მომიწევს ამ თემის ამოწევა
არ ისვენებს ეს ჯეფრი სილვერმანი როგორც ჩანს
აჰაა
ახალი დეზა გამოაცხო
და აიტაცეთ ახლა
არ გადამივლია თვალი და ალბათ თემაც გახსენით უკვე ფორუმზე,,
http://www.exclusivenews.ge/?page=view&art...pes=og.commentsსაქართველოში მოღვაწე ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი ეროსი კიწმარიშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან მინიშნებებს აკეთებს. როგორც ჟურნალისტმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მას კიწმარიშვილის გარდაცვალების გაშუქება დაავალეს, მიაწოდეს ორი სახელი და გვარი – ოთარ ორჯონიკიძე და ლადო დათაშვილი, რომლებიც შესაძლოა, კიწმარიშვილის მკვლელობასთან იყვნენ დაკავშირებულნი.
„მას შემდეგ, რაც ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი, დაუყოვნებლივ დამიკავშირდნენ – საქართველოში სერიოზული მკვლელობა მოხდა და ჟურნალისტური გამოძიება დაიწყეო. მომაწოდეს მათი სახელები, ვინც შესაძლოა, ამ მკვლელობასთან იყოს დაკავშირებული. ესენი არიან: ოთარ ორჯონიკიძე და ლადო დათაშვილი. შემთხვევით არ დაინტერესდებოდნენ ამ პიროვნებების წარსულითა და საქმიანობით. ამჟამად განსაკუთრებულ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ჩემთვის ცნობილია, რომ ოთარ ორჯონიკიძე ვალერი ზუმბასთან ერთად არის ჩართული არაფორმალური დაჯგუფებების საქმიანობაში. ოთარ ორჯონიკიძის სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც ფიგურირებდა. მთავრობა შეიცვალა, მაგრამ რეალობა იგივეა. ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი ისევ ძველი მეთოდებით განაგრძობს ბინძური საქმეების კეთებას. ვიცით, რომ ამერიკას აღარ სურს ხელისუფლებაში სააკაშვილი, მეტიც – კმაყოფილია ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლით, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ სისტემა არ შეცვლილა და ახალაია-მერაბიშვილის კლანის მიერ სიტუაციის ასარევად საქართველოში მეტი ფული მოედინება და მაინც, ყველაზე საშიში პერსონა გიგა ბოკერიაა, რომელიც ამ პროცესებშია ჩართული და ფარულად მართავს სიტუაციას.
არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ჩემს უკან მდგომ ადამიანებს აქვთ ეჭვი, რომ ოთარ ორჯონიკიძე, ლადო დათაშვილი და გიგა ბოკერია უნდა იყვნენ დაკავშირებული ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობასთან. დღეს ამერიკის ყურადღება სირიისა და ერაყისკენ არის მიმართული, ამ სამხედრო პრობლემების მოგვარებისთვის კი, როგორც არასდროს, ისე სჭირდებათ საქართველოს ტერიტორია.
კიდევ ერთი დეტალიც: როდესაც კიწმარიშვილმა რუსთავის მერად კენჭისყრა გადაწყვიტა, გარიგებაში შევიდა არსებულ მაფიასთან, მან აიღო ფული არჩევნებისთვის, მაგრამ ეს ფული უკან არ დაუბრუნებია. გარდა ამისა, სააკაშვილის ირგვლივ მყოფი ადამიანები რევანშისთვის ემზადებიან და სექტემბრისთვის სამეგრელოში არეულობის პროვოცირებას გეგმავენ. ვფიქრობ, ეროსი კიწმარიშვილი ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რაც სამეგრელოში იგეგმება. არაფორმალური დაჯგუფება, რომელიც სააკაშვილის პერიოდში სამეგრელოში არსებობდა, ისევ არსებობს და ფინანსდება. დიახ, ეროსი კიწმარიშვილმა ეს ყველაფერი კარგად იცოდა და საშიში იყო ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა სილვერმანმა.
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare