ცუდად არც მე მახსენდება ის წლები.
ნამდვილად მახსოვს, რომ დღეში 3 განცხადება, მომაკვდავი ბავშვების სამკურნალო თანხების შეგროვებაზე არ მხვდებოდა, არც ვალების გამო იკლავდა ხალხი თავს, არც სკოლაში წაუსვლელი რჩებოდა ვინმე უსახსრობის გამო. უამრავი სპორტული სექცია იყო და ათასი "წრეები" ბავშვებისათვის, უფასო. თუ ვინმეს შრომა უნდოდა შრომობდა. ჩვეულებრივ მუშებს, პროფკავშირების ხაზით, ბავშვებისათვის პიონერთა ბანაკების საგზურებს, ყოველგვარი ჩალიჩების გარეშე, უფასოდ აძლევდნენ, ექსკურსიებს აფინანსებდნენ საბჭოთა კავშირის მასშტაბით.
სსრკ-ში, მშორმელი ადამიანი, პროლეტარი (ახალ რომ შეგეციო უძახიან ამაყად "ინწელექტუალები") იყო სახელმწიფოს არსებობის მიზანი, ხოლო მას შემდეგ, რაც აქცენტები შეიცვალა და მთვარი სხვა რაღაცეები გახდა - სისტემაც გაიხრწნა და ბოლოს დაიშალა.
ჩემს მოგონებებში აუტანელ მარაზმად არ დარჩენილა 80-იანები, ხალხს რაღაც იდეების სჯეროდა, სჯეროდა პროგრესის, სჯეროდა რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნებოდა .... ხალხი უფრო ბენიერი იყო. ხო, დინანმომ, რომ კარლცეესის ანდერლეხტს მოუგო ეგეც მახსოვს

აი მაშინ რაც მთელმა საქართველომ გაიხარა, ნეტა თუ როდესმე ეღირსება კიდე?

რეალურად, სამდურავი იმ დროსთან არავის აქვს. ისინიც კი ვინც დღეს თავისუფლების მებაირახტრეებად გვევლინებიან და დიდის მონდომებით აგინებენ სსრკს, გვემეტიჩრებიან საკუთარი მიღწევებით "თავისუფალ" საქართველოში - ასეთივე წარმატებულები იქნებოდნენ საბჭოთა საქართველოშიც. არის უნარები და ა.ვ. "სერვისები", როლებიც ყოველთვის, ყველა რეჟიმისა წყობის პირობებში მაღალი მოთხოვნით სარგებლობს, მთავარია შეთავაზება იცოდე
This post has been edited by masai11 on 31 Aug 2013, 16:44