#37728972 · 24 Aug 2013, 10:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (The13thFloor @ 24 Aug 2013, 04:41 ) | ბევრი დაუწერია მაკიაველს მარა დასკვნა ერთია რადგან ჩვენი სახელმწიფო ჯერ კიდევ სუსტია ქურდული სამყარო, ან სხვა ნებისმიერი ორგანიზებული დანაშაული უნდა გაიჭყლიტოს ტარაკანასავით რათა არ შეფერხდეს ქვეყნის განვითარება ზოგადად კრიმინალი ყოველთვის იარსებებს მაგრამ ის არ უნდა იყოს ორგანიზებული |
მსოფლიო ვითარდება ..... მათ შორის ვითარდება დანაშაულებრივი სამყარო --- ეს რეალობა არის .
დღევანდელი დანაშაული 99 % , მთელ მსოფლიოში ხაზს ვუსვამ --- ორგანიზებულ ჯგუფების მიერ ხდება . მინიმუმ ორი-სამი კაცი მაინც მონაწილეობს ამ ჯგუფებში .
ადინოჩკები მხოლოდ სპეციფიკურ დანაშაულს ჩადიან .
ამიტომ მოსპო ორგანიზებული დანაშაული , 21-ე საუკუნეში ნიშნავს საერთოდ მოსპო დანაშაული --- ეს ჯერ ვერავინ , ვერასდროს ვერ შეძლო დედამიწის ზურგზე --- ვერც ძლიერმა სახელმწიფომ და ვერც არა ძლიერმა .
---------------
რასაც შენ წერ ეს იყო ნაციონალების მთავარი ფიშკა , რომელმაც ისინი მიიყვანა ჩიხში .
ჯერ ძლიერი სახელმწიფო და მერე დემოკრატია . რატომღაც ყველას გონია , რომ დემოკრატიული სახელმწიფო სუსტი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია --- ნურას უკაცრავად , ტყუილია ეს . სუსტია ინგლისი და ამერიკა ? ან ფინეთი და ისრაელი ?
ვერასდროს აშენდება ძლიერი სახელმწიფო , თუ თავიდანვე ეს სახელმწიფო არ შენდება ფუნდამენტურ პრინციპებზე . ბოკერიას ხმამაღალი განაცხადი , ჯერ ძალისმიერი , არაკანონიერი გზებით , ავტორიტარული მეთოდებით ძლიერ სახელმწიფოს ავაშენებთ და მერე მივცემთ ხალხს დემოკრატიასო --- ძირშივე მცდარია .
ამიტომ თუ გვინდა ძლიერი სახელმწიფო --- დემოკრატიული ფასეულობები დამყარებული ადამიანის უფლებებზე ამ ასაშენებელი სახელმწიფოს ძირში უნდა იყოს .
არ დაგავიწყდეთ :
ძლიერ სახელმწიფოს ხალხის ხარჯზე --- სტალინი აშენებდა და ააშენა კიდევაც
მე კი მინდა , სახელმწიფო ხალხისთვის --- ეს არის დასავლეთი
--------------------
01.10.2012.
|