რომ არაფერი ეთქვათ მაშინ ხომ მოთხოვდით მაინც პასუხს, ოღონდ სხვა კუთხიდან :
ასე უნდა გამოეცხადებინათ:
ბათუმის, ქობულეთის, ირეკის, ფოთის და ა.შ ამა და ამ ქუჩებში იქნება წყალდიდობა,
სხვა ქუჩის მაცხოვრებლებს არ შეეშინდეთ. შეუძლიათ გაერთონ დისკოტეკაზე, ბარში, პლაჟზე, სადმე ბუჩქებში

ფოთში ძლიერი წვიმა და ქარია
ქობულეთში ძლიერი სეტყვაა
ლენტეხი-ლაშხეთის საავტომობილო გზაზე მეწყერული ზონები გააქტიურდა
ფოთის პორტი სრული დატვირთვით ვერ მუშაობს
ძლიერმა წვიმამ ბათუმის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა
ფოთში შტორმის სიძლიერე 5-დან 6 ბალამდე გაიზარდა
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღესაც ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
წუხანდელმა უხვმა ნალექმა რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა
ესენი
IPN-ის ნიუსებია
ესეც
თაიმერის:
უამინდობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
5-09-2013, 12:01
წაკითხულია: 28
4 სექტემბრის საღამოს 19.00 საათიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან ადგილი ქონდა ბალტიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი ატმოსფერული ფრონტის შემოჭრას, რამაც დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში ინტენსიური ნალექები გამოიწვია. ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ყველაზე მაღალი ნალექიანობით ქობულეთი, ქედა და ჩოხატაური გამოირჩეოდა, სადაც გასული ღამის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შესაბამისად 106, 90 და 72 მმ შეადგინა, რაც ძალიან ძლიერი ნალექების კატეგორიას განეკუთვნება. ძლიერ ქარი აღინიშნა ზღვის სანაპირო ზოლში, შიდა ქართლში, თბილისში და მდ. თერგის ხეობაში. ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ ქობულეთში 20 და თბილისში 25 მ/წმ-ს მიაღწია.
"ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლემ საშუალოდ 3 მ შეადგინა, რაც მაღალი სიმძლავრის შტორმს განეკუთვნება (5 ბალამდე). დასავლეთ საქართველოს უმეტეს მდინარეებზე წლის დონეებმა მნიშვნელოვნად (1 მ-მდე) აიწია, თუმცა ჯერჯერობით საშიშ ნიშნულებამდე არ მიუღწევია.
ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, აღნიშნული მოვლენების შედეგად: ქედის რაიონში დაიტბორა ნათესები და დაზიანდა საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთები; დაიტბორა ოზურგეთის, ქობულეთის და ბათუმის ცალკეული ქუჩები; ბათუმში დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული; თბილისში ხანმოკლე, ინტენსიური ნალექების შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და შეფერხდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წყალსატუმბი სამუშაოები ჩატარდა ოზურგეთის, ქობულეთის და ბათუმის ცალკეულ ქუჩებზე",- აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, არსებული სინოპტიკური სიტუაციის ანალიზი უჩვენებს, რომ 5 სექტემბრის გვიან საღამომდე დასავლეთ საქართველოში გაგრძელდება ინტენსიური ნალექები, რამაც შესაძლებელია დასახლებული პუნქტების დატბორვები, მდინარეთა დონეების მნიშვნელოვანი აწევა და ცალკეულ მონაკვეთებზე წყალმოვარდნები გამიწვიოს.
" სანაპირო ზოლში გაძლიერდება ქარი და ზღვის სანაპიროზე ღელვა. შემდგომ დღეებში შესაძლებელია გააქტირდეს მეწყრული პროცესები. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიმდინარე წლის 4-5 სექტემბერს განვითარებული არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების და მათგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ 5 სექტემბრის დილის 10 საათის მდგომარეობის მონაცემებს შეიცავს",- აღნიშნულია განცხადებაში.
This post has been edited by forumeli64 on 5 Sep 2013, 13:17
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...