დღეს და ხვალ არ მცალია და ზეგ კიდე ორი ოჯახი მინიმუმ შეიძლება
* * *
ახლა ავიღე რესპუბლიკის ანგარიშების დეტალური ამონაწერები (აუდიტის დასკვნისთვის გვჭირდება)
დიდი ხანია დეტალური ანგარიშებში არ შემიხედავს წვდომის აღარ ქონის გამო

ნაშთები დღეის მდგომარეობით ასე გამოიყურება
GEL: 6292.25
USD: 224.55
EURO: 57.39
ამ მომენტისათვის ანგარიშიდან გამოტანილი გვაქვს საყიდლების თანხა 3500 ლარი
საიდანაც ბოლო სამ გასვლაზე გახარჯულია 1211 ლარი
დარჩენილია 2289 ლარი რაც მოხმარდება დარჩენილ 5 ოჯახს და ნაშთი რაც იქნება დაბრუნდება ანგარიშზე
წესით 20 მარტამდე აუდიტის დასკვნაც (მადლობა ბიდიოს) უნდა გვქონდეს, რომელიც ჩვენი საქმიანობის სრულ პერიოდს მოიცავს
არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ძალიან მახარებს ანგარიშზე 10 დან 50 ლარამდე ფიზიკური პირების შემოწირულობების სტაბილურად შემოდინება
და ასევე რამდენიმე ორგანიზაციის შემოწირულობებიც 150 ლარის ფარგლებში
ყველა ეს აქტიურობა საშუალებას გვაძლევს 7-8 მრავალშვილიან და უმწეო ოჯახს მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ყოფა და დიდი მადლობა ყველას ამისთვის
This post has been edited by Gambino on 6 Mar 2014, 18:26