გამარჯობა :დ
ყოველთვის სასიამუვნოა წმინდანებთან პირადი ურთიერთობა

ადვოკატების ვასილ მამულაშვილისა და ფიქრია მახარაძის განცხადება #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მიერ, მსჯავრდებულ უშანგი ჭუმბურიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, სრულიად უსაფუძვლოა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა დეტალურად შეისწავლეს აღნიშნული მსჯავრდებულის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მსჯავრდებულ უშანგი მიხეილის ძე ჭუმბურიძის (დაბადებული 03.04.82წ) მიმართ, რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
მსჯავრდებული სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებიდან #19 დაწესებულებაში მიმდინარე წლის 29 აგვისტოს გადაიყვანეს. დაწესებულებაში, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, მსჯავრდებული შემოწმდა. დაწესებულებაში შესვლისას, აღნიშნულ მსჯავრდებულს ძალადობრივი დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა და მოცემული მომენტისათვის რაიმე სახის პრეტენზიას არ გამოთქვამდა.
კონკრეტული ბრალდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დისკრედიტაციას ემსახურება და სამწუხაროდ, ბადებს ეჭვს, რომ მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები, წინასაარჩევნო პერიოდში, გარე ძალების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდება.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გავავრცელოთ ინფორმაცია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და მის მიერ თვითდაზიანების არაერთი ფაქტის შესახებ.
2010 წლის 25 ნოემბერს, უშანგი ჭუმბურიძემ მუშტის სახეში დარტყმით მოკლა ტ. გ. და მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლა. სასჯელს იხდის მკვლელობისა და ქურდობის მუხლებით. (108 და 1571) სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ კანონით, სასჯელის ვადა 3 წლით შეუმცირდა.
20, 25 და 27 აგვისტოს უშანგი ჭუმბურიძემ თვითდაზიანებები მიიყენა. 20 აგვისტოს მსჯავრდებულმა სცადა თვითმკვლელობაც, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა მცდელობის აღკვეთა დროულად შეძლეს.https://www.facebook.com/mcla.gov.official/...505504132858956 This post has been edited by lasha_alo on 5 Sep 2013, 15:52