#37893407 · 5 Sep 2013, 19:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამინისტროში არ ვარ, მარა ერთი ისტორია ჩემი მეგობრისგან, რომელიც არს სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე (ანუ მანქანა და კაბინეტი აქვენ)
მისვლისთანავე, ადგილობრივი შესყიდვების უმფროსი მიუვარდა, არიქა ბატონო დ...., ეხლა ეს სხვისი ნახმარი კაბინეტი და ავეჯი არ გეკადრებათ თქვენ, უცბად ერთ კარგ რემონტს გაგიკეთებთო. ბატონმა დ...-მ უარი უთხრა, ვინაიდან ისედაც ახალი გარემონტებული იყო და ზოგადად მინიმალიზმის იდეებით არის ადამიანი შეპყრობილი. ამის დასტურია მისი მოკრძალებული ბინა ქალაქის გარეუბანში მარა როდესაც ბ-ნმა დ...-მ მოითხოვა მის მანქანაზე (ასევე წინამორბედისგან დანატოვარი) დაზიანებული ფარის შეცვლა, ლამის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება დასჭირდათ იგივე შესყიდვის სამსახურის უმფროსს რომ დარწმუნებულიყო, დაზიანებული იყო თუ არა ფარი.
მორალი: რაშიც ფული არ ტყდება, იმ საქმეზე ხელის მოკიდება მაგარი ჰკიდია სამინისტროს წვრილფეხობას
|