საქველმოქმედო საღამო კორპორატიული დღესასწაულის ნაცვლად
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
საახალწლოდ კომპანიების უმეტესობა კორპორატიული საღამოს სამზადისშია.
La casa Tina–ს გუნდმა გადავწყვიტეთ გრანდიოზული წვეულების მოწყობის ნაცვლად, ერთი საღამო მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დავუთმოთ და მათ ნამდვილი დღესასწაული მოვუწყოთ.
ამ ნაბიჯით ჩვენ გვინდა ყველა კომპანიას მივცეთ მაგალითი, რომ პომპეზური კორპორატიული საღამოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან თუნდაც მცირედი გაიღონ ქველმოქმედებისათვის.
აქცენტს არ ვაკეთებთ მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე, მცირედი ყურადღების და სითბოს გამოხატვაც დიდი სიხარული იქნება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ახალ წელს უმეტესწილად უსაჩუქროდ რჩებიან.
გაუზიარეთ სითბო, სიყვარული და საახალწლო განწყობა მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ!
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Facebook-ის გვერდს

სიყვარულით La casa Tina
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)