წინა პოსტში დავწერე,რაც საამაყოა.....
სახალისოა
თუნდაც ეს,ერთმა ჩემმა მეგობარმა გერმანელმა,რომელიც არა ერთხელ ყოფილა საქართველოში....
ერთხელ,თბილისის ქუჩიდან აიყვანა პატარა ფისო..........და დაარქვა ძუკუ.
თავისი 5 კატიდან ძუკუ უყვარდა გამორჩეულად.......რატო,ნეტა?!
მეორე,ისიც გერმანელი, დაჯდა შიო მღვიმის მონასტერის წინ-"აქედან ფეხს არ მოვიცვლი,აქ უნდა დავრჩეო!",სანამ არ ვუთხარით,რომ ეს პატრიარქის გადასაწყვეტია,არ ადგა.
მესამე,ამერიკელი,დილით ადრე,კიბის საფეხურზე ჩამოჯდებოდა და მზის ამოსვლას უყურებდა-ასეთი ლამაზი მზის ამოსვლა არსად მინახიაო.(მართლაც ლამაზი ხედია ჩვენი სახლიდან-2 მდინარის შესართავი,გარშემო მთებით).
ამდენი წელია შუა ევროპაში ვარ,ჩემთვის არავის უთქვია ციგანი ხარო,ცუდად არავის შემოუხედია,იმის გამო,რომ მე ქართველი ვარ.....არიან კიი "ციგანი/ქართველები",გამიგია....შეხვედრით კი, არსად შემხვედრიან,თორე აუცილებლად ყურებს ავუწევდი.
...სხვა განზომილებაში მოძრაობენ ალბათ.
და სულაც არ ვაპირებ მათ გამო მოვიძულო ჩემი ქვეყანა.
მოკლედ,რისი თქმა მინდა
ვკონცენტრირდეთ კარგზე.......ცუდი - ადამიანური სენია და არა ეროვნული,უდაოდ გამოსასწორებელი/გამოსწორებადია.
პიროვნების,კულტურის დეგრადაცია/რეგრესია ყოველთვის თან სდევს ქვეყნის,საზოგადოების არასწორი მიმართულებით განვითარებას.
ჰოო და რატომ წავიდა არასწორი მიმართულებით?!
ეს არის საფუძვლიანად გამოსაკვლევი და მისახედი...უკომპრომისოდ!
მაგრამ,ვის სცალია ამისთვის....აღარ დამთავრდა ამ ქვეყანაში არჩევნები....პოლიტ/სპექტაკლები!