ისევ სულსწრაფობა

გადასცეს კი არა, მე და ზოგიერთებს რომ ლამის დუჟი მოგვადგა ლაპარაკში, პირველ რიგში კოსოვოს სანაცვლოდ ქნა რუსეთმა აქ ეგ საქმე-მეთქი და ანათემას გადაგვცეს, როგორ თუ ჩვენ არ დაგვიწყია ომი და და როგორ თუ ამერიკა არ გვაქეზებდაო და ამნაირები - სწორედ ეგ დაადასტურა ბასესკუმ, რომ კოსოვოს გამო შური რუსეთმა საქართველოში იძია. კი არ გადაგვცეს, რუსეთმა შეარჩია, სად უფრო დაუსჯელი დარჩებოდა მისი დარტყმა და ასე იძია შური დასავლეთზე. ჩვენ კი დაგვხოცა, მაგრამ ისინი დაამცირა - ევროპაც, ნატოც, ამერიკაც. იმიტომაც უკიოდა კონდოლიზა სააკაშვილს, არ გაეკარო რუსებსო რომ კარგად იცოდა - თუ ომის მანქანა ამოიქოქებოდა, დასავლეთი ვერ ჩაერეოდა, ჩვენ კი გაგვჭეჭყავდნენ და დასავლეთი დარჩებოდა თავლაფდასხმული. და ასეც მოხდა.
სწორედ ამას ადასტურებს ბასესკუ და ახლა ამ ქოთნისთვის კიდევ ახალი ყურის გამობმა, რომ თურმე გადაგვცეს, სულ ცოტა, სულსწრაფობაა

ბასესკუმ, ფაქტობრივად, ის დაადასტურა, რასაც ერთი ნაწილი უშედეგოდ ვუმტკიცებდით მეორე ნაწილს. განსაკუთრებით კი ამის გაგონება რუსებს არ უნდოდათ თავის საიტებზე.