მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო
ფონდის რეგისტრაციიდან დღემდე გავიდა 11 თვე და წარმოგიდგენთ ამ პერიოდის სრულ ფინანსურ ანგარიშს
იურიდიული სტატუსი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
სახელწოდება: საქველმოქმედო ფონდი - დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი
რეგისტრაციის თარიღი: 21/11/2012
საიდენტიფიკაციო კოდი: 401977385
საბანკო ანგარიში: ს.ს. ბანკი ”რესპუბლიკა” კოდი: REPLGE22
ანგარიშის #: GE79BR0000010056836292
გახსნის თარიღი: 28/11/2012
2012 წლის 28 ნოემბრიდან - 2013 წლის 28 ოქტომბრამდე ფონდის საბანკო ანგარიშებზე, დამფუძნებლების შენატანის და შემომწირველების მეშვეობით შემოსული თანხები ასე გამოიყურება:
ანგარიში (GEL) - 13076,41 ლარი
ანგარიში (USD) - 178,77 აშშ დოლარი
ანგარიში (EURO) - 90,00 ევრო
ამ პერიოდში ფონდის წევრების მიერ განხორციელდა 10 გასვლა ბენეფიციარ ოჯახებთან, ჯამში 26 ოჯახი (რამდენიმე ოჯახი მეორდება თვეების მიხედვით)
წარმოგიდგენთ ანგარიშს გახარჯული თანხების შესახებ, მუხლობრივად და პერიოდების მიხედვით
ფონდის ანგარიშების ყველა სახის საბანკო მომსახურებაში გადახდილია 56,30 ლარი ,
ესაა ნაღდი ფულის გატანის საკომისიო, ანგარიშების მომსახურების საკომისიო, ინტერნეტ ბანკის მომსახურების საკომისიო
სახელმწიფო ბიუჯეტში, ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადასახადების სახით გადარიცხულია 82,00 ლარი,
თუმცა აღნიშნული გადასახადის გადახდა არ გვეკუთვნის და კორექტირებული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ ეს ხარვეზი გასწორდება
28/10/2013 -ის მდგომარეობით ფონდის ანგარიშების ნაშთები ასე გამოიყურება:
ანგარიში (GEL) - 6094,84 ლარი
ანგარიში (USD) - 100,77 აშშ დოლარი
ანგარიში (EURO) - 57,39 ევრო
შემომწირველებთან დაკავშირებით, ფონდის და ბენეფიციარი ოჯახების სახელით, არ შემიძლია დიდი მადლიერებით არ ავღნიშნო, სამჯერ 1000 აშშ დოლარის ექვივალენტის თანხის ჩარიცხვა, ადამიანის მხრიდან, რომელიც ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს, სამწუხაროდ მისი თანხმობის გარეშე არ გვაქვს სახელის და გვარის დასახელების უფლება და ფონდის დამფუძნებლებიდან და აქტიური წევრებიდანაც არავინ იცნობს
დეტალური ინფორმაცია შეძენილ პროდუქტებზე და პირველადი მოხმარების ნივთებზე, შესაბამისი ფოტომასალით შეგიძლიათ იხილოთ ფონდის ფეისბუკის გვერდზე წარმოდგენილ შესაბამის ალბომებში
www.facebook.com/Feedatleastonechild
ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული ვიდეო მასალა შეგიძლიათ ნახოთ YOUTUBE - ის ოფიციალურ გვერდზე
https://www.youtube.com/channel/UC-n9Y09ArPa7E5eiPNb9W5Qმოკლე ინფორმაციას აქაც წარმოგიდგენთ
2012 წლის 25 დეკემბერი
თბილისის 2 ოჯახი, საერთო ბიუჯეტი - 791 ლარი
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1...12768640&type=3https://www.facebook.com/media/set/?set=a.1...12768640&type=32013 წლის 3 თებერვალი
თბილისის 4 ოჯახი, საერთო ბიუჯეტი 748 ლარი
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1...12768640&type=32013 წლის 17 მარტი
გორის რაიონი სოფელი არბო, 2 ოჯახი (კონფლიქტის ზონა) საერთო ბიუჯეტი 770 ლარი
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1...12768640&type=32013 წლის 14 აპრილი
თბილისის 2 ოჯახი, საერთო ბიუჯეტი 432 ლარი
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1...12768640&type=32013 წლის 19 მაისი
თბილისის 1 ოჯახი, საერთო ბიუჯეტი 256 ლარი
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1...12768640&type=32013 წლის 1 ივნისი (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე)
თბილისის 3 ოჯახი და გორის რაიონ სოფელ არბოში 2 ოჯახი, საერთო ბიუჯეტი 1239 ლარი
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1...12768640&type=32013 წლის 21 ივლისი
თბილისის 3 ოჯახი, საერთო ბიუჯეტი 548 ლარი
https://www.facebook.com/media/set/?set=a.2...12768640&type=32013 წლის 7 სექტემბერი
თბილისის 5 ოჯახი, საერთო ბიუჯეტი 1307 ლარი
https://www.facebook.com/media/set/?set=a.2...12768640&type=32013 წლის 29 სექტემბერი
გორის რაიონი სოფელი არბო, 1 ოჯახი (კონფლიქტის ზონა) საერთო ბიუჯეტი 370 ლარი
https://www.facebook.com/media/set/?set=a.2...12768640&type=32013 წლის 27 ოქტომბერი
თბილისის 1 ოჯახი, საერთო ბიუჯეტი 372 ლარი
https://www.facebook.com/media/set/?set=a.2...12768640&type=3 This post has been edited by Gambino on 29 Oct 2013, 00:03