#38087918 · 20 Sep 2013, 18:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ომის დროს ის იყო, რომ 7 აგვისტოს, როცა საქართველოს მთავრობა უკვე დარწმუნებული იყო იმაში, რომ რუსეთს ჯარი შემოჰყავდა როკის გვირაბიდან, ქართულმა შენაერთებმა უკან არ დაიხიეს, როგორც ამას ჩვენ ვეუბნებოდით. მეც ამას ვეუბნებოდი, მაშინაც, როცა საგარეო საქმეთა მინისტრ ტყეშელაშვილთან და სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან ტელეფონზე ვსაუბრობდით. ჩვენ ქართველებს ვურჩევდით, რომ უკან დაეხიათ და მიეღოთ თავდაცვითი პოზიციები. ამ შემთხვევაში მთელს მსოფლიოს ეცოდინებოდა, რომ რუსეთი საქართველოს დაეხა თავს. დიდი შეცდომა კი ის იყო, რომ მას შემდეგ, რაც რუსებმა და ოსებმა ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს, საქართველომ მათ ცეცხლი დაუბრუნა. საქართველოს რომ არ დაეწყო იერიში და დაეხია უკან, ქვეყანა ომის შემდგომ პოლიტიკურ ომს მოიგებდა. ქართველებს დაავიწყდათ, რომ ომი პოლიტიკის გაგრძელებაა. მათ ასევე იფიქრეს, რომ საომარ ოპერაციებში მოიგებდნენ. მათ ამის შანსი არ ჰქონდათ და რომც მოეგოთ, რუსეთს პოლიტიკურ ომს მაინც ვერ მოუგებდნენ. აი ეს იყო კიდევ ერთი დიდი შეცდომა - ეგონათ, რომ ომს მოიგებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საუკეთესო ჯარისკაცები მაშინ ერაყში იყვნენ. "
ალბათ ეს იცოდა ბიძინამ და მიტო ადანაშაულებს მაშინდელ მთავრობას და სწორის არის ამ ნაწილში მართლა ზედმეტი მოუვიდა საქართველოს ,
|