხალხი, სივრცე, მუსიკა ჰარმონიის მშობელი;
ფერწარმტაცი ქარები, მზე სხივშეუდარები კვლავაც ჰკრთის ისტორიის ჯერაც ღრმა იარები;
საუკუნემ არწია რაც მარადი განძია: ჯვარი, გრემი, იყალთო, უფლისციხე, ვარძია;
რითმა მიჯრით წყობილი, ჰანგი, ჰანგს შეჭდობილი, ჩუმი მღერა ქვებისა წლების ფერით მკობილი;
მთით მომსკდარი ღვარებით შორს მრეკავი ზარები; გრძნეულება სიღრმეთა უთქმელ-მიუკარები;
ხოლო სივრცე მზიური, სიმები მშობლიური, აღმაფრენა უსაზღვრო, შთაგონება ციური;
ხსოვნის შორი ფესვები, სახელნი უტკბესები, ყალყზე შემდგარ ფლოქვთა ხმა- ირგვლივ ცეცხლ-დამკვესები;
ეშხი ავთანდილისა, ჯადო სულს შეზრდილისა, ძველი მცხეთის სიზმრების და თბილისის დილისა;
მეგობრობის განდობა, დაცემულის დანდობა, აზრის ღმერთთან კამათი, გრძნობის დარდიმანდობა;
ქროლვა დროთა ქარისა რუსთაველის პწკარისგან, სიბრძნე პეტრე იბერის ფუნჯი ოპიზარისა;
ზეცა რომ გაახილა ვარსკვლავთ თეთრი ზოლივით, სამშობლოა, ძახილად დროში გადმოსროლილი!
--------------------
...Came the end, the final end of Eternity —And the beginning of Infinity.
Ceterum censeo Russio esse delendam...
We need ®US(SI)A Military Presence. © A10
|