თემა გაუგრძელებია პრესას:
რა ხდება იაშვილის კლინიკაში?! (მეორე სერია)
"იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბედი კვლავ გაურკვეველია. ექიმები ამბობენ, რომ თურქი ეროვნების ახალი მფლობელი თეკინ ატეკი კლინიკაში ხმაურიანი აქციების შემდეგ აღარ გამოჩენილა. ამავე დროს, ინციდენტის შესახებ, რომელიც მფლობელსა და ექიმებს შორის მოხდა, ძიება დაწყებულია. ექიმები დაიკითხნენ, თუმცა ამის მეტი მათ არაფერი იციან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით თურქი ინვესტორი "იაშვილში" აქციების მერე არ გამოჩენილა / ინციდენტზე გამოძიება მიდის, თუმცა ზოგიერთი ექიმი ამბობს, რომ სკანდალი ხელოვნურადაა გაბუქებული.
"რამდენადაც ვიცი, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. ახალი მფლობელი კლინიკაში აღარ გამოჩენილა. რა ხდება და რა ელის კლინიკას, არ ვიცით. პოლიციაში იმ ფაქტთან დაკავშირებით დამკითხეს. მას შემდეგ კი აღარც შემომხმიანებიან და აღარც დამატებით უკითხავთ რამე. არც ის ვიცი, მფლობელი დაკითხეს თუ არა. ერთი კვირა დაველოდები და მერე მოვიკითხავ, რა ხდება. მოვიფიქრებთ, რას ვიზამთ. კოლექტივი ისევ იმ აზრზეა, რომ ახალ მფლობელს კლინიკაში აღარ შემოვუშვებთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექიმი მარინა ფირცხალავა.
"რა გადაწყდა კლინიკასთან დაკავშირებით, არც ყოფილმა მეპატრონემ გია ნაცვლიშვილმა იცის: "მას მერე ახალი არაფრია. იმ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით ძიება დაიწყო. ექიმები დაიკითხნენ და ალბათ, რამე დასკვნას გამოიტანენ. არც ის ვიცი, გამოჩნდა თუ არა ახალი მფლობელი კლინიკაში იმ აქციის მერე". ამბობს გია ნაცვლიშვილი. ინკოგნიტო ექიმის აზრით კი ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ მიმდინარეობს ბრძოლა, ვის ხელში დარჩება საავადმყოფო", - აღნიშნავს გამოცემა.
"ბოლო დღეებში ბევრი რამ დაიწერა და მათი უმეტესობა აბსოლუტური ტყუილი იყო. ათასგვარი რამ თქვეს - თითქოს თურქი ინვესტორი ხატებს ებრძოდეს, კარებს ამტვრევდეს, დიდი თურქობაო და რა აღარ დაწერეს. ეს ყველაფერი სისულელეა, უბრალოდ მეცინება. ერთადერთი ინციდენტი მოხდა და ეს მხოლოდ ორ ექიმს შეეხო - კომპიუტერს დაარტყა მუშტი, არც შუშა ჩაუმტვრევია და არც კარი შეუნგრევია. რაც შეეხება ხატებს - ყველა სართულზე არის კუთხე, სადაც ხატებია გაკრული. სანთლებს კედლებზე ანთებენ და ა.შ. ამ ხატების გვერდით ხალხი სიგარეტს ეწევა. ახალმა მფლობელმა ამის სანაცვლოდ გამოთქვა ინიციატივა, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამლოცველო აშენდეს, სადაც ხალხს ლოცვის საშუალება ექნება - რა არის ამაში ცუდი? არც თურქულის სწავლა დაუძალებია ვინმეს ჩვენთვის. იქნებ თავად ესწავლა ქართული რომ დასცლოდა. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამბობენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინკოგნიტო ექიმი.
"საავადმყოფის უამრავი პრობლემა აქვს და ჯობს ყურადღება ამაზე გამახვილდეს. მე ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტში ვმუშაობ და
ყოველდღე რამდენიმე ახალშობილი იღუპება იმის გამო, რომ არც ერთ საავადმყოფოში ახალშობილთა სუნთქვის აპარატი არ არის... პრობლემა ისაა, რომ მოწამლული 15 წლის გოგო იაშვილში ვერ წვებოდა იმის გამო, რომ რეანიმაციაში ადგილები არ იყო. არადა, ტოქსიკოლოგიის განყოფილება მხოლოდ იაშვილშია. მძიმე პაციენტი რომ მოდის, ვაჭრობა იწყება - მიიღონ თუ არა და ვინ გაიყვანონ რეანიმაციიდან ახლის მისაღებად, რადგან ადგილები არ არის, აპარატურა არ არის. ჯობს, ამაზე ვილაპარაკოთ და არა თურქებზე", - დასძენს ინკოგნიტო ექიმი.
"გასულ კვირას იაშვილის კლინიკაში არეულობა იყო. ექიმების პროტესტის მიზეზი საავადმყოფოს ახალი მფლობელი გახდა. მათი განცხადებით, თურქი მეპატრონე თექინ ატიკი იაშვილის, ციციშვილისა და "ახალი სიცოცხლის" თანამშრომლებს სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყოფს, პაციენტებს დისკომფორტს უქმნის, საავადმყოფოში კი ხატებს კრძალავს. რეანიმატოლოგმა მარინა ფირცხალავამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო თექინ ატიკს პოლიციაში უჩივლა. მომხდარს ჯანდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა, მინისტრი დავით სერგიენკო პირადად შეხვდა თურქული კომპანია "უნივერსალ გრუპის" ხელმძღვანელ თექინ ატიკს და დატუქსა. მინისტრის თქმით, კლინიკა ძველმა მეპატრონეებმა ყველასგან დაუკითხავად გაყიდეს", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით თექინ ატიკი: "ხატები რომ დავინახე, გამიკვირდა".
"ჩვენი კომპანია აღმოსავლეთის ქვეყნებში, ევროპასა და აფრიკაში ფლობს საავადმყოფოებს. შევიტყვეთ, რომ საქართველოშიც იყიდებოდა კლინიკები და უძრავი ქონების აგენტის მეშვეობით დავუკავშირდით "ავანტე ჯგუფის" წარმომადგენლებს - ზაზა კაპანაძესა და გია ნაცვლიშვილს. ეს კლინიკები ყველა კანონის დაცვით შევიძინეთ, ვიყავით ჯანდაცვის სამინისტროში, დავით სერგიენკო რომ ამბობს, დაუკითხავად გაიყიდა კლინიკებიო, ასე ნამდვილად არ ყოფილა. ზუსტად არ მახსოვს, ვის შევხვდით ჯანდაცვის სამინისტროში, მაგრამ საბუთებში ყველაფერი წერია. უკანონოდ არაფერი შემიძენია და თუ მინისტრი სერგიენკო აღმოაჩენს კანონდარღვევას, წავალთ საქართველოდან. გაფორმებულია გრძელვადიანი კონტრაქტი, წინასწარ შედგა თანამშრომლობის მემორანდუმიც, თანხა კი ხელმისაწვდომი არ არის, გაყინულია ანგარიში, რადგან ვამოწმებთ, რა ქონება გადმოგვცა ძველმა მფლობელმა. თუ დაგვაკლდება სამედიცინო აპარატურა, რომელიც საბუთების მიხედვით ჩვენ გვეკუთვნის, მის ღირებულებას გამოვაკლებთ გადახდილ თანხას, ანუ 20 მილიონს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თექინ ატიკი.
"არაფხიზელ მდგომარეობაში ერთხელაც არ მივსულვარ კლინიკაში. რაც შეეხება ღამის ე.წ. შემოვლებს, თურქეთში ასეთი წესი გვაქვს, რადგან ამ დროს შეგიძლია ყველაზე კარგად გაიგო, რა მდგომარეობაა კლინიკაში. მე ვარ თურქული მხარის წარმომადგენელი და შესაბამისად, მაქვს უფლება, ვიცოდე, რა ხდება კლინიკაში. ალაჰი მაღალია, მან იცის, რა არის სიმართლე და რა არა. ერთ-ერთი შემოწმებისას საავადმყოფოში შემხვდა გორელი ბიჭუნას მშობელი, მითხრა, სამი დღეა ჩემი შვილი აქ წევს და ტომოგრაფიის დისკს არ ამოწმებენ ექიმებიო. სხვათა შორის, ის დისკი დღემდე არ უნახავთ იაშვილის კლინიკის ექიმებს. ამაზე გავგიჟდი და მოვითხოვე დისკის შემოწმება, მითხრეს, კომპიუტერი არ მუშაობსო. არც არაფერი დამიმტვრევია და არც რეანიმაციაში შევვარდნილვარ - რას ეძახიან ეგენი რეანიმაციაში შევარდნასა და სათვალის თავზე გადამტვრევას? აღელვებული ვიყავი, კომპიუტერის მონიტორი ავიღე და ისევ დავდე მაგიდაზე. თან ხმამაღლა გამოვთქვამდი უკმაყოფილებას", - განმარტავს რესპონდენტი.
"მარინა ფირცხალავამ პოლიციაში მიჩივლა, თავდაპირველ ჩვენებაში დაწერა, თითქოს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენე, რამდენიმე დღის წინ კი ჩვენება შეცვალა და წერს, მხოლოდ სიტყვიერად შეურაცხმყოო. იქვე განმარტავს, რომ თურქული არ იცის და ჩემი ხმამაღალი ლაპარაკი შეურაცხყოფად მიიღო. რატომ შეცვალა ამ ქალმა ჩვენება, თუ ის, რასაც ამბობენ, სიმართლეა? რაც შეეხება "სექსის შეთავაზებას", თუ სინდისი უფლებას მოგცემთ, თავადაც შეგიძლიათ, აქედან რომ გახვალთ, იგივე დამაბრალოთ", - დასძენს თექინ ატიკი და შეკითხვას - "ხატების აკრძალვის გადაწყვეტილება ვინ მიიღო თურქეთში?" - პასუხობს:
"მე არ მითქვამს, რომ ხატების აკრძალვის გადაწყვეტილება თურქეთში მიიღეს, ეს არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. ისლამში ცნება "ხატი" არ არსებობს. პირველად ციციშვილის კლინიკის ხელმძღვანელ დავით რეხვიაშვილის კაბინეტში რომ ვნახე კედელზე ხატები და გამიკვირდა, დათომ ამიხსნა, როგორც თქვენ გყავთ ათა თურქი, ისეა ჩვენთვის წმინდანებიო. ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ აგორდა, ძველი მმართველობის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. ჩვენ შევისწავლეთ იაშვილის კლინიკის ფინანსური მხარე და აღმოჩნდა, რომ იქაურობა ფულის კეთების ბუდეა. დავიბარეთ კონკრეტული ადამიანი და ვკითხეთ, სად მიდიოდა ეს თანხა. ალბათ, იფიქრეს, ამათგან ვერაფერს მივიღებთო და დაგეგმეს ეს პროვოკაცია. საავადმყოფო ვისგანაც შევიძინეთ, მანაც იგივე გვითხრა, იმის გაკონტროლება, საით მიედინებოდა თანხები, ჩემთვის შეუძლებელი იყოო, ამიტომაც გაყიდეს".
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...0-11092013.htmlსაინტერესოა, რომ სუნთქვის აპარატების არქონის გამო ჩვილების დაღუპვაზე 2010-ში იყო სტატია:
"სუნთქვის აპარატისა და კუვეზის არქონის გამო უამრავი ბავშვი იღუპება"
http://www.kvirispalitra.ge/medicina/2452-...-ighupebaq.htmlოღონდ აქ ღუდუშაურის კლინიკაზე იყო საუბარი.
ცხადია, ამას გამოხმაურება მოჰყვა და მომდევნო სტატიაში იაშვილიც ახსენეს:
გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს! ანუ ჯერ აპარატურის გამოყენება ვისწავლოთ...
http://www.kvirispalitra.ge/medicina/2545-...istsavloth.htmlზურაბ უტიაშვილი (შრომის, სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი): - 2009 წელს ჩვილებისთვის ქვეყანაში ხელოვნური სუნთქვის მართვის 20 აპარატი შემოვიტანეთ და განვათავსეთ ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ძირითადად იღებს მძიმე ჩვილებს. სხვათა შორის, შევხვდით კლინიკების ხელმძღვანელებს. ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელმა სულ ორი ერთეული ხელოვნური სუნთქვის მართვის აპარატი მოითხოვა, ათი აპარატი მოეთხოვათ, ამდენივეს მივცემდით. ასევე ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფომ მოითხოვა ორი აპარატი და მათი მოთხოვნაც დავაკმაყოფილეთ.
ადრე იაშვილის სახელობის კლინიკას 15 აპარატი გადავეცით, ახლა იქ ასეთი 17 აპარატი დგას.მაგრამ მარტო აპარატის ქონა-არქონაში არ არის საქმე. მარტივად რომ ვთქვათ, ხომ უნდა იყოს კლინიკაში შესაბამისი პერსონალი, რომელიც ამ აპარატებს მოემსახურება.
ხვალ რომ იაშვილის კლინიკას კიდევ 10 აპარატი გადავცეთ, ფიზიკურად ვერ განათავსებენ... ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელობამ პირდაპირ გვითხრა, - ორ აპარატზე მეტი რომ მოგვცეთ, ვერ დავდგამთო.
ანუ რა გამოდის, აპარატები არის და ვერ იყენებენ?
This post has been edited by Geronti on 11 Sep 2013, 14:28