ამას ალბათ იმიტომ აკეთებს, რომ ბურჯანაძეს უკაფავს გზას.
ახლა ნინოისტებსა და ნინოს მგავსთა მომხრეებს ეგეთი ტაქტიკა აქვთ არჩეული - რაც შეიძლება მეტი დისკრედიტაცია უნდა შეამთხვიონ ოცნებას.
ერთ-ერთი გზა, ცხადია, ოცნების ნაცებთან ძრომიალში "მხილებაა". ამით ოცნების რეიტინგი უპირობოდ იწევს დაბლა.
სხვა მეთოდია აპოკალიფტური ხილვების ტირაჟირება - რომ ბიძინა მიდის და ეს მთავრობა არაეფექტურია; ის ვერ შეძლებს ვითარების კონტროლს და შავი 90-იანები დაბრუნდება; რომ ოცნება უუნაროა და სირთულეებს ვერ სძლევს და ა.შ.
ხდება მკითხველ-მსმენელის მიდინება იმ აზრისკენ, რომ რაკი ივანიშვილი მიდის, პოლიტიკური ველი ცარიელდება და იქ მხოლოდ სუსტი ნებისყოფის, რბილი და უუნარო ფიგურები რჩებიან. მოსალოდნელია ქაოსიც. შესაბამისად, ამომრჩეველი იწყებს ფიქრს, რომ უფრო მტკიცე პოლიტიკოსები უნდა აარჩიოს და ჰოპლა - ცხადია, ვინ თუ არა რკინის ლედი, თუ თუჯის, ან პერლიტ-ლედებურიტის - ვისაც როგორ ურჩევნია.
და ამ ორმაგი მიმართულების ტაქტიკისთვის აგრეთვე მიმდინარეობს ფონის შექმნაც - რომ ყველგან ნაცები არიან, ისინი ყველაფერს აფუჭებენ. ყველგან საბოტაჟია და ოცნება კი ამის აღკვეთას ვერ ახერხებს, უნარი არ ჰყოფნის... (აქ პროპაგანდისტებისთვის მთავარი ნაცების საბოტაჟი კი არა, ოცნების უუნარობაა. ამას იმიტომ ვაზუსტებ, რომ რომელიმე დედის სასჯელმა ნაცების გაპრავება არ დამწამოს. რა? ეგეთებს მიზეზი არ სჭირდებათ).
აქ ერთი ეშმაკობა ისიც არის, რომ ზოგადად მთავრობის კრიტიკა აუცილებელია, მას ვერ შეწყვეტ და ვერც აკრძალავ, მაგრამ რუსეთთან უკადრისად და უღირსად ჩახუტების მომხრეები კრიტიკის ამ აუცილებლობას ეფარებიან და ზემოთ რომ ჩამოვთვალე, იმ მიმართულებით ავითარებენ პროპაგანდას.
საკმარისია მოვუსმინოთ რომელიმე ექსპერტს, პოლიტიკოსს თუ უბრალოდ ბრძენკაცს, და თუ ზემოთქმულს გავითვალისწინებთ, მივხვდებით, ის საქართველოში პუტინის საქმის საბოლოოდ გამარჯვებას ემსახურება თუ უბრალოდ, მართლა სამუშაო რეჟიმში აკრიტიკებს მთავრობას და ლეგიტიმური, საქმიანი პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთი ჩვეულებრივი მონაწილეა.
* * *
როგორ ეთანხმება დავითაშვილის მტკიცებებს ის ამბავი, რომ მარგველაშვილი ხმამაღლა უწოდებს მათ ტურებს? მართლა რომ დაძვრებოდნენ, ტურებს როგორ დაუძახებდა.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაში, განათლების სისტემასა და საგარეო კურსში ქვეყანას სერიოზული წარმატებები აქვს.
"ზუსტად ვიცი, ბათუმში ვინ როგორ დადის და რის თაობაზე ლაპარაკობენ ეს ტურები, რა ეჭვებს და ჭორებსაც ნერგავენ. თითოეულ ასეთ ტურს, რომელიც რუსეთის "ოხრანკის" ფორმატით მუშაობს, გამოყვანა უნდა მოხდეს სუფთა წყალზე და ხალხისთვის ჩვენება, რომ ეს ასე არ არის. დამთავრდა ის დრო, როცა ეჭვს დანერგავდნენ და ერთმანეთს გადაგვკიდებენ. ეს ბრძოლა გადადის თქვენზე. ხედავთ, რა სიტუაციაა მედიასა და სხვა სფეროებში, შეგვიძლია მართალი სიტყვის გატანა, მაგრამ არ მიდის პოლემიკა, არავინ არ გვეკამათება, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამა ცუდი გავაკეთეთ. არ გვეკამათებიან, რომ სახელმძღვანელოები სკოლის მოსწავლეებს რომ ურიგდებათ ცუდია, საგარეო კურსში რომ უზარმაზარი წარმატება გვაქვს, ამაზე ღიად ვერავინ გვიპირისპირდება. გვიპირისპირდებიან ჭორით...
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...a-dzlierad.html This post has been edited by Geronti on 14 Sep 2013, 19:47