#37718953 · 23 Aug 2013, 12:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ასეთი სააგიტაციოდ აგებული ლოგიკური ჯაჭვების პრინციპი არის ფოკუზის პონტში, თუ ფოკუზნიკმა მოახერხა და გამოგატოვინა მთავარი დასამალი ადგილი, მაშინ ფოკუზიც გამოდის და ფოკუზნიკიც კარგია. ყველა ასეთ ლოგიკურ ჯაჭვებში დაბოლების მთავარი ფოკუზი არის ჯაჭვის ერთერთ რგოლში რაღაცის დაშვება. თუ ფოკუზნიკმა მოახერხა და ეს დაშვება ჩააყლაპა მსმენელს, მაშინ ჯაჭვი ბოლომდე აიგება და მსმენელიც დაბოლდება.
ზემოთ მოყვანილ ვიდეოში მთავრი დაშვება, (რომელიც სინამდვილეში ტყულია და მთელი თეორია მაგ დაშვებაზეა აგებული) არის ის რომ ანდროპოვს უნდოდა კომპარტიის დაშლა და.... წავიდააა...., თუ ეს დაშვება მიიღე მთელ თეორიას დაიჯერებ.
არადა, ანდროპოვს კომპარტიის დაშლა კიარ უნდოდა, ანდროპოვი იყო პირველი საბჭოთა ლიდერი 50 წლის განმავლობაში რომელმაც ხმამაღლა (სინამდვილეში ხმადაბლა) თქვა(არა იმიტომ ხმადაბლა, რომ ეშინოდა, უბრალოდ პირველად მოხდა ამის ხმამაღლა განცხადება) რომ "ვდგევართ და არაფერი არ კეთდებაო". ვინც ეს შეისმინა და გაიგონა იმ დროს, შოკში ჩავარდა, იმიტომ რომ კომპარტიის ლიდერები ასეთ განცხადებებს არ აკეთებდნენ. ეს გავდა ბომბის აფეთქებას, თუმცა ყველამ ვერ შენიშნა ეს განცხადება რადგან მთავარი მმართველი "მექანიზმი" მომართული იყო კრიტიკის მიჩუმათებაზე.
...და ანდროპოვმა ძალიან უმნიშვნელოდ სცადა სიტუაციის შეცვლა "მოძრაობისკენ", ოღონდ ეს შეცვლა გამოიხატა კგბს როლის გაძლიერებაში და მეტის გაკეთება ვერ მოახერხა, მოკვდა მალე.
ანდროპოვის ეს განცხადება იყო პირველი და ყველა ვინც საბჭოთა კავშირს მისტირის, ამ მომენნტს აბრალებს დიდწილად კომპარტიის კრახს და სსრკ-ს დაშლის დასაწყისს.
ამ ტიპის თეორიაც ამა მოვლენაზეა აგებული, ოღონდ იმ დაშვებით რომ ანდროპოვს კომპარტიის დაშლა უნდოდა. მერე ამას მიბმნული აქვს აგიტაცია რომ, პუტინი არის ის პიროვნება, რომლიც შეიძლება მახინჯი ფორმებით (ეს გასაფორმებლად აქვს რომ ყველამ დაიჯეროს თეორია), მაგრამ ერთადერთი ვინც იბრძვის რუსეთის ერთიანობის შესანარჩუნებლად, თუნდაც ევროკავშირში და ნატოში შესასვლელად. და რომ სსრკ-ს აღდგენა რისკიანი, მაგრამ სასიკეთო გზა არის, რომელსაც პუტინი ცდილობს რომ გამუვიდეს. მთავარი ის არის, რომ სხვა გზა არ არისო, ასკვნის.
გამოაცალეთ ამ თეორიას ის მცდარი დაშვება რაც ზემოთ დავწერე ანდროპოვთან დაკავშირებით და დარჩება ბოდვა.
This post has been edited by picpic on 23 Aug 2013, 12:42
|