TiredManმრავალს დაესწარი მეგობარო. აი ყუველაფერს საუკეთესოს გისურვებ.
ჩვენ ყოველთვიური სახე გავქვს მიცემული ამ ფონდისთვის.
ხელფასზე ყველა ვდებთ 5 ლარს ხოდა როვდება რა კაი თანხა.
მივდივართ ხალხთან თოთო ოჯახს 100-100 ლარის ნობათით ვეხმარებით ხოლმე.
თუ ვინმეს სურვილი ექნება შუძლია შემოუერთდეს ჩვენ ფონდს.
ვინაიდან ახლა დიდი ოჯახი იყო ავდექით და 300 ლარის ნობათით დავეხმარეთ ამ ხალხს.
მე ვერ წავედი რადგან გუშინ სრული სამშUაო დღე და კიდევ მეტი ვიმუშავე.
ორგანიზაციულ და ინფორმაციული მენეჯმენტიფ ფუნქციებს უფრო ვასრულებ ხოლმე.
მაგრამ ბავშვები იყვნენ წასულები - ბავშვები რა 25 წლის ქალები და კაცები

უკიდურეს გასაჭირში უცხოვრიათ.
დედა და ორი ბავშვი სახლში არ ყოფილა - ვიღაცას ბილეთები უჩუქნია რაღაც კონცერტის და იქ წასულან. მამა იყო სამაგიეროდ.
ისე გაჭირვებით უცხოვრიათ ნორმალურად ავეჯიც კი არ ქონიათ სახლში - მაცივარზე და ეგეთებზე ლაპარაკი ზედმეტია.
ბავშვებმა მიუტანეს, ტკბილეული, მაკარონები, ფქვილები, პეჩენიები, ქათმები, კარაქები, ბრინჯები და მრავალი რამ ისე რო კაი ხანი არ იფიქრებენ საკვების დეფივციტზე.
კაცს გაკვირვებულს უკითხავს ვაიმე რითი დავიმსახურეთ ესო, ხელი უნდა მოვაწეროო რამეზეო? ვერ იჯერებდა თურმე.
იცით ამას რატო ვაკეთებთ?!-იმიტომ რომ ადამიანებს დავაჯეროთ რომ მარტო არ არიან და ის საქონლები რომლებით ათიათასობით პრემიადანამაებით ვერ ძღებიან და ისინი არ აღელვებთ, მათ გვერდში ყავთ ვიღაც - ერთგვარად ღმერთის რწმენას ვუნერგავთ. სრულიად ანონიმური ამიტომაა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ხვალ ის ხალხი იმას კი არ იტყვის რომელი სამინისტროს სტაფი დაეხმარა არამედ იმას რომ ახალ წელს ღმერთი მოვიდა და ნობათი მოუტანა როცა პურიც კი არ ქონდა სახლში. ღმერთი რომელიც არავინ არ იცის სინამდვილეში ვინ არის - არსებობს, თუ ის ჩვენ ვართ ერთმანეთისთვის.
მადლობთ ნახვამდის
გილოცავთ ყველას.
This post has been edited by pekineli on 1 Jan 2015, 12:13