"ვახტანგ ჭაბუკიანის არატრადიციულ ორიენტაციაზე ბევრს საუბრობდნენ..."
"ვახტანგ ჭაბუკიანის არატრადიციულ ორიენტაციაზე ბევრს საუბრობდნენ..."
24-08-2013
პროფესიით ქიმიკოსი ავთანდილ დანელია რამდენიმე წლის წინ მოსკოვის კონსერვატორიამ "წლის, საუკუნის და ეპოქის საუკეთესო მსმენელის" წოდებით დააჯილდოვა... მას მხოლოდ "გედის ტბაში" 337-ჯერ ჰყავს ნანახი ლეგენდარული მაია პლისეცკაია, 500-ზე მეტჯერ - "ჟიზელი" ბალეტის მსოფლიო მეგავარსკვლავების შესრ ულებით, 87-ჯერ მოისმინა მაყვალა ქასრაშვილი პროკოფიევის ოპერაში "მოთა მაშე", 30 წელი უსმენდა სვიატოსლავ რიხტერს, დაესწრო ლა-სკალას 105 სპექტაკლს... ავთანდილ დანელიას მრავალწლიანი მეგო ბრობა აკავშირებდა მსოფლიოს უდიდეს ხელოვანებთან. მან ვარსკვლავთა ცხოვრების პიკან ტურ დეტალებზე გვიამბო.
- დღეს ბევრს საუბრობენ ცნობილი ადამიანების განსხვავებულ ორიე ნტაციაზე. საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე ბევრი რამ დაფარულია, ან ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული. მე ამ თემას სხვა გადმოსახედიდან ვუყურებ. თუკი დიდი ადამიანის ხელოვნებას რამეს შემატებს ეს შემთხვევითი კავშირები, მაშინ რასაკვირველია ყველაფერი მისაღებია, რადგან დიდ ხელოვანს პირადი იმპულსები სჭირდება.
- თქვენ რუსეთში "ოქროს კვეთაში" აღმოჩნდით. იმ პერიოდში მოღვაწეობდნენ უდიდესი ხელოვანები, რომელთა განსხვავებულ ორიენტაციაზე ბევრი თქმულა...
- ვახტანგ ჭაბუკიანი ხშირად ახსენებდა ნიკოლაი პეჩკოვსკის. ჭაბუკიანი პირველი მოცეკვავე იყო, პეჩკოვსკი კი მომღერლებში არავის უთმობდა პირველობას. პეჩკოვსკი არატრადიციული ორინტაციის იყო, ამის გამო ციხეშიც კი იჯდა... იმავე მიზეზით ციხეში იჯდა უდიდესი პიანისტი ნაუმშტარ კმანიც. არატრადიციული ორიენტაცი ის გამო ძალიან დიდხანს საზღვარგარეთ არ უშვებდნენ სვიატოსლავ რიხტერს... რაც შეეხება ვახტანგ ჭაბუკიანს, შესანიშნავად ვიცნობდი მის ერთადერთ მეუღლეს, გალინა კუზნეცოვას, რომელიც შემდეგ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, ვლადიმერ კანდელაკის მეუღლე გახდა. გალინა ამბობდა, მე და ვახტანგი მხოლოდ 8 თვე ვიყავით ცოლ-ქმარიო და ღიმილით დასძენდა, ერთმანეთს ვერ შევეწყვეთო... ჭაბუკიანი იმდენად ლამაზი იყო, როდესაც მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე ცეკვავდა, შეუძლებელი იყო ბინოკლის შოვნა. მის არატრადიციულ ორიენტაციაზე ბევრს საუბრობდნენ... თავად მიყვებოდა, პეტერბურგში სასტუმრო "ასტორიასთან" ულამაზესი მეზღვაური უნახავს... ჩვენ ერთად დავბრუნდით ნომერშიო... ჭაბუკიანს იმდენად ლამაზი სხეული ჰქონდა, ხალხი ოცნებოდა ხელით შეჰხებოდა. ის იყო ხელოვნების ღვთაება. მის ღვთიური სილამაზე სცენაზე ყველას ატყვევებდა, ქალი იყო თუ კაცი.... პეტერბურგის თეატრში იყო მოცეკვავე, გვარად კაპლანი. ჭაბუკიანზე და კაპლანზე მთელი პეტერბურგი ლაპარაკობდა...
ჩვენ ძალიან ახლობლები ვიყავით. არასოდეს მალავდა, რომ მეგობარი ჰყავდა ვიღაც აზერბაიჯანელი კაცი. არ მაინტერესებდა ამ თემაზე საუბრა, თორემ ვახტანგი ძალიან გულახდილი იყო...
- თქვენ ახლოს იცნობდით სვიატოსლავ რიხტერს. იგი უდიდესი პიანისტი და მხატვარი იყო. რამდენიმე თვის წინ მისი ნახატი 35 მილიონად გაიყიდა...
- რიხტერი ახალი აღთქმის ყველაზე დიდი მუსიკოსი იყო. ურწმუნო თომა ისეთი ვე მორწმუნე იყო, როგორც სხვა მოციქულები, მაგრამ თქვა, არ დავიჯე რებ იესოს დაბრუნებას, სანამ მის იარებს არ შევეხებიო... რიხტერი რომ როიალს მიუახლოვდებოდა, თითქოს იესოს ჭრილობებს ეხებოდა. ის როიალის ღმერთი იყო... რიხტერის განსხვავებული ორიენტაციის შესახებ ყველამ იცოდა. მისი მეუღლეც, უდიდესი მომღერალი ნინა დორლეაკი განსხვავებული ორიენტაციისა იყო, მაგრამ ისინი ერთმანეთს შესანიშნავად ეწყობოდნენ. ნინას რიხტერი იმდენად უყვარდა, მის გამო ვინმეს მოკვლაზეც არ დაიხევდა უკან. სულიერად იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. როდესაც რიხტერი კონცერტს მართავდა, მეუღლის ლოჟაში მეგობარი ლესბოსელი ქალბატონები ისხდნენ და ეს პრობლემას არ წარმოადგენდა...
- გამოდის, რუსეთის ყველაზე ელიტურ წრეში განსხვავებული ორიენტაცია ჩვეულებრივი მოვლენა იყო...
- ცნობილია, რომ რომანოვების დინასტიაშიც ბევრი იყო განსხვავებული ორიენტაციისა. მედიკოსებმა დაასკვნეს, რომ თუკი ადამიანს ბევრი ვაჟი ჰყავს, აუცილებლად ერთ-ერთი განსხვავებული ორიენტაციისაა... რამ დაღუპა პეტრე ჩაიკოვსკი? ცნობილია, თითქოს 53 წლისა იფექციური დაავადებით გარდაიცვალა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩაიკოვსკიმ შექმნა მეექვსე სიმფონია, რომელსაც თვითმკვლელობის სიმფონია ჰქვია. დაწერა ეს სიმფონია, უდირიჟორა და თავიც მოიკლა... იგი მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა ნიკოლოზ მეორის ნათესავს, გვარად რომანოვს. ერთ დღეს, როდესაც გაკვეთილზე მივიდა, მაგიდაზე დახვდა წერილი: თქვენ თავს მოიკლავთ, სამაგიეროდ თქვენი ხელოვნება გადარჩება... შემდეგ ჩაიკოვსკის შესახებ შესანიშნავი რომანი დაწერა მარიეტა შაგინიანმა, სადაც ეს აღწერილია, მაგრამ საბჭოთა პერიოდში წიგნი არ დაიბეჭდა... ჩაიკოვსკის ტყუპი ძმა ჰყავდა. ერთ-ერთი ბორჯომის გუბერნატორი იყო და კომპოზიტორი საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა. მან თავის ბრწყინვალე ბალეტში "მაკნატუნა" ქართული იავნანა გამოიყენა...
ამ გენიოსების ცხოვრებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამორჩეული ადამიანები ყველაფერში გამორჩეული არიან. უდიდესი დირიჟორი, ლეონიდ ბერსტაინი არ მალავდა განსხვავებული ორიენტაციისა რომ იყო. მასზე შეყვარებული იყო მარია კალასი, მაგრამ ბერსტაინი ეუბნებოდა, რომ მას ქალი არ აინტერესებდა... კალასი საოცრად განიცდიდა ბერსტაინი სცენიდან რომ გადიოდა და ლუკინო ვისკონტისთან ერთად სადღაც იკარგებოდა.
მარია კალასი 1970 წელს მოსკოვს ეწვია, ჩაიკოვსკის სახელობის რიგით მეოთხე კონკურსის ჟიურის წევრი იყო და მაშინ გავიცანი. არსებობს ბერძენი ავტორის, არიადნა სტასინოპოლუსის უიშვიათესი წიგნი, სადაც წერია: ცნობილი კორესპონდენტი ელზა მაქსველი, ლეგენდარული საოპერო მომღერლის, რენატა ტებალდის მეგობარი იყო. ორივე ლესბოსელები იყვნენ. ელზა მაქსველმა გააცნო მარია კალასს ონასისი, თუმცა მანამდე მაქსველს სურდა მარია კალასიც გარდაექმნა, მაგრამ ონასისს გაუმართლა და მას კალასი ქალწულად ჩაბარდაო...
- როგორც ვიცი, საქართველოში ყველა მკაცრად ასაიდუმლოებდა პირად ცხოვრებას...
- საქართველოში ეს თემა ყოველთვის დახურული იყო. ყველა დროში არსებობდნენ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, მით უმეტეს ხელოვანებში... ახლახან მაიაკოვსკის იუბილეზე გახლდით ბაღდათში. იქ ერთი კაცი გავიცანი, გვარად ანდრონიკაშვილი. ჰყვებოდა, როგორ იდგა ვაკის სასაფლაოსთან, სადაც პატარა ავტობუსებს მგზავრები წყნეთში აჰყავდა. გამოიარა "ვოლგამ", რომელშიც მომხიბვლელი მამაკაცი იჯდა და წყნეთში აყვანა შესთავაზა. ანდრონიკაშვილი იხსენებდა, გზაში ეს მამაკაცი ვახტანგ ჭაბუკიანად გამეცნოო. როცა ჩემს ერთ მეგობარს ეს ამბავი მოვუყევი, მითხრა, ფრთხილად იყავიო... მე ამ ყველაფერს შემოქმედებითად ვუყურებ. თუკი ეს სიყვარული ხელოვნებას უფრო ასხივოსნებს, მაშინ ყველაფერი მისაღებია. თუმცა ეს არ ნიშნავს მოსახლეობის პროპაგანდას, სულაც არ მინდა გადავგვარდეთ.
http://www.kvirispalitra.ge/public/18394-q...ubrobdnenq.html This post has been edited by Choncxis mzera on 24 Aug 2013, 22:46