ეს ყველაფერი ფანტასტიკის სფეროდანაა და აბსოლუტურად არასერიოზულია.
არავითარი განსაკუთრებული პოტენციალი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების, ანუ მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების კავშირს არ აქვს (მაგ კავშირში რომ სხვა ქვეყანები არ იქნება, იმედია ამას ხვდებით). გადახედეთ სტატისტიკას, ნეუდაჩნიკების კლუბში გინდათ შესვლა?
ნუ, რაღაც პლიუსი ეკონომიკურად აქვს, მაგრამ ევროკავშირ-ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობასთან შედარებით ეგ პლიუსი უბრალოდ სასაცილოა. სომხეთის მაგალითმა აჩვენა, რომ თუ მაგ კავშირში შეხვალ, ევროკავშირს შეგიძლია დაემშვიდობო. ასე რომ მანდ აშკარა არჩევანია: ან ერთი, ან მეორე.
ამიტომ მართლა საცოდავია ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში თუნდაც შორეულ მომავალში (20-25 წლის შემდეგ) გაწევრიანების პერსპეტივაზე, ახლო მომავალში კი ევროკავშირთან და აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობაზე უარს იტყვის და რაღაც გაურკვეველ კავშირში შევა, საიდანაც რუსეთი აღარ გამოგიშვებს, ან თუ გამოგიშვებს აჭარას ან სამცხე-ჯავახეთს დაიტოვებს საკომპენსაციოდ.
რუსეთი რომ დემოკრატიული, არაკორუმპირებული, მდიდარი და წარმატებული ქვეყანა იყოს, მეზობლებს, რომ ნორმალურად ექცეოდეს (ისე როგორც დღევანდელი გერმანია ჰოლანდიას) და ეკონომიკას პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყენებდეს, ასეთ შემთხვევაში ძალით და შანტაჟით კი მოუხდებოდა რუსეთს ქვეყნების ასეთ კავშირში შეთრევა, იქეთ შეეხვეწებოდნენ შეშვებას. ზუსტად ისევე, როგორც ევროკავშირის შემთხვევაშია.
მაგრამ რელობა სხვანაირია: რუსეთი არის ბუნების შეცდომა, ლპობადი იმპერია, რომლის კრახი მხოლოდ დროის ამბავია. ეს ლპობადი იმპერია ცდილობს ცივილიზებულ სამყაროს ჩამოგაშოროს და თავის დამპალ წიაღში დაგაბრუნოს.
ხოდა თვითონ დაფიქრდით, გვინდა მანდ შესვლა?
პ.ს. 12%-იანი ზრდა არა ცელი

პ.ს.ს. სკოლკოვო არსად გიხსენებიათ ამ ანალიზში და მიამატეთ ერთი სადმე