გეთანხმებით, მეც მასე მახსოვს.
უბედურება იმაშია, რომ დანარჩენი ყველა, ვისი მხარდაჭრითად მოეწყო სასაკლაო 9 აპრილს, პატიაშვილიდან დაწყებული, ფოფხაძისნაირებით დამთავრებული, დღესაც პოლიტაკიაში "ეტენებიან".
დაუსჯელი დარჩნენ ის ხალხიც, ვინც 90-იან წლებში თბილისის გადაწვა და რუსის ჯარზე უარესი სასაკლაო მოაწყო. დააწიოკა სამეგრელო და არა მხოლოდ. დღეს ამათმაც დაიწყეს ჩვენი დამოძღვრა, კიტოვანის თამადობით.
როცა სამართლიანობის აღდგენაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიუჯეტიდან ფულის მოპარვაზე გაცილებით დიდი დანაშაული აქვთ ხალხს ჩადენილი და პასუხი არავის მოუთხოვია. დაუსჯელობისა და განუკითხაობის ეს მაგალითი სანამ იარსებებს, მანამდე ყველა ხელისუფლება, ნაცები იქნებიან თუ ქოცები, გაგვიბედავენ ყველაფერს, რაც მოესურვებათ, რადგანაც სანამ ეს მკვლელები დაუსჯელები დადიან და ამდენი წლის განმავლობაში, ზრდილობის გულისთვისაც არ უცდია არცერთ ხელისუფლებას იმდროინდელი მოვლენების გამოძიება, ჩვენ ხალხი კი არა, ბრბო ვართ და ღირსებიც ვართ რასაც გვიკეთებდნენ.
ესეც ჩვენი სანაქებო, ვაზელინიანი ინტელიგენციის ვოიაჟები მოსკოვში....
This post has been edited by NIKTA on 16 Aug 2013, 14:00