საკუთარ ქადაგებას თვითონვე ჩაუღრმავდეს მეუფე იაკობი...
გამბრინუსის გარდა სხვა ლუდს რო ვერ სვამს...
არ ევასება და...
ჩემმა ძმაკაცმა და მაგის ცოლმა დაიწყეს ეკლესიაში სიარული...
აიყვანეს მოძღვარი (ცოლის თანამშრომელმა ურჩიათ)...
ეს ჩემი ძმაკაცი მანამდე სულ თამაშობდა და გამიხარდა, შემოტრიალდება ნორმალური ცხოვრებისკენ, ოჯახს მიხედავს, შეეშვება თამაშს მეთქი...
ხო და ძაან აღფრთოვანებულები არიან ამ თავიანთი მოძღვრით, იმანაც უკრაინაში იყო და იქიდან ვისკი, ხატები და სხვა საჩუქრები ჩამოუტანა ამათ...
ხო და ამ ჩემ ძმაკაც ხან სად მივყავარ ტრაპეზზე ამ მოძღვართან გასაცნობად და ხან სად და ვერ მოვახერხე...
თან მეუბნება მეუფე იაკობის ძმაკაცია, მაგარი მღვდელიაო...
ხო და ერთხელაც მირეკავს ეს ჩემი ძმაკაცი, მოძღვარი უნდა მოვიდეს სახლში ჩემთან, ახალციხიდსნ კალმახი ჩამოიტანა და სუფრა უნდა გავშალოო და გამოდიო...
ხო და გავედი მეც...
იგივე ჩემი ძმაა ეს ჩემი ძმაკაცი, 20 წელია ერთად ვიზრდებით, პლუს მეჯვარე ვარ და ბავშვის ნათლია...
ხო და მოვიდა ეს მოძღვარი და დიღმელი ყოფილი ნარკომანი, დედაიმასქნილი ძველი ბიჭი გავროშა არ შემრჩა?
რაც არის არის, მეთქი მოინანია კაცმა... უცოდველი არავინაა...
და დავიწყეთქეიფი და ტიპი მაარს უბერავს... დათვრა...
ხო და კიდე ერთი ჩვენი ძმაკაცი ამოვიდა სახლში...
დადაგვიწყო ამ მღვდელმა თავისი ისტორიების მოყოლა - როგორ იჩხერდა, როგორ ყავს ხალხი დაჭრილი და დაგდებული, როგორ იყო პაბეგებში...
თან ისე კი არ ყვება, სინანულით, გვებლატავება რა...
"თქვენი წონა წამალი ვენაში მაქვს შეშვებული" და რამე...
ხო და მომეშალა ნერვები და წამოვედი...
და მეორე დღეს რო ვნახე ეს ჩემიძმაკაცი, მეთქი მღვდლები დაილია თუ რა ხდება, რაღა ამასთან მიხვედით მეთქი...
და ამან არაო, ხო ხედავ რა ცხოვრება აქვს გავლილი და მოინანიაო, ეკლესიის წინამძრვარიაო... მეოფეს ძმაკაციო...
ხო და აღარაფერი ვუთხარი, მეთქი იქნებ გამოსწორდეს ეს და ვინც გინდა ყოლია მოძღვრად მეთქი...
და გავიდა ორი დღე, აუზზე ვართ მე და ჩემი ძმაკაცი და ეს მღვდელი ურეკავს, ამოდი ეკლესიაში, ტრაპეზს ვაპირებთ და რო არ ამოხვიდე დამკარგავო...
ხო და მეც გავყევი...
მივედითდა გაიშალა სუფრა...
მწვადი, ხაშლამა, დედალი...
არქიმანდრიტებიც არიან და ვეკითხები ჩუმად ამ მღვდელს, შავი სამღვდელოებისთვის ხო არ შეიძლება ხორცის ჭამა მეთქი...
და ეგ ადრე იყოო... ეხლა ვისაც უნდა ჭამსო...
ხო და წავიდა მაგარი სმა...
ამან მეუფე იაკობს დაურეკა, ამოდი ტრაპეზიაო და მეუფეც მოვიდა ცოტა ხანში...
თან 10 ბოთლი გამბრინუსი ამოიტანა, სხვა ლუდს ვერ ვსვამ, არ მევასებაო

ამ ჩემ ძმაკაცს ისე უნდა ლუდი რო კვდება და მეთქი მიდი აიღე და დალიე მეთქი...
და არაო, ესე თქვეს მეუფე მარტო მაგას სვამსო...
ეს 17 მაისიც ახალი მომხდარი იყო და მაგასაც შეეხო საუბარი...
"აბა რა ეგონათ", "უარესებს დავმართებთ" და ა.შ...
ხო და წამოვედით მე და ჩემი ძმაკაცი ცოტა ადრე..
და მაგ ღამეს ისეთი ამბავი მოხდა (არ არის აქ სასაუბრო) მეორე დღეს მთელი დღე საცემად ვეძებდით მაგ გავროშას მაგრამ ვერ ვნახეთ კიდე კაი...
მღვდელი რო ცემო ხო წარმოგდგებიათ რა მოხდება...
ეგრევე თუთბერიძის სასტავის წევრობას შეგტენიან...
მაგრამ თუ ცოტა მაინც ეშველა ეკლესიას რამე, გახდიან მაგას კაბას და არ ასცდება...