B_Alambareliყიფიანს ხმის ამოღება ნამდვილად შეუძლია და არც აკლია მაგ კაცს ფედერაციის კრიტიკა --- როდესაც მინისტრი არ იყო
ახლა კი მისგან კრიტიკა არ შეიძლება . ეს ითვლება სახელმწიფოს მიერ ფედერაციის შიდა საქმეებში ჩარევად --- ფიფა , უეფა ამაზე ძალიან მტკივნეულად და მყისიერად რეაგირებს .
ამიტომ ერთად ერთს ვისაც არ ვადანაშაულებ ეს ყიფიანი არის .....
-----------
მე პრეტენზია მაქვს ფეხბურთან დაკავშირებულ საზოგადოებასთან ....... ყველაზე უფრო კი გაოგნებული ვარ სპორტულ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებზე , აი გადარეული ვარ გუშინდელი პრეს-კონფერენციით
ტაში დაუკრეს ამ იდიოტებმა ქეცბაიას და სისულეების ლაპარაკის უფლება მიცეს .....
ახლა უნდა იყოს დედის ნაღარის გინება ატეხილი პრესაში ..... ქეცბაიას მოღვაწეობა აგურ-აგურ უნდა იყოს დაშლილი , შეფასებული და ანალიზიც დადებული . ჩვენი სპორტული პრესა კი თვითონ არის შეკრული მაგ ფედერაციებთან . გაგახსენებთ გუშინ პრეს-კონფერენციაზე როდესაც მეტ-ნაკლებად მტკივნეული ქეცბაიასთვის კითხვა დაისვა , ეგრევე აჭიხვინდა არველაძე ( ფედერაციის წარმომადგენელი ) , რას ქვია მწვავე კითხვებს სვამთო ....
ქეცბაიამ დაამთავრა ციკლი კატასტროფულად --- მან 5 გუნდიან ჯგუფში დაკარგა 19 ქულა ..... 7 თამასში გაიტანა 3 გოლი ..... 3-3 გოლი გატანილი აქვს ჩვენს გარდა კიდევ ორ ნაკრებს , ფარერებს და ლიხტენშტეინს , ხოლო ჩვენზე ნაკლები გატანილი აქვს მხოლოდ ორ ნაკრებს --- სან-მარინოს და ანდორას . როდესაც შენს გუნდს გააქვს 3 გოლი წიკლში ( დიდი ვარაუდით ეს შედეგი დარჩება , ესპანელებთან ესენი გოლის გამტანი არ არიან ) ---- აშკარაა , რომ დაცვით ფეხბურთს თამაშობ .
თამაშობ კი არა , ცდილობ , რომ ითამაშო . მაგრამ მაშინ უნდა დაფიქრდე , რომ როდესაც შენი დაცვითი ტაქტიკის მიუხედავად 5 გუნდიან ჯგუფში კარგავ 19 ქულას ---- რაღაც ვერ არის კარგად . ბჟუტურობენ ვიღაცეები , რომ ქეცბაია დაცვითი ტაქტიკით თამაშობსო ---- რა დაცვითი ტაქტიკაა , როდესაც გუნდი 19 ქულას კარგავს 8 თამასში ????? დაცვითი ტაქტიკა კი არა მოშლილი ორღობეა , იდიოტიზმი .
---------
დაჯდა გუშინ პრეს-კონფერენციაზე ეს სამარცხვინო კაცი და გლობალურ პრობლემებზე დაიწყო საუბარი მსოფლიო ფეხბურთში და ქართულ ფეხბურთში .
---------
რაც შეეხება ნიჭიერ და უნიჭო თაობებს ..... სამწუხაროთ ნიჭი არ შეიძლება მწვრთნელმა გაუჩინოს ფეხბურთელს , ღმერთი არეგულირებს მაგ საკითხს . როდესაც გუნდში გყავს ხავი , ინიესტა და მესი დავეთანხმები მავანს , მწვრთნელს მეტი მანევრის საშუალება აქვს .... მაგრამ მწვრთნელის ნიჭი ასჯერ უფრო მეტად ვლინდება , როდესაც ხავი , ინიესტა და მესი არ გყავს და შედეგს დებ .... არ შევაწუხებ აქ ხალხს ამის მაგალითების მოყვანით , ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა იყო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში , ნამეტან ჩამძიებელ უზერებს , თუ სურვილი ექნებათ მოვუყვან ამის მაგალითებს ....
საქმე სხვა რამეშია ... როდესაც ტრენერი მოდის გუნდში და ორმილიონიან ხელფას იღებს , ხაზს ვუსვამ --- ქეცბაიას დღეს საქართველოში აქვს ყველაზე დიდი ხელფასი , ის ყველაზე დიდ ხელფას იღებს ქართველებს შორის ---- მან ორ რამეზე უნდა დაფიქრდეს :
1. რას თხოვენ ამ ხელფასად
2. რა მასალით , რა საშუალებებით უნდა მიაღწიოს ამ შედეგს
მე მაინტერესებს ... როდესაც ქეცბაია მოიყვანეს ნაკრების ტრენერად რა მიზნები დაუსახეს მას ? იყო თუ არა ამ მიზნებში ჯგუფიდან გასვლა ?
და მეორე --- თუ ქეცბაიას დაუსახეს მიზნად ჯგუფიდან გასვლა და მან ეს შესაძლებლად მიიჩნია დათანხმდა რა პოსტს --- რისი იმედი ქონდა ?
დღეს , რომ ტირის ფეხბურთელები არ გვივარგაო და ქართულ ფეხბურთში პრობლემები არისო ---- მე მაინტერესებს , როდესაც ის თანხმდებოდა მთავარი მწვრთნელის პოსტს , 2 მილიონიანი ხელფასით , ის არ იცნობდა ქართველ ფეხბურთელებს ? მან არ იცოდა ქართული ფეხბურთის პრობლემები ?
აქაც ორი ვარიანტია :
1. ან ქეცბაია აფერისტია , მან ძალიან კარგად იცოდა , რომ შედეგს ვერ დადებდა , მოიტყვილა დავდებო და საქართველოს ფეხბურთის ფულის ჭამას შეუდგა ( ხელფასზე ვსაუბრობ )
2. ან დებილია და შეცდა შეფასებებში
თუ დებილია და შეცდა ის უნდა წავიდეს ... აღიაროს , რომ შეცდა ქართული ფეხბურთის პოტენციალის შეფასებებში --- და წავიდეს
თუ აფერისტია ( მე ეს მგონია ) , მაშინ თვითონ არ წავა --- ფედერაციამ უნდა გაუშვას ..... ფედერაცია უშვებს კი არა , იცავს . ნახეთ გუშინდელი არველაძის მოქმედება .... კვიპროსელ სუდიას დააბრალა ყველაფერი .
დიდი ეჭვი მაქვს , რომ ფედერაცია და ქეცბაია შეკრულები არიან ..... ერთად ერთი მიზნით --- იშოვონ ფული , სპორტული შედეგი მათ არ აინტერესებთ .
--------------------
თანამდებობაზე დანიშვნის ორი ზოგადი წესი არსებობს ..... :
---- ნორმალური , როდესაც ტანამდებობისთვის მიზანმიმართულად იზრდება ადამიანი ... იღებს სათანადო განათლებას , მიზანმიმართულად სხვა დაბალ თანამდებობებზე გამოცდილებას იღებს და გარკვეულ ეტაპზე როდესაც განათლების და გამოცდილების საჭირო შერწყმა ხდება ---- ტიპი იკავებს თანამდებობას
---- მეორე მეთოდი ( სტალინი იყენებდა მაგალითად ) --- ეს არის ადამიანის დანიშვნა თანამდებობაზე მისი მაქსიმალური რესურსების გამოვლენის მიზნით --- გაამართლებს და დარჩება თანამდებობაზე , არა და წავა , მის მაგივრად სხვა დაინიშნება ..... რომ ავხსნა საქმე რაშია ... ქარხანა უშვებს 20 ტანკს თვეში , სტალინი ნიშნავდა ტიპს რომელიც არ განათლებით და არც გამოცდილებით არ იყო შესაფერისი მაღალი თანამდებობის და თხოვდა 100 ტანკის გამოშვებას თვეში ( თითქმის წარმოუდგენელ მოთხოვნას უყენებდა ) .... შეძლებდა ის ტიპი , ხომ კარგი ...ვერ შეძლებდა და კაი ჩიტს იჭერდა
ორივე მეთოდი კარგია ---

...... კარგია იმითაც , რომ შეფასება არის ადვილი ---- შედეგი . არის შედეგი --- ესე იგი დანიშვნა სწორია
მე მაინტერესებს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად , ქართული ფეხბურთში ალბათ ყველაზე დიდ თანამდებობაზე ქეცბაიას დანიშვნა --- რომელი მეთოდით მოხდა ??????
ამაზე გამცეს ფედერაციამ პასუხი .....
This post has been edited by მაკიაველი on 11 Sep 2013, 11:14
01.10.2012.