"ლიბერალებში" თუ ყველა ერუდირებული, მომხიბლავი და უბადლო ინტელექტის გგონია, გრანდიოზულ შეცდომას უშვებ.
მე პირადად სულაც არ მაქვს აგრესია ლიბერალ, ტოლერანტ, გააზრებულად ათეისტ, შემწყნარებელ და საერთოდაც, მოაზროვნე ადამიანებთან, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი ჩამოყალიბებული შეხედულება, რომელიც მათთვის ფასეულია, გამყარებული მათთვისვე მისაღები (ჭეშმარიტი, ან მცდარი, მიუღებელი, თუნდაც სხვისთVის) არგუმენტებით.
ადამიანები, რომლებმაც იციან, თუ რატომ სწამთ რაიმესი, ან რატომ არ სწამთ. რომლებიც პატივს სცემენ სხვის აზრს/შეხედულებას და არ ატენიან საკუთარს ცხვირში.
შესაბამისად, იმ პროვოკატორ, უცოდინარ, უზრდელ, უტაქტო ჰომო საპიენსებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი უცოდინრობა, უზნეობა, ხეპრეობა, აღვირახსნილობა შეფუთონ "ლიბერალობით, დემოკრატიის პრინციპების ღაღადით" , თუ გნებავთ, ათეიზმით -როცა რელიგიას უპირისპირდებიან და ვერც კი განმარტავენ, რად არიან ათეისტები, ან რას ნიშნავს ათეიზმი საერთოდ...აი ვერ მივიჩნევ სრულფასოვან პიროვნებებად.
დაუმატე ამათ ის "გადანვითარებული" ხალხი, რომლებისთვსიაც მაინცდამაინც მართლმადიდებლობაა მჩაგვრელი რელიგია და არავითარ შემთხვევაში თუნდაც ფუნდამენტური ისლამი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა აგრესიით (გაეცნონ 2-3 წყაროს, არაა მაწყინარი), და ა.შ. და ა.შ.
ამასთან, აბსოლუტურად არაარგუმენტირებულია ეს სიძულვილი (გარდა-იი-ჯიპი ყავს, ის რანაირი ღმერთია, ეს რომ ემსახურება)...
ეს, მათ შესახებ აზრის ძალიან რბილად, ვორნის არასაკიდებლად გამოხატვა იყო