kertis
დიფ ფარფლი არა, იან გილანი იყო ჩამოსული, 90 წელს
81 წლის დინამოს თასების მფლობელთა თასის აღება, 13 მაისის ზეიმი თბილისში და საქართველოში, კოტე მახარაძის ცნობილი ფრაზა, 87 წელი ვერდერთან თამაში
ვია-75 და ბესო კალანდაძის პოპულარობა
სოხუმი, გაგრა, ბიჭვინთა ..... აფხაზეთი
ანსამბლი "მზიური"
რუსული საბავშვო ფილმები საზაფხულო არდადეგების დროს (მაგ: ელექტრონიკის თავგადასავალი, სტუმრები მომავლიდან და ა.შ.)
თამაშები, წრეში ბურთი, 5 ან 7 ქვა და ა.შ.
"სტოპიატი" და ა.შ.

ყველა მუსიკის მელომანი აგროვებდა "პრაიგრივატელის" ფირფიტებს: ბითლზები, როლინგები, ელვის პრესლი, ელტონ ჯონი, ლედ ზეპელინი, პინკ ფლოიდები და ა.შ.
გამოდიოდა ფირფიტების სერია архив популярной музыки 12 ფირფიტა
ასევე კასეტები, Sony, TDK, BASF, დაა შ.
მრგვალი პურები და კასეტიანი პურის მანქანები

იტალიური ესტრადის პოპულარობა, ფესტივალები სოპოტი და სან-რემო
გადაცემა ნაშუადღევს, პუნქტუმ კონტრა პუნქტუმ
მაგნიტაფონში რამე სიმღერა რომ იყო, მივადებდით მაგნიტაფონს ტელევიზორს და ისე ვიწერდით.... სიჩუმე რომ ყოფილიყო, ხანდახან ვინმე გამოივლიდა რამეს იტყოდა, და მუსიკაში ხმა ისმოდა
ხანდახან შნურითაც ჩაწერა, უფრო ხარისხიანი
89ში ბლიცის გამარჯვება ბითლზების მიბაძვის ფესტივალზე
შავთეთრი ტელევიზორები გადამრტელებით და ფერადი კნოპკებით, 6 ან 8 არხიანი
უფ, რამდენს გაიხსენებს ადამიანი, ბოლოს ეროვნული მოძრაობა 88 და 89 წლები და ნელა ნელა ქვეყნის არევა