სალამი ხალხი : )
ახლა არ იფიქროთ თითქოს ნამცხვრის ხსენებაზე გავჩნდი აქ
გამბინოს იდეა მომწონს, კი კარგია ყველა ოჯახში რომ ჩვენით მივიდეთ,
მაგრამ ფაქტი ისაა, რომ გამბინოს, ირაკლის და ზაზას მეტი არავინ დადის.
ხოდა მგონი დაიხვეწება ეგ იდეა და იმუშავებს კარგად.
თუ არადა რა პრობლემაა გადმოვალთ ისევ თელილ გზაზე.
ეს არბოს ბოლო გასვლა (დაგვიანებისთვის სორი).




აი ასეთი მილი სჭირდებათ, როგორც მითხრეს ერთი მილი შეიძლება ოთხჯერ იქნას გამოყენებული.
ახლა უბრალოდ რეცხავს (+ დეზინფექცია მგონი) და ხელახლა უდგამს იგივეს.
აფთიაქებში ვერ ვნახე, მიტხრეს კლინიკებთან მომეძებნა, წინა კვირას სოფელში ვიყავი და ვერ მოვახერხე,
ამ კვირას გავალ ისევ იაშვილთან და ვიკითხავ.

(ზედნადები სახლში მაქვს და ამ დღეებში ავტვირთავ).