sulo
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27594
წევრი No.: 25566
რეგისტრ.: 12-November 06
|
#37696801 · 21 Aug 2013, 15:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე ნაციონალების მოხრე ვარ და ნამდვილი თავისუფლაი ტელევიზიის დაარსების შანს ვხედავ ამაში, მაგრამ მაინც, ვგონებ გია ნოდია უფრო სწორედ აფასებს სიტუაციას:
Ghia Nodia 2 hours ago · ..
გუშინ დავპოსტე, რომ ე. წ. „სამოქალაქო საზოგადოების“ მიერ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის ყიდვა ფაქტობრივად ამ საზოგადოების ბიძინაზე მიყიდვას ნიშნავს. ბევრისთვის ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ ვისთვისაც არ არის ცხადი, მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო. საერთოდ, ჩემი დაკვირვებით, ქართული საზოგადოების (სამოქალაქოს თუ უმოქალაქოს, არა აქვს მნიშნელობა) ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ელემენტარული ცნებების სწორად ვერხმარება - ეს შენიშვნებიც ამ პათოსით დაიწერა. 1. სრულიად ნორმალურია, თუ მოქალაქეთ ჯგუფმა შექმნა სააქციო საზოგადოება და სცადა ტელევიზიის ყიდვა. აქ საკრიტიკო აბსოლუტურად არაფერია. 2. პირველი პრობლემაა იმაში, რომ ეს კონკრეტული სააქციო საზოგადოება ახდენს „სამოქალაქო საზოგადოების“ სახელის უზურპაციას. არ მინდა კიდევ ერთხელ შევიდე დისკუსიებში ამ ცნების შინაარსზე, მაგრამ არ შეიძლება, ერთი სააქციო საზოგადოება უტოლდებოდეს „სამოქალაქო საზოგადოებას“. თუ გინდათ იყიდოთ ტელევიზია, იყიდეთ, რა შუაშია „სამოქალაქო საზოგადოება“? 3. თუ ყიდულობთ ტელევიზიას, რა საჭიროა აპელაციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ „ჩვენ თქვენს მხარეზე ვართ“ და ა. შ.? კაცი ამბობს, ვყიდიო, თქვენც გადაუხადეთ ფული და იყიდეთ. პამიდორს რომ ვყიდულობ ბაზარში, გამყიდველს ერთგულებას ვეფიცები? 4. მეორე პრობლემაა გამჭვირვალობის სრული არარსებობა. ფეისბუკზე კრებენ „სააქციო საზოგადოების“ შემადგენლობას. ვინმემ აუხსნა ამ ხალხს, რომ ეს, პირველ რიგში, ფულის შეკრებას ნიშნავს, და კონკრეტულად რამდენს უნდა ჩამოვიდეს „სააქციო საზოგადოების“ თვითეული წევრი? მაინც რამდენია ეს ე. წ. „მესამედი ფასი“, ანუ რა ღირს ტელევიზია ამ წუთში, და შესაბამისად, რამდენი ფულია შესაგროვებელი? თუ „სამოქალაქო საზოგადოებისთვის“ დამახასათებელი გამჭვირვალობის სტანდარტები გვინდა, მაშინ ესეც უნდა ცხადდებოდეს ფეისბუკზე: შესაგროვებელია (სიტყვაზე) ხუთი მილიონი, უკვე შევაგროვეთ ხუთასი ათასი, დაგვრჩა ოთხ მილიონ-ნახევარი და ა. შ. 5. თუ იჩენ ინიციატივას და იწყებ ბიზნეს-პროექტს, უნდა გქონდეს მეტ-ნაკლებად ნათელი წარმოდგენა იმაზე, რას გააკეთებ მას შემდეგ, რაც ტელევიზიას იყიდი. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ „მეცხრე არხი“ დოტაციურია და საკმაოდ მსხვილი დოტაციები სჭირდება? (მომგებიანი ბიზნესი რომ იყოს, ხომ ამდენ ხანს გამოჩნდებოდა მყიდველი?). აქვთ სამოქალაქო ბიზნესმენებს რაიმე წარმოდგენა იმაზე, როგორ უნდა ამუშაონ ტელევიზია, რომ მან თავი შეინახოს? უხსნიან ამას აქციონერებს თუ არა? 6. ჩვენს სამოქალაქო ბიზნესმენებს ნაკლებად ეხება, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა: ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ტელევიზიას ყიდის „მესამედ ფასად“, არის ჩვეულებრივი მარკეტინგული ხრიკი და სერიოზული შინაარსი არ გააჩნია. ვინ და როდის დაადგინა, რა არის ტელევიზიის „ნამდვილი ფასი“? თუ სამჯერ ძვირად არავინ ყიდულობს, ესე იგი არ ღირებულა მაგდენი. საგანს (მათ შორის ტელევიზიას) აქვს საბაზრო ფასი: რამდენასაც ამ მომენტში ამ ბაზარზე იძლევიან, იმდენი ღირს. ამ წუთში საბაზრო ფასი (უკეთეს შემთხვევაში) არის ის, რასაც ბიზნესმენი ივანიშვილი „მესამედ ფასს“ ეძახის. 7. ყოველივე შემოთქმულის საფუძველზე საზოგადოების ნაწილს უჩნდება გონივრული ეჭვი: „სააქციო საზოგადოებაზე“ საუბარი ფიქციაა, სინამედვილეში „სამოქალაქო საზოგადოებად“ წოდებულ მცირე ჯგუფს უნდა, ივანიშვილმა ტელევიზია აჩუქოს (სიმბოლურ ფასად გადაუფორმოს) და მერე თვითონვე შეინახოს, ოღონდ ამას ერქვას „სამოქალაქო საზოგადოების ტელევიზია“. თუ ეს ასეა, მაშინ ეს ამ კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკოს ივანიშვილზე მიყიდვას ნიშნავს, ოღონდ ისე, რომ ამას ბიძინა ივანიშვილზე მუშაობა არ ერქვას. თუ ეს ასე არ არის, მაშინ სამოქალაქო ბიზნესმენებმა უნდა გასცენ პასუხები ზემოთ ფორმულირებულ კითხვებს.
|