სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმპორტირებული კვერცხის გაზრდილ მაჩვენებელთან დაკავშირებით განმარტებას აკეტებს თბილისი 18:46 - 23.08.13 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა5 ზომა:
სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმპორტირებული კვერცხის გაზრდილ მაჩვენებელთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სასურსათო კვერცხის მოხმარება წელიწადში ნახევარ მილიარდზე მეტ ცალს შეადგენს.
„წინა ხელისუფლებას, კანონისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების სრული დარღვევით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების ზეწოლით და დაშინების აპრობირებული მეთოდის გამოყენებით სასურსათო კვერცხისთვის ჩაკეტილი ჰქონდათ საზღვარი. შესაბამისად, ქვეყანაში მხოლოდ საინკუბაციო კვერცხი შემოდიოდა.
ახალი ხელისუფლების შესაბამისმა სტრუქტურებმა კვერცხის იმპორტზე სრულიად უკანონო შეზღუდვა მოხსნა.
2013 წლის19 მაისს, მთავრობის სხდომაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გავიდა ცვლილება სამ სამთავრობო დადგენილებაში, კერძოდ #90-ში, #426-სა და #429-ში. აღნიშნული ცვლილება ძალაში 11 ივნისს შევიდა. გამკაცრდა ხარისხის კონტროლი მაღალი რისკის შემცველი პროდუქციის (მათ შორის კვერცხის) იმპორტზე; დადგინდა ამ პროდუქციის ტრანსპორტირების, შენახვის, იმპორტისა და ტრანზიტის წესები. ხოლო #90-ე დადგენილებით განისაზღვრა კვერცხის მარკირების ვალდებულება, რაც მოიცავს კვერცხზე მისი დადების თარიღისა და მწარმოებელი ქვეყნის დატანას, ასევე, განისაზღვრა კვერცხის ვარგისიანობის ვადა 30 დღით 0-დან 10 ცელსიუს გრადუსამდე პირობებში შენახვის დროს და 21 დღით ჩვეულებრივ პირობებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვერცხის ვარგისიანობის ვადის დადგენის წესი მხოლოდ 2012 წლის აპრილში განისაზღვრა"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე (დეკემბერი - ივნისი), როდესაც კვერცხის იმპორტზე უკანონო შეზღუდვა მოიხსნა, ხოლო ახალი რეგულაციები ჯერ კიდევ არ იყო შესული ძალაში, ქვეყანაში იმპორტი გაიზარდა და ბაზარზე შემოვიდა 13,000,000 ცალი კვერცხი, აქედან, დიდი ნაწილი სასურსათო. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მარტო თბილისის მოსახლეობა დღეში, დაახლოებით, 1 მლნ ცალ კვერცხს მოიხმარს, ხოლო დანარჩენი საქართველოსიც ამდენივეს, აღმოჩნდება, რომ საქართველოში იმპორტირებულია მხოლოდ 7-8 დღის მარაგი. ქვეყანაში კვერცხის იმპორტის 700%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც უკანონო შეზღუდვების გაუქმებამ გამოიწვია.
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების მიღების შემდეგ, იმპორტულ კვერცხს გაუჭირდება ადგილობრივ პროდუქტისთვის კონკურენციის გაწევა, რადგან მინიმუმ 10-14 დღეა საჭირო ტრანსპორტირებისთვის და, შესაბამისად, ბიზნესრისკები გაზრდილია. შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე იმპორტის ზრდის დიდმა მაჩვენებელმა ბოლო პერიოდში მკვეთრად დაიკლო, რაც კვერცხის ხარისხის მკაცრმა კონტროლმა განაპირობა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 9 თვის განმავლობაში ქსელიდან ამოიღო და გაანადგურა 700 ათას ცალზე მეტი ვადაგასული სასურსათო კვერცხი.
ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება ადგილობრივი პროდუქტის და, ამ შემთხვევაში, ქართული კვერცხისადმი გაცილებით ლოიალურია. შესაბამისად, მოსახლეობა ქართულ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. ივნისიდან ბაზარზე მარკირებული კვერცხის გაყიდვა მოსახლეობას არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს - შეიძინოს იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი"- აცხადებენ უწყებაში.
იმპორტირებულ კვერცხს რომ ქართული მარკირება გაუკეთდეს, აწყობთ ვაიბიზნესმენებს?
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...