ინფორმაციას გაწვდით.
მუყაოს კედლებიან ვაგონში 5 სულიანი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს
თქვენ ხედავთ ვაგონს, რომელიც აეროპორტის გზაზე ერთ-ერთ მიუვალ ადგილას, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზეა, ერთი შეხედვით გამოუსადეგარ ვაგონში მარტოხელა დედა სამ მცირეწლოვან შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. თომა , თეკლე და ლიკა დედასთან და ბებიასთან ერთად , ერთ ოთახში ცხოვრობენ, რომლის კედლებიც კარდონებისგან აქვთ გაკეთებული. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა რომელიც 275 ლარს შეადგენს.
ოჯახის დიასახლისი მეუღლესთან გაშორებულია, ამიტომ 5 შვილიდან ორი მამასთან, სოფელში იზრდება. იმის გამო, რომ დედასთან დარჩენილი პატარები ხშირად ავადმყოფობენ, დედა პოთინე წლებია ძეგვის მონასტერში აღარ რჩება და შვილს ეხმარება. პატარა თეკლას ძალიან სუსტი ორგანიზმი აქვს , ხშირად ავადმყოფობს , დედას და ბებიას უმეტეს შემთხვევაში არ აქვთ წამლის ყიდვის საშუალება, პატარა ახლაც თავს შეუძლოდ გრძნობს, ამიტომ ოჯახი ცოტა ხნით სოფელში ნათესავთან წავიდა.
ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 2 წლის ლიკას, ოჯახის განცხადებით, პატარას ძალიან სუსტი ძვლები აქვს და ექიმის დანიშნულებით კალცი უნდა დალიოს... თომას ძალიან უყვარს კითხვა , ამბობს ყველაფერი წავიკითხე რაც მქონდაო და ახლა გამოელია საკითხავი . უფროსი ბიჭი ფეხბურთს თამაშობს და როგორც მისი მწვრთნელები ამბობენ, საკმაოდ ნიჭიერია.
ოჯახი ქუჩაში ვალების გამო აღმოჩნდა, რამოდენიმე წლის წინ ოჯახი მოხვდა მერიის ერთ-ერთ პროექტში , მათ მიიღეს ბინა , თუმცა ამჟამად მათ სახლში სხვა ადამიანები უკანონოდ შეიჭრნენ ამ მომენტისთვის კი, მიმდინარეობს დავა სახლის დასაბრუნებლად. ფონდმა “ ლიბერალური კვალმა “ უსახლკაროდ დარჩენილთათვის შემწეობის შეგროვება უკვე დაიწყო. ორგანიზაციის წარმომადგენლები მსურველებს სთხოვენ, დაეხმარონ პატარებს ტანსაცმელით , საკვებით, სათამაშოებით, წიგნებით, ჰიგიენური საშულებებით და ასე შემდეგ.







Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)