#37867002 · 3 Sep 2013, 23:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კვარკვარე
QUOTE | 1. დენი გაიაფდა 20%-ით |
სადა კაცო?? რომელ ქვეყანაში??
QUOTE | 2. გაზი გაიაფდა 10%-ით |
იგივე კითხვა
QUOTE | 3. დენი და ნაგავი გაიმიჯნა |
+1 ეს მართალია, თუმცა მარტიდან თუ აპრილიდან ესეც გაგვიძვირეს მარა მიბმულს მაინც სჯობია.
QUOTE | 5. იაფი კრედიტების გაცემა და საწარმოების მშენებლობა მიმდინარეობს |
სადა კაცო? რომელ ქვეყანაში?
QUOTE | 4. სასოფლო -სამეურნეო მიწები დამუშავდა |
ისედაც მუშავდებოდა. ვისაც არ უნდოდა დამუშავება, არც წელს დაუმუშავებია, იმის მაგივრად სასოფლო სამეურნეო იარაღები შეიძინა თითქმის გაორმაგებულ ფასში.. მაგალითად მამაჩემმა 50 ლარიანი ბარგალკა გამოიტანა 85 ლარად(ვაუჩერით).
QUOTE | 6. რუსეთის ბაზარი გაიხსნა -უკვე შევიდა ბორჯომი და ღვინის 9 კომპანია |
იქიდან პირველი "ყვარლის გვირაბი" იყო რომელიც ბიძინას საკუთრებაა უკვე 10 წელზე მეტი იქნება(არჩევნებამდე გადაუფორმა საკუთარ ძმას), მეორე კომპანია პირადად პუტინის ექიმის საკუთრებააო ამბობენ, ზოგი პუტინსაც ამბობენ, შეგიძლიათ ადგილზე გადაამოწმოთ ბეზ პრაბლემ, ანუ ადგილობრივებს ჰკითხოთ რომელი კომპანია ვის ეკუთვნის.
QUOTE | 7. საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდა - როგორც გადაუდებელი, ისე გეგმიური |
გადაუდებელი ზღაპარია, სხვა შეიძლება დააბოლოთ და მე ვერა ქალბატონო, საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი მაგათი "გადაუდებელი" პლიუს მაგას.. შარშან საჯარო მოსამსახურეებს თუ 100% დაფინანსება ჰქონდათ, წელს 70% გაუხდათ. ჩემს 1 წლის ბავშვს დაზღვევა შუჩერდა გაურკვეველი ვადით და ეხლა ყოველ ვიზიტზე 15 ლარს ვიხდი, გააჩნია რამდენ ექიმთან მოგიწევს ვიზიტი, შესაბამისად იმდენი 15 ლარი.
QUOTE | 8. ბაღი გახდა უფასო (სექტემბრიდან) |
პრობლემებია, ბევრმა ვერ მოახერხა სიაში მოხვედრა.
QUOTE | 9. 17 ფაკულტეტი გახდა უფასო( ახალი სასწავლო წლიდან) |
ამაზე ვერაფერს გეტყვი, არ ვარ საქმის კურსში.
QUOTE | 10. სკოლის წიგნები გახდა უფასო(ახალი სასწავლო წლიდან) |
მოდი ჯერ დაიწყოს სასწავლო წელი. კი გახდა უფასო მარა სამაგიეროდ იმდენი ჯარიმები დაწესდა, მშობლებს ერჩივნათ ეყიდათ, ჩვენი გამომცემლობების შემყურე, რა იცი რა ხარისხის წიგნები დარიგდება?
QUOTE | 11. სოფლის 320 სკოლას დაენიშნა ავტობუსი |
ეს არვიცი რომელი სოფლის სკოლებს მარა ჩვენთან მინიმუმ 6-7 წელია რაც დადის ეს სკოლის ავტობუსი.
QUOTE | 12. ბიზნესი გათავისუფლდა |
არვიცი არ ვარ ბიზნესმენი.
QUOTE | 13. ახალი შრომის კოდექსი იქნა მიღებული |
არ წამიკითხავს არც ძველი, არც ახალი, ამიტომ ვერაფერს ვერ გიპასუხებ..
QUOTE | 14. მედია გახდა თავისუფალი....15 ადგილით დაწინაურდა მსოფლიო რეიტინგში... |
სრული სისულელეა, მედია ასე დამოკიდებული არც ედიკას დროს ყოფილა და არც მიშას დროს.
QUOTE | 15. პარლამენტი გახდა ბევრად დამოუკიდებელი |
ვერ დაგეთანხმები :დ თუმცა დავა ღირს.
QUOTE | 16. პედაგოგების ხელფასი გაიზარდა 70-80ლარით |
კი, აბსურდული და პროფესიასთან შორს მდგომი(უაზრო და არა საჭირო კითხვები)ტესტების ხარჯზე, რის გამოც ბევრი მასწავლებელი დარჩა სამსახურის გარეშე, იმათ ხარჯზე კი გაიზრდებოდა ხელფასები  QUOTE | 17. პენსიები და სოცდახმარებები გაიზარდა |
კი ბატონო, ეგეც სოციალურად დაუცველთა დახმარებების მოხსნის ხარჯზე. პლიუს ყველაფერი ძვირდება, საშუალო ზომის კარტოფილი 80 თეთრად ვიყიდე გუშინ ბაზარში, სიგარეტიც გაძვირდა..
QUOTE | სამხედრო პირების ანაზღაურება გაიზარდა... |
კი, სამაგიეროდ ოფიცრებს დააკლდათ, პლიუს კვების განახევრების ხარჯზე(ყველგან არა მარა უმეტესგან).
QUOTE | გარდაცვლილების ოჯახებს ეძლევათ 100 ათასიანი ლარი კომპენსაციის სახით.... |
ეს რაღსც ახალია.. ეს არ ვიცოდი.. დარწმუნებული ხარ რომ 100 ათასი?
This post has been edited by silver_ranger on 3 Sep 2013, 23:48
--------------------
თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისათვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული? - "თუ მოსახლეობა ირჩევს მექრთამე,უვიც,გამპრავებელ და არაფრისმაქნის ხელისუფლებას,ის მსხვერპლი არ არის,დანაშაულის თანამონაწილეა" ჯორჯ ორუელი
|