მოკლედ 300 ლარამდე პროდუქტები ვიყიდეთ და ამაზე ქვემოთ დავწერ
პირველი რაცაა არაჩვეულებრივი ბავშვები დაგვხდნენ, პარკები რო შეგვქონდა ყველა შესვლაზე სათითაოდ გვესალმებოდნენ

მამა არ იყო სახლში, ფერად ლითონებს აგროვებს და ცდილობენ ბინის ქირა მოაგროვონ, რომ გარეთ არ დარჩნენ
ორი თვე ქუჩაშიც ვცხოვრობდით იმის გამო რომ ქირის ფულიც არ გვქონდა და თან 9 პატარა ბავშვით ბინის შოვნაც გვიჭირსო
ახლაც 300 ლარად აქვთ ნაქირავები, სასწაულად მაღალი ფასია იმ ბინისვის რაც აქვთ ნაქირავები, მაგრამ ნაკლებ ფასად არავინ გვიშვებსო
სოც. დახმარება აქვს წინასწარ სესხად გამოტანილი და იმითი გადაიხადეს ბინის ქირა და დახმარებას როდემდე ვეღარ აიღებენ არ ვიცი (თუმცა ხვალ შემიძლია ვნახო)
სახლიც და ბავშვებიც სუფთად იყვნენ, უფროს ბიჭი ინვალიდია, უშაქრო დიაბეტიკია და ახლა სავადმყოფოში წევსო
ძალიან გაუხარდათ სარეცხი საშუალებები, ცარიელ წყალში ურეცხავ ტანსაცმელსო
ტანსაცმელიც გვთხოვეს თუ გაქვთო
არ მოელოდნენ რო ვინმე ამდენ რამეს მიუტანდა საჩუქრად, საერთოდ არ მეგონა თუ ვინმეს კიდე ვახსოვდითო,
იმიტომ რომ სადაც კი შეიძლებოდა ყველგან ყოფილა დახმარების სათხოვნელად, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორშიც
მოკლედ ემოციებით დატვირთულები წამოვედით, სურათებსაც დადებს ეზოპე და თქვენც შეგექმნებათ წარმოდგენა
მე თანახმა ვარ რომ დავამატოთ ეს ოჯახი ჩვენი ბენეფიციარების სიას, კარგი იყო მამაც რო გვენახა
ირაკლი მეზობელსაც ელაპარაკა, დაწერს რო შემოვა
რაც საყიდლებს შეეხება დავიტანჯე კარფურის ფაქტურებით
კოშმარი ფორმატი აქვთ, რაოდენობებს ვერანაირად დაადგენ თუ ყიდვისას არ ჩაიწერე
წინა გასვლაზე არ ჩამიწერია და მაგიტო ვერ დავაკონკრეტე რაოდენობები
ახლა ჩავიწერე ყველაფერის ფასები და რაოდენობები და ის ფურცელი ეტყობა რომელიმე პარკს გავაყოლე

ხოდა დასახელებებს ამჯერად "გლეხურად" ჩამოვწერ რაც ვიყიდეთ, რისი რაოდენობებიც მახსოვს და ფაქტურასაც დაურთავ მეილს
300 ლარი გამოიტანა ზურამ ანგარიშიდან, 288.54 ლარი დავხარჯეთ, დანარჩენს დააბრუნებს ბატონი დირეხტორი ანგარიშზე
კარტოფილი 2 დიდი პარკი
სტაფილო 3 კილომდე
ხახვი 6 კილომდე
კომბოსტო 3 თავი
ლობიო 7 კილომდე
ზეთი 10 ლიტრი
ჭარხალი 2 კილომდე
რძის ფხვნილი 2 ყუთი
კაკაი 2 კოლოფი
პეჩენია 2 შეკვრა
კვერცხი 40 ცალი
შედედებული რძე 5 ქილა
შაქარი 5 კილო
მარილი 2
მაკარონი წონით 5 კგ
მაკარონი დაფასოებული 500 გრამიან შეფუთვაში 10 ცალი
წიწიბურა 5 შეკვრა (800 გრამიანი)
ბრინჯი 5 კილო
ნატახტარის ლიმონათი, 2 ლიტრიანი, 4 ცალი
კარაქი 2.5 კილომდე
ხორცის კონსერვი 5 ცალი
საპონი ხელის 6 შეკვრა (5 ცალიანი)
სარეცხის ფხვნილი 5 კოლოფი
ბარდა 3 ქილა
ტომატ პასტა 4 ქილა
გაყინული ქათამი ფაზენდა 5 ცალი (1.2 კგ თითო)
ტუალეტის ქაღალდი 10 ცალი
გაყინული თევზის ფილე 2 კილო
This post has been edited by Gambino on 30 Oct 2013, 23:08
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 544 )
Waybill_List.pdf