შემოვიხედე თემაში რა კარგია თქო უნდა დამეწერა,,
და მადლობა პოლონეთს
(აქ იკითხეს და პოლონეთიაა ახლა თავმჯდომარე, და ვიდრე ვადა არგაუვა, მანამდე უნდა მოესწროს.).
და წავიკითხე ისევ ნაცები ნაცები ნაცები და ნაცმხარდანჭერებზე პოსტები.
კარგი ამბავია ქვეყნისთვის და ან თქვენ რას იმწარებთ სიხარულს ან ჩვენ რას გვერჩით?
ახლა იძულებული ვარ აი ეს დაგიდოთ ევროკავშირის ოფიციალური ვებ გვერდიდან.
პარაფირება არის მრავალწლიანი შრომის შუალედური შედეგი,
და დეგენარატი არავინაა, რომ დაიჯეროს, ბიძინას ჭკუა -გონების შედეგია ეს.
არავინ აპირებდა ამის აღნიშვნას (მე -არა ყოველშემთხვევაში, საერთოდ არ ვაპირებდი არც ბიძინას და არც მიშას ხსენებას- ევროკავშირი ხე;შეკრულებას ჩვენს ქვეყანას უფრომებს და არა ბიძინას ან მიშას როდის შეიგნებთ ამას.), მაგრამ უმადურობას და დაუნახაობასაც აქვს საზღვარი.
უამრავი ადამიანი შრომობდა ბევრი წლის განმავლობაში აქამდე რომ მივსულიყავით.
თუ არ დააფასებთ, თავზე მაინც ნუ გადაიმასქნით..
აჰა
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო, როგორც კი საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა აღადგინა. ევროკავშირი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს გარდამავალი პერიოდის მძიმე წლებში დაეხმარა.
1995 წელს თბილისში ევროკომისიამ წარმომადგენლობა (დელეგაცია) გახსნა.
ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა უფრო ინტენსიური 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გახდა, როდესაც ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების მხარდაჭერა.
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება (PCA) ). ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ქვაკუთხედია. 1996 წელს მიღებული ეს შეთანხმება, რომელიც 1999 წელს შევიდა ძალაში, თავდაპირველად ათი წლის ვადით იყო მიღებული, თუმცა ამიერიდან ის ყოველ წელს, ავტომატურად, ერთი წლით გაგრძელდება. შეთანხმება ითვალისწინებს ფართომასშტაბიან თანამშრომლობას პოლიტიკური დიალოგის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ეკონომიკური, საკანონმდებლო და კოლტურული თანამშრომლობის სფეროებში. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საშუალებით, რომელიც აუქმებს კვოტებს ვაჭრობის სფეროში და იცავს ინტელექტუალური, საწარმოო და კომერციული საკუთრების უფლებას, მხარეებმა ერთმანეთს მიანიჭეს უპერატესი ხელშეწყობის რეჟიმი.
2005 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქარველოს მიანიჭა პრეფერენციების ზოგადი სისტემით (GSP+) სარგებლობის უფლება. ეს უფლება 2008 წელს გაგრძელდა. GSP+ ითვალისწინებს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებას და ტარიფების ცალმხრივად შემცირებას.
2003-2004 წლებში ევროკომისიამ შეიმუშავა ევროკავშირის ახალი საგარეო პოლიტიკის მიმართულება – ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, რომლის მიზანი იყო გაფართოებულ ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის ახალი გამყოფი ხაზების თავიდან აცილება და გამყოფი ხაზების ნაცვლად ყველასთვის კეთილდღეობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
2004 წლის 14 ნოებერს საქართველოს ჩართვა ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში (ENP) მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.
აი აქედან იწყება:
ევროკავშირსა და საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმა pdf - 330 KB [330 KB] English (en) 2006 წლის 14 ნოემბერს იქნა მიღებული. სამოქმედო გეგმა პოლიტიკური დოკუმენტია, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ ამოცანებს განსაზღვრავს. ის ხუთი წლის ვადითაა შემუშავებული. მისი განხორციელება დაეხმარება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დებულებების შესრულებას, განამტკიცებს კავშირებს თანამშრომლობის ახალ სფეროებში და დაეხმარება საქართველოს მიერ დასახული ამოცანის – ევროკავშირის ეკონომიკურ და სოციალურ სტრუქტურებში ინტეგრირების – შესრულებაში.
2009 წლის გაზაფხულზე ევროკავშირმა წამოაყენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა), რომლის მიზანი იყო საქართველოში, ისევე როგორც აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში, პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა. აღმოსავლეთ პარტნიორობა გულისხმობს უფრო მტკიცე პოლიტიკურ თანამშრომლობას ევროკავშირთან, კერძოდ, მთელი რიგი ახალი ასოცირებული შეთანმხებების ხელმოწერის პერსპექტივას და ევროკავშირის ეკონომიკაში ინტეგრირებას ღრმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანმხმებების საშუალებით.
2010 წელს გაიხსნა ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების პროცესი:
კეტრინ ეშტონმა, უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა 2010 წლის 15 ივლისს ბათუმში ოფიციალურად გახსნა მოლაპარაკები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
http://eeas.europa.eu/delegations/georgia/...ns/index_ka.htmმაგრამ ეგ არაფერი დღეს ბიბიმ სიცრუის ურემზე შემოჯდა,
(აბა მანქანაში კანდელაკი ასხამდა ბენზინს და )
ფბ-დან დავაკოპირებ მეგობრის პსოტს პირდაპირ
რიგის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ და საკუთარი მთავრობის „მიღწევებსა“ და „მონაპოვრებში“ მოაქცია პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი მთავრობის ცნობილი გადაწყვეტილებები. მათ შორის 2010 წლის ნოემბერში, მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტში გამოსვლისას გაცხადებული პირობა - საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების (ცალმხრივად) აღების შესახებ. მაგრამ, ივანიშვილი ამაზე არ შეჩერებულა, ის უფრო შორს წავიდა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაც საკუთარ დამსახურებად წარმოჩინა და ის საქვეყნოდ ცნობილი შეთანხმებაც, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, რომლის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების თარიღი 2012 წლის 29 თებერვალია, საქართველომ ასევე ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.ეს იყო ინიციატივა - „ მშვიდობისთვის მეტი შანის მიცემისთვის“. ის სააკაშვილმა პირველად 2012 წლის 28 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლისას წარმოადგინა, რასთან დაკავშირებითაც აღნიშნა: „ჩვენ ვიცით, რომ ეს მარტივი არ არის, მაგრამ რუსეთი არის და ყოველთვის იქნება საქართველოს მეზობელი, რაც განაპირობებს ჩვენს წადილს დავამყაროთ მასთან მშვიდობა, ოღონდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობა რუსეთთან, რომელიც აღიარებს და ემორჩილება სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმა./“
ამით არ სრულდება, ივანიშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობაც „ოცნების“ ეპოქაში რუსეთითან „დალაგების“ მოტივაციით გადადგმულ „პოზიტივებს“ მიათვალა. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ( შვეიცარიის შუამავლობით) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაზე რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმებას ჯერ კიდევ 2011 წლის შემოდგომით მიაღწია. 2011 წლის 3 ნოემბერს ამ შეთანხმებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა „ დიპლომატიური გამარჯვება“ უწოდა , თქვა, რომ შეთანხმების თანახმად პირველად აფხაზეთზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ, თბილისისთვის ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო ინფორმაცია საზღვრის ამ მონაკვეთებზე ტვირთების მოძრაობის შესახებ.
ახლა იმის შესახებ, რა უთხრა დღეს რიგის კონფერენციას ბიძინა ივანიშვილმა: „დავიწყეთ დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ის პოზიტიური ფაქტი, რომ ახალი მთავრობის კონსტრუქციულ ნაბიჯებს, კერძოდ: რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტის შემოღება; საქართველოს ცალმხრივი ვალდებულება ძალის არგამოყენების თაობაზე; სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის მოქალაქეებისათვის; თანხმობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე; უარი სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტზე; მზადყოფნა უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობაზე სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში, უკვე მოჰყვა რუსეთის საპასუხო ზომები საქართველოსთან ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზაციის კუთხით სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში.“
This post has been edited by rusa1960 on 8 Sep 2013, 03:29
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare