ზვიად სიჭინავა: დგება დრო, როცა უნდა წახვიდენაღდი, საქმის კაცი

- მსაჯობის თემა სულ აქტუალურია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის თუ თასის გათამაშების შეხვედრებში. საფეხბურთო სამყაროში ღიად ლაპარაკობენ, თუ რომელი კლუბის რომელი მესვეური "გადის" მსაჯებზე და ალბათ ეს ხმები ფედერაციის ყურამდეც აღწევს. როგორ აპირებთ ამ საკითხის მოგვარებას?
- ამ საკითხზე უეფასთან ურთიერთობას ლევან ფანიაშვილი გაუძღვება. უეფა გადაამზადებს ჩვენს მსაჯებს. იცით, რომ სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა ჯერაც ვაკანტურია და დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კომიტეტი უცხოელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს.
- ფედერაციის სხვა უახლოეს გეგმებზე რას გვეტყვით?
- ფეხბურთის ფედერაციას ამ დროისთვის გასტუმრებული აქვს ყველა ვალი, მისი აქტივი შეადგენს 107 მილიონ ლარს და მალე ის კიდევ უფრო გაიზრდება. იცით, რომ მიხეილს მესხის სახელობის სტადიონთან კიდევ ერთ მოედანს ვაკეთებთ ცალკე ინფრასტრუქტურით და გვინდა, ეს ახალი სტადიონი 20 ოქტომბრისთვის იყოს მზად, ანუ 19-წლამდელთა ნაკრების შესარჩევი ეტაპისთვის.
- ფედერაციის პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში აპირებთ მონაწილეობას?
- არა. სადაც კი მუშაობა დამიწყია, არ ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ ფეხი ფეხზე გადამედო და ყავა დამელია. ყველგან ანტიკრიზისული დირექტორი ვიყავი და დგება დრო, როცა ორგანიზაცია უკვე ძლიერია და უნდა წახვიდე.
პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე ერთი წელი მრჩება და მანამდე კიდევ ავაშენებ რაღაცას. 17 და 19-წლამდელებმა ითამაშეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და იმედია, ახლა ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრებიც მოხვდება იმავე სტადიაზე.
მოვიპოვეთ უეფას სუპერთასის მასპინძლობის უფლება და როცა უეფას პრეზიდენტი და აღმასკომის წევრები სუპერთასზე თბილისში ჩამოვლენ, მათ უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სხვა პრეზიდენტი მიიღებს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...-tsakhvide.html
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...