მე ხმა რა თქმა უნდა დავით აღმაშენებელს მივეცი .... მაგრამ მხოლოდ იმიტომ , რომ თითქმის ქუთაისელი არის
თუმცა , მე არ გავიყვანდი დავით აღმაშენებელს მხედართმთავრების ნომინაციაში --- ის უფრო სხვა კატეგორიის ნომინანტია . მე მას მაგალითად ქვეყნის ლიდერების , ქვეყნის მართველების ნომინაციაში გავიყვანდი --- სადაც პირველზე არ ვიცი , მაგრამ ღირსეულ ადგილს დაიკავებდა მის მიერ დადებული შედეგის მიხედვით .... იმის გათვალისწინებით რით დაიწყო , რა მეთოდებით , რა შედეგი დადო --- სერიოზულ ადგილს დაიკავებდა .
იგივე მოტივებით მაგ სიაში გაიუს იულიუს კეისარს არ შევიყვანდი ---- კეისარი უდიდესი , ჩემი აზრით საუკეთესოც კი იქნებოდა ნომინაციაში --- პოლიტიკოსი , ქვეყნის მართველი , ხელისუფალი ...რაც გინდათ დაარქვით
რაც შეეხება მაგ გამოკითხვას , ბევრი სასაცილო პიროვნება არის მაქ ..... მაგალითად ერვინ რომელი

ან ვიღაც ვიეტნამელი .....
მე მაგალითად მაგ სიაში გამოვყობდი ოთხ ადამიანს
ალექსანდრე მაკედონელი
ჰანიბალი
ჩინგიზ ყაენი
ნაპოლეონი
ამ სამიდან სრაზუ მოვტეხავდი ალექსანდრე მაკედონელს --- თუმცა შედეგის მიხედვით , ალბათ საუკეთესო იყო . აქ მე გავითვალისწინებდი რამოდენიმე ფაქტს :
1. მაკედონელს მემკვიდრეობათ ერგო მამისგან იმ დროის საუკეთესო არმია . გამოცდილი ბრძოლებში , თავისი ტაქტიკური ნოუ ჰაუთი , თავისი მხედართმთავრებით . ალექსანდრემ მხოლოდ ძალზე ჭკვიანურად გამოიყენა ეგ არმია
2. ალექსანდრე მაკედონელს რამე ახალი სამხედრო ხელოვნებაში არ შეუტანია . მისი მძიმე ფალანგა , რომელიც აშკარა უპირატესობას აძლევდა მაკედონელის არმიას , მამამისის დამუშავებული ტაქტიკური ხერხი იყო და არა ალექსანდრესი .
დაგვრჩა სამი კანდიდატი .....
ძალიან მაგარი ხალხი არიან ..... მაგრამ მათგან ორმა უსასტიკესი მარცხი განიცადეს , რამაც დაანგრია მათი იმპერიები და მათი პირადი სიკვდილიც კი გამოიწვია . ესე იგი მათ მოღვაწეობა კატასტროფით დაამთავრეს ..... ამიტომ მათ მეორე , მესამე ადგილზე გავიყვანდი , როგორც მხედარმთავრებს .
-------------- ჰანიბალი :
იყო დიდი სამხედრო რა თქმა უნდა .... მან პირველმა :
1. შემოიღო მათემატიკური გათვლა ჯარების უზრუნველყოფის .... რასაც ჩვენ ახლა ვუძახით ზურგის სამსახურს , ეს ჰანიბალის მოგონილი არის .
2. მან აიყვანა უმაღლეს დონეზე ტაქტიკური დაზვერვა , მან მოიგონა ეგრეთ წოდებული დაზვერვა ბრძოლით , როდესაც ლოკალური დარტყნებით ავლენდა მოწინაამღდეგის სუსტ ადგილებს გენერალური ბრძოლის წინ . მანამდე ეს ხერხი უცნობი იყო
3. მესამე და მთავარი ---- ჰანიბალი იყო ჰიტლერის გეგმა ,,ბარბაროსას,, ერთ -ერთი ,,ავტორი,, .

ჰანიბალის მოგონილი ტაქტიკა არის მოწინაამღდეგის მთავარი ძალების ფრონტალურ ბრძოლაში ჩათრევა და ამ დროს ფლანგური , შემოვლითი რეიდებით ( ჰანიბალი კავალერიით , ჰიტლერი ტანკებით ) მტრის ზურგში გასვლა , იქ შეერთება და მტრის ჯარის ქვაბში მოქცევა , მისი სრული განადგურებით ( ბრძოლა კანებთან ) .

ნახეთ რა გენიალურად განალაგა მან ჯარები .... შეწეული არის ცენტრში , ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა , რომაელებმა ეს უკან დახევად მიიჩნიეს და მთლად ჩაეფლნენ ფრონტალურ ბრძოლაში და გამოეპარათ ჰანიბალის ფლანგური , შემოვლითი მანევრი რამაც მათი სრული განადგურება გამოიწვია .
----------------- ნაპოლეონი :
იყო დიდი სამხედრო რა თქმა უნდა :
რა ვთქვა ნაპოლეონზე ..... ვიტყვი ერთს ---- მან შეცვალა საერთოდ სამხედრო კონცეფცია , საერთოდ ხედვა საბრძოლო ოპერაციებზე , უდიდესი სტრატეგი იყო .
ნაპოლეონამდე სამხედრო მოქმედებების მიზანი იყო მტრის დაღლა , მისი გამოფიტვა პოზიციური ბრძოლებით ---- ნაპოლეონმა ეს მთლიანად შეცვალა , ამიერიდან მხოლოდ შეტევა , მტრის უმოკლეს დროში განადგურება იყო სამხედრო ხელოვნების ეტალონი ....
ნაპლეონის ხელწერა იყო , დაუმთავრებელი მანევრირება , მარშები და ულმობელი დარტყმა იქ სადაც მას მტერი არ ელოდებოდა .... არავითარი პოზიციური ბრძოლა მთელ ფრონტზე ( როგორც ნაპოლეონამდე იყო ) , არამედ ძალების კონცენტრირება ( სწრაფი გადაადგილების მეშვეობით ) ერთ წერტილში , იქ შექმნა რიცხობრივი კრიტიკული უპირატესობის და მტრის განადგურება .
ნაპოლეონის ეს ტაქტიკური მოგონება , ახლაც აბსოლუტურად გამოყენებადია და იყენებენ კიდევაც მსოფლიოს მოწინავე სამხედრო არმიები . ნაპოლეონმა შეცვალა ზოგადათ ხედვა სამხედრო ხელოვნებაზე . სტრატეგიული ხედვა შეცვალა , თორემ ტაქტიკური იმდენი ნოუ ჰაუ ქონდა აქ ვერც ჩამოვთვლი .
და ჩემი ფავორიტი ----- ჩინგიზ ყაენი ....... მან შექმნა არაფრისგან მისი სახელმწიფო , მან შექმნა არაფრისგან მისი არმია , მან შექმნა არაფრისგან , მისი არმიისთვის ყველაზე კომფორტული სამხედრო სტრატეგია , მან შეცვალა მსოფლიო თავისი არმიით და შექმნა ახალი მსოფლიო .... მისი ჩინგიზ ყაენის მსოფლიო ....-------- და ეს ყველაფერი მხოლოდ მისი როგორც მხედართმთავრის ნიჭის წყალობით ....
შეგნებულად არ ვწერ ბევრს ჩინგიზ ყაენზე ---- ვინმე თუ არ მეთანხმება დეტალებში ვისაუბროთ მის სამხედრო ნიჭზე
-------------------------------
ასე , რომ მე ხმა კი მივეცი დავით აღმაშენებელს , მაგრამ ისტორიული სამართლიანობიდან გამომდინარე დიდი მონღოლი უნდა იყოს გამარჯვებული .
This post has been edited by მაკიაველი on 1 Sep 2013, 16:16
01.10.2012.