ქეიფიდან ტელერეპორტაჟი რა მაგარი პონტია...
ისე, არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანას ერთი კარგი სუფრული ტელევიზია, ვთქვათ, თამადა-TV?
რეპორტაჟები ქორწილებიდან, სიუჟეტები ახალ სადღეგრძელოებზე, როგორია? იქ კომენტარს გააკეთებს რომელიმე თამადა, როგორ გაუჩნდა რამე ახალი მეტაფორის იდეა და ეგრევე სადღეგრძელოში ჩადო. კარგი იქნება დოკუმენტური ფილმები - საუკეთესო სადღეგრძელოების ათეული, მოქმედი თამადების რეიტინგი, ლეგენდარული თამადები, მოგონებები სახელგანთქმულ მსმელებსა და სუფრებზე, საქართველოს კუთხეების სუფრების განსხვავებულობები, სადღეგრძელოების მიმდევრობის ცვლილებები ათწლეულების განმავლობაში...
აბა ამათ ეყოლებათ მაყურებელი, თუ ეყოლებათ

ფაქტობრივად, ბიზნესიდეა დავდე

გავკარი რათქვაძიძიგურმას, რათქვაღარიბშვილმას, მიშასბოდვას და თან ამის ყოველ დღე განმეორებას.
ჩემდა თავად ქართული ტელევიზიებისთვის კარგა ხანია დადებული მაქვს, მარტო განსაკუთრებულ შემთხვევებში ვუყურებ, იმასაც მინიმუმ ორ არხზე, რომ საერთო აზრი გამოვიტანო. ასეთ ტელევიზიას კი შეხედავდა კაცი ხანდახან.
ოღონდ კრეატიულად თუ გააკეთებენ, თორემ სუფრის წევრებს რომ ბუმბერაზებს დაუძახებენ და და ბანძ "ტრაფარეტულებს" გადაღეჭავენ, ისეთი მაგიდის რა ვთქვი.

კიდევ შეიძლება გაკეთდეს სუფრულ სიმღერებზე გადაცემები - ქართლ-კახური, გურული... ტელესამზარეულოები - ბუნებაში მწვადის შეწვის საუკეთესო 12-ნაირი წესი, პოპულარული რესტორნების მზარეულების ძლიერი და სუსტი მხარეების მიმოხილვა და რა ვიცი.
აუფ, დღეს უნდა ვიქეიფო, ამეშალა საღერღელი...
This post has been edited by Geronti on 21 Aug 2013, 16:29