" წავიდა საბრძოლველად დავით მეფე თურქთა ჯარის წინააღმდეგ 40 000 ძლიერი და მამაცი ვაჟკაცით და ომში ნაცადი მეომრით. ჰყავდა აგრეთვე ხიფჩახთა (ყივჩაღთა) მეფისგან 15 000 მამაცი რჩეული კაცი, ალანთა ტომისგან 500 კაცი, ხოლო ფრანგი-100"
" იმ დღეს იქნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აღივსენ გვამებით მდინარენი და მთათა ხევები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნენ თურქთა გვამებით"
`... მან თავისი უფლებამოსილებით და სიამაყით ბრძანა
შეკრებილიყო მისი დიდი ჯარი ყოველი თურქთა ტომიდან,
დაწყებული ბერძენთა ქვეყნიდან, ვიდრე აღმოსავლეთამდე _
მთელი კარმიანის [ჩათვლით].
მისი ჯარები, რიცხვით 150.000 გახდა...
შემდეგ იხმო თავისთან არაბთა მეფე, რომელსაც ერქვა საღა ტუჰაისის ძე.
ის წავიდა მასთან 10.000-ანი [ჯარით]...
ამავე დროს გავიდა განძაკის სულთანი მელიქი 400.000 მამაცი ცხენოსნით...~
მათე ურჰაეცი
"მუსლიმთა ჯარების წინა რაზმები აირიფნენ, უკან მდგომ რაზმებს ეგონათ, დავმარცხდითო და გაიქცნენ. თავდავიწყებით გარბოდნენ მუსლიმები და ისე ეჩქარებოდათ განსაცდელიდან თავის დაღწევა, რომ ერთმანეთზე გადადიოდნენ და ბევრიც დაიხოცა"
იბნ ალ- ასირი
დიდგორის ბრძოლასთან დაკავშირებული ცნობები დაცულია, როგორც _ ქართულ, ასევე სომხურ,
ფრანგულ და არაბულ-სპარსულ ისტორიულ წყაროებში. ესენია:
_ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი (XII ს. I მესამედი), `ცხოვრება მეფეთ-მეფე დავითისი~;
_ მათე ურჰაელი (XII ს. I მესამედი), `ჟამთააღმწერლობა~;
_ იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკი (XII ს. შუაწლები), `მაიაფარიკინის ისტორია~;
_ გოტიე კანცლერი (XIII ს. I მესამედი), `ანტიოქიის ომები~;
_ იბნ ალ-ასირი (XIII ს. I მესამედი), `თარიხ ალ ქამილ~;
_ სიბთ იბნ ალ-ჯაუზი (XIII ს. I ნახევარი), `ეპოქის სარკე გამოჩენილ პირთა ისტორიის მიხედვით~;
_ ქემალ ად-დინი (1192-1262 წ.წ.), `ალეპოს ისტორია~.
პ.ს დროის მანქანას რომ გამოვიგონებ დაგირეკავ