Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(11)
« პირველი
...
2
3
[4]
5
6
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სააკაშვილის მიმართვა გაეროს ასამბლეას
, ამან მაინც თქვა სათქმელი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
G13n
Crazy Member
ჯგუფი: Members
G13n
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4072
წევრი No.: 506
რეგისტრ.: 6-December 01
#38158938
· 26 Sep 2013, 11:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
სააკაშვილის მიმართვა გაეროს ასამბლეას, ამან მაინც თქვა სათქმელი
ეს კიდევ დვიჟენიობს ... და მისი ფორუმონებიც
Statham
QUOTE
მიშა , გმადლობ რომ არსებობ
დამასწარი
--------------------
ვამხელთ სიბრიყვეს და ჩათლახობას ...
ამისათნა წითელი და ამსიგრძეტარიანი რა დროშა მოგცათ მიშამა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rusa1960
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
rusa1960
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13015
წევრი No.: 85324
რეგისტრ.: 24-February 09
#38158950
· 26 Sep 2013, 11:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გაგრძელება:
ბატონებო და ქალბატონებო!
ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, მინდა ვიამაყო იმ მიღწევებით, რომელთაც საქართველომ ამ პერიოდში მიაღწია.
ჩვენ საქართველო, პირდაპირი გაგებით, წყვდიადიდან გამოვიყვანეთ. ჩვენ საქართველოს საჯარო სამსახურს შევძინეთ უპრეცედენტო გამჭვირვალობა, ჩვენი შვილები დავაბრუნეთ სკოლებში, რომლებიდანაც განვდევნეთ ბანდები. ჩვენ ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოცნებას დაუახლოვეთ მეტად, ვიდრე ოდესმე. ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით ტოლერანტობის სულისკვეთების ასაღორძინებლად, რომელიც ჩვენს ქვეყანას წარსული დიდების დროს ყოველთვის წინ უძღოდა.
ჩვენ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ. მაგრამ მე მესმის რომ ზოგიერთი რამ ძალიან დიდი საფასურის შედეგად გაკეთდა. ჩვენს აჩქარებულ მცდელობებში რომ დაგვემყარებინა ახალი რეალობა, რომელიც პასუხს გასცემდა შიდა და გარე საფრთხეებს, შეცდომებიც დავუშვით და ხანდახან გზაც მოვჭერით.
ზოგჯერ ძალიან შორს წავედით, ზოგჯერ კი არასაკმარისად შორს.
მე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა ნაკლოვანებაზე. და გულთან ახლოს მიმაქვს ყველა იმ ადამიანის აზრი, რომელიც მიიჩნევს, რომ საკმარისად ვერ იხეირა ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოთი ან ვინც თავს ჩვენი რადიკალური მეთოდების მსხვერპლად თვლის.
მსურს მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს - ვინც მხარს უჭერდა ჩვენს პროექტს, პოლიტიკასა და პარტიას და მათაც, ვინც უარყოფდა მათ - თუ რაოდენ ამაყი ვარ მათი მოწიფულობით და სიმამაცით, რაოდენ მოკრძალებით ვუცქერ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლსა და ძალისხმევას.
მსურს ვუთხრა მათ, რომ ისინი ყოველთვის უნდა დარჩნენ ერად, რომელსაც თავისუფლებისა და ღირსების სიყვარული აერთიანებს.
ჩვენ ვართ და უნდა დავრჩეთ ჩვენი ჯარისკაცების მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლის მიმართ უდედესი მოწიწებით გაერთიანებულ ერად, ერად რომელიც იზიარებს ჭირსაც როცა იკარგება ჯარისკაცის სიცოცხლე და ამაყობს მათი სიმამაცით.
ჩვენ ვართ ერი, რომელიც ამაყობს თავისი ჯარისკაცებით. ისინი წინ აღუდგნენ ასჯერ უფრო მრავალრიცხოვან რუს დამპყრობელს და მოგვცეს დრო მსოფლიოსთან ერთად მოგვეხდინა მობილიზება და დაგვეცვა ჩვენი დამოუკიდებლობა, რაც 21 საუკუნეში ჩვენზე დიდმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს.
ჩვენ ვართ და უნდა დავრჩეთ ერად რომელიც ერთიანია ისტორიული მიზნის მისაღწევად - თავისუფალი და დემოკრატიული ერების ევროპულ ოჯახში შესაბიჯებლად, ოჯახში რომლისგან არასდროს უნდა განვეცალკევებინეთ - ჩვენს ოჯახში.
რეგიონული ერთიანობის, თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციის ჩვენი გზა ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან და მისი საბოლოო წარმატებისთვის, მუხლჩაუხრელად ვაპირებ მუშაობას.
დიდი მადლობა.
--------------------
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
*kamikaze*
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
*kamikaze*
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19576
წევრი No.: 103798
რეგისტრ.: 31-October 09
#38158985
· 26 Sep 2013, 11:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს
მიშა არ იყო ამ მეორე ვადის ბოლოს ქვეყანას გავაერთიანებო დავით აღმაშენებლის საფლავზე რო იფიცებოდა?
--------------------
ერი რომელიც თავისუფლებას უსაფრთხოებაზე ცვლის, არც ერთს იმსახურებს და არც მეორეს
სამართლის ენა უბრალოა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zuzu111
Crazy Member
ჯგუფი: Members
zuzu111
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4105
წევრი No.: 142680
რეგისტრ.: 5-February 12
#38158989
· 26 Sep 2013, 11:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(rusa1960 @ 26 Sep 2013, 11:23 )
აი სრული ტექსტი
დაივიწყეთ სააკაშვილის მიმართ სიძულვილი და შეაფასეთ როგორც თქვენი ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვა.
თუ შეგიძლიათ ამდენი და გაქაჩავთ.
ჩემი შეფასებაა: ბრავო!
-----------------------------------------------------------------------
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე
ბატონო პრეზიდენტო,
თქვენო აღმატებულებავ,
პატივცემულო დელეგატებო,
ჩემთვის დიდი პატივია ამ ტრიბუნიდან კვლავ წარმოვადგენდე ჩემს საყვარელ ქვეყანას.
გასული ათწლეულის განმავლობაში, როდესაც პატივი მქონდა მომემართა ამ დარბაზისთვის, საქართველო არშემდგარი ქვეყნიდან საბაზრო ეკონომიკის მქონე დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა.
ჩვენ განვიცადეთ აღმასვლაც და ვარდნაც, გვქონდა გარღვევებიც და შეცდომებიც, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიო ხედავდა ქართველი ხალხის მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისკენ.
დღეს მე თქვენ წინაშე ვდგავარ და გთხოვთ, კიდევ ერთხელ მოისმინოთ იმ ხალხის ხმა, რომლის თავისუფლების სიყვარულიც ყველანაირ პოლიტიკურ, სოციალურ თუ რელიგიურ სხვაობებზე მაღლა დგას.
ხმა, რომელიც - ჩვენს წინაშე კვლავაც არსებული ყველა პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად - სავსეა იმედით.
ვუცქერ რა დღევანდელ მსოფლიოს, ნამდვილად ვფიქრობ, რომ იმედის ხმა ნამდვილად საჭიროა.
1990-იანი წლების დასაწყისის ოპტიმიზმი, როდესაც ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობების გავრცელება ბუნებრივად გვეჩვენებოდა, როცა ითქვა, რომ ეს „ისტორიის დასასრული“ იყო, როცა გაერო უნდა გამხდარიყო საბოლოოდ დამშვიდებული მსოფლიოს გული და სული, პესიმიზმისა და ცინიზმის ტალღამ სწორედ ეს ოპტიმიზმი წალეკა.
მსოფლიოში მშვიდობამ არ დაისადგურა. გაერო კი არ გახდა გაერთიანებული ერების გული და სული.
ერთ დროს ტრიუმფატორი დასავლური ცივილიზაცია დღეს ცდილობს გაუმკლავდეს ღრმა ეკონომიურ, სოციალურ და მენტალურ კრიზისს.
აღმოსავლეთ ევროპაში, ე.წ. ფერად რევოლუციებს მათ მიერვე რამდენიმე წლის წინათ დამარცხებული ძალები უტევენ.
ახლო აღმოსავლეთში, ქაიროსა და ტუნისში მოზეიმე ხალხის სურათი დამასკოში ქიმიური იარაღით მოწამლული ბავშვების საშინელმა სურათმა ჩაანაცვლა.
იმედგაცრუებისთვის ბევრი მიზეზია, მაგრამ რამდენად გამართლებულია 90 იანი წლების დოგმატური ოპტიმიზმის ასეთივე დოგმატური პესიმიზმით ჩანაცვლება და ყოველგვარი იმედის გაცრუება?
განა იმ ფაქტის გაცნობიერებამ, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების გავრცელება ტიტანურ ბრძოლას მოითხოვს უნდა გვაიძულოს ჩვენი რწმენის და პრინციპების უარყოფა?
მე დღეს აქ მოვედი რათა გაგიზიაროთ ჩემი ხალხის იმედები და ხმა ავიმაღლო ამ პესიმიზმისა და უიმედობის წინააღმდეგ.
მე მოვედი რათა მივმართო მათ, ვისაც ეეჭვება, ყოყმანობს და აქვს ცდუნება დანებდეს.
თუკი დასავლეთი „მოძველდა“, მაშინ რატომ აფასებს ამდენად ნატოში შესვლის თარიღს მილიონობით პოლონელი, ჩეხი, ესტონელი, რუმინელი თუ სხვა ერი? და რატომ აკაკუნებს მილიონობით ქართველი, უკრაინელი, მოლდოველი თუ სხვა ევროპის კავშირის კარზე?
თუკი თავისუფლება მოდაში აღარაა, მაშინ როგორ ავხსნათ ის, რომ ტუნისში ერთი ადამიანის თვითმკვლელობამ შეცვალა მსოფლიოს რუკა?
არა, ისტორია არ დასრულებულა 1989 თუ 1991 წლებში და ის არასდროს დასრულდება.
თავისუფლება კვლავაც წარმოადგენს მის მამოძრავებელ ძალას და ჰორიზონტს.
ყველგან, სადაც ადამიანებს სურთ თავისუფლების პირობებში ცხოვრება მათ უპირისპირდებიან ტირანიის ძალები.
საკითხავი ისაა - რას ვაპირებთ? იმას, რომ ვიყოთ დაპირისპირების მონაწილენი თუ მაყურებლის სტატუსით შემოვიფარგლოთ?
პატივცემულო დელეგატებო,
ბატონებო და ქალბატონებო,
ახლა, როცა მე აქ, თქვენს წინაშე ვსაუბრობ, აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან გახდნენ ევროპული ოჯახის, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრები, განიცდიან მუდმივ ზეწოლასა და მუქარას.
სომხეთი კუთხეში მოიმწყვდიეს და აიძულეს საბაჟო კავშირში გაწევრიანება, რაც არ შედის არც მის და არც ჩვენი რეგიონის ინტერესებში. მოლდოვას ბლოკადა გამოუცხადეს, უკრაინას თავს ესხმიან, აზერბაიჯანი განსაკუთრებული ზეწოლის პირისპირა არის დარჩენილი, საქართველო კი - ოკუპირებული...
რატომ? იმიტომ, რომ ძველი იმპერია ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული საზღვრები. თუმცა სიტყვა „საზღვარი“ აქ უადგილოა, რადგან რუსეთის იმპერიას, საბჭოთა კავშირს, რუსეთის ფედერაციას თუ ევრაზიის კავშირს არასდროს ჰქონიათ საზღვრები - მათ მხოლოდ განაპირა მხარეები, ზღვარი ჰქონდათ.
მე დღეს სწორედ ამ „განაპირა მხარეთა“ სახელით ვსაუბრობ.
სახელმწიფოების უმეტესობისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაცია არ არის დაინტერესებული გარშემო სტაბილური სახელმწიფოების არსებობით.
მუდმივი ქაოსი და არეულობა მეზობელ ქვეყნებში - ეს არის ის, რასაც ესწრაფვის კრემლი.
ის ფუნდამენტურად უარყოფს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ძლიერი მთავრობების იდეას, ისეთებისაც კი, რომლებიც მისი ინტერესების მიმართ მეგობრულად იქნება განწყობილი.
მე არასდროს ვყოფილვარ, როგორც ფრანგები ამბობენ, “La langue de bois”-ს ფანი, მაგრამ დღეს, როდესაც ჩემი მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება, უფრო მეტად მსურს ვთქვა ყველაფერი რასაც ვფიქრობ.
მოდით ვიყოთ სრულიად გახსნილი და დავაკონკრეტოთ არსებული სიტუაცია.
როგორ ფიქრობთ, მაგალითად, სურს თუ არა ვლადიმერ პუტინს ის, რომ სომხეთმა ბოლომდე გაიმარჯვოს აზერბაიჯანზე? არა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ სომხეთი ზედმეტად ძლიერი და ზედმეტად დამოუკიდებელი იქნება.
ფიქრობთ თუ არა, რომ საწინააღმდეგოა რეალობა, ანუ მოსკოვს სურს ბაქოს გამარჯვება ერევანზე? რა თქმა უნდა, არა. მოდერნიზებული აზერბაიჯანის აღზევება რუსი ლიდერებისთვის კოშმარის ტოლფასია.
არა, მათ არც ერთი მხარის გამარჯვება არ სურთ. მათი მიზანი საკუთრივ კონფლიქტია, რადგან ეს უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის დამოკიდებულებას და აფერხებს მათ ევროპულ ინტეგრაციას.
როგორ გგონიათ, განაპირობა თუ არა ნარინჯისფერი რევოლუციის ძალების საარჩევნო მარცხმა მოსკოვის უკრაინისადმი დამოკიდებულების ცვლილება?
პირიქით. იანუკოვიჩის მთავრობა მუდმივი თავდასხმების ობიექტია. რუსეთმა ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის წინ, უკრაინის წინააღმდეგ სავაჭრო ომი წამოიწყო, რუსი თანამდებობის პირები კი ღიად საუბრობენ ამ სახელმწიფოს დაშლის პერსპექტივაზე.
როგორ გგონიათ, არის თუ არა კრემლი მზად, განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის საკითხი დღეს, როცა მთავრობა უკვე შეიცვალა თბილისში? სულაც არა! ქართული მიწის ანექსია რუსული ჯარის მიერ კვლავაც გრძელდება.
გუშინ, უკუპანტებმა დღისით, მზისით და სრულიად დაუსჯელად საქართველოს მოქალაქეები კვლავ გააძევეს საკუთარი სახლებიდან და სოფლებიდან სადაც მრავალი თაობის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო კვირებისა თუ თვეების გაკეთებული მეგობრული განცხადებების მიუხედავად, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ წინსვლას, ხალხს ყოფენ მავთულხლართებით, საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკონომიკას მიიწევენ ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და საქართველოს მთავარი გზატკეცილისკენ, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის მდგრადობას.
ჩვენ ერთ-ერთი ვართ იმ რამდენიმე ქვეყანას შორის (და ეს მეამაყება), რომელმაც გაუძლო რუსეთის ფართომასშტაბიან შემოტევას. ჩვენ ასევე ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და გადარჩა მიუხედავად იმისა, რომ თავს დაგვესხა 5 ათას კაციანი ძლიერი რუსული არმია. მათ დაგვბომბეს 200 თვითმფრინავით, შემოგვიტიეს შავი ზღვის ფლოტით და ათობით ათასი დაქირავებული მებრძოლით. ყოველივე ამას გაუძლო ჩვენმა დამოუკიდებლობამ და სახელმწიფოებრიობამ. მოდით, ნუღარ დავაყენებთ რისკის ქვეშ მშვიდობას. ჩვენ გადავრჩით, რადგან ვიყავით ერთიანი და მხარში გვედგა იდგა მსოფლიო. იმედი მაქვს, მსოფლიო კვლავაც ჩვენს გვერდით დადგება, როდესაც ასეთ ზეწოლას კვლავ მიმართავენ.
დღეს აქ მოვედი ქართველი ხალხის სახელით და საერთაშორისო გაერთიანებას გთხოვთ, ამ აგრესიაზე მოახდინოთ მკაცრი რეაგირება და გაგვიწიოთ დახმარება დავასრულოთ რუსეთის ანექსია ჩვენს მიწაზე.
ვლადიმერ პუტინის ზიზღი იმ მთავრობის მიმართ, რომლის მეთაურობის პატივი მე თითქმის ერთი ათწლეულის განმავლობაში მქონდა, არ არის განპირობებული პირადული ანტიპატიითა თუ კულტურული გაუგებრობით. ყველა მსგავსი ინტერპრეტაცია მხოლოდ და მხოლოდ შირმაა.
ჩემი წინამორბედი, პრეზიდენტი შევარდნაძე საბჭოთა ნომენკლატურის წრიდან გამოვიდა. იგი ხელისუფლებაში 90-იან წლებში რუსეთის პირდაპირი დახმარებით სამხედრო გადატრიალების გზით დაბრუნდა. ჩემგან განსხვავებით, იგი კარგად იყო ცნობილი საკუთარი საბჭოთა დიპლომატიური უნარებით. ყოველივე ამის მიუხედავად, რუსეთი მუდმივად ცდილობდა ძირი გამოეთხარა მისი ხელისუფლებისთვის და მასზე რამდენჯერმე თავდასხმაც მოაწყო.
ეს ამბავი არ არის გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის თუ ივანიშვილის შესახებ.
რეალურად, სახელებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
საქმე საქართველოს სახელმწიფოებრიობის მომავალს ეხება.
რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის დღევანდელმა მმართველებმა კარგად იციან, როგორც კი მყარი ინსტიტუტები აშენდება უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა თუ სხვაგან - ეს ინსტიტუტები ასახავენ და გააძლიერებენ ამ ქვეყნების ხალხთა სურვილს იყვნენ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ევროპული ოჯახის ნაწილი.
სწორედ ამიტომ მიიჩნიეს წარმატებული რეფორმებისა და ნამდვილი სახელმწიფოს მშენებლობის ქართული გამოცდილება, ერთგვარ ვირუსად, რომელიც მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის „ინფიცირებას“ მოახდენდა; ვირუსად, რომელიც უნდა ამოიძირკვოს ყველა შესაძლო საშუალებით. მაშინ, როდესაც ერთ დროს არშემდგარი, ყველაზე კორუმპირებული და კრიმინალიზებული ქვეყანა გავხდით ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული მთელ ევროპაში, მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი - მსოფლიო ბანკის მიხედვით და საუკეთესო ადგილი ბიზნესის საკეთებლად.
სწორედ ამიტომ ქართველ ხალხს დაუწესეს ემბარგო, თავს მოახვიეს ომი და ოკუპაცია - ყველაფერი 2006 წლის შემდეგ.
სწორედ ამიტომაა ქართველი ხალხის წინააღმდეგობა და ქართული დემოკრატიის გადარჩენის უნარი ასე მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის.
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩვენს რეგიონში ევროკავშირისა და ნატოს მიერ, რომელიც ჩვენი ხალხის ნებაზე დაფუძნებული, მიღწეული წინსვლის წინააღმდეგ ბრძოლა სულ უფრო ინტენსიური ხდება.
ამ პროგრესის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას საკუთარი სახელიც აქვს: ევრაზიული კავშირი.
ცუდად მხდის, როდესაც კაგებეს ოფიცერი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს უკითხავს ლექციას თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და დემოკრატიაზე. ამის გაკეთება სწორედ რომ არ შეუძლია მას, როგორც უკანასკნელი იმპერიის დიქტატორ ლიდერს.
ევრაზიული კავშირი შეიქმნა როგორც ევროპის კავშირის ალტერნატივა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი საკუთარი პრეზიდენტობის მთავარ პროექტად განიხილავს.
ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას დიდი დრო და უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება. შეიძლება რაღაც მომენტში იფიქრო კიდეც, რომ მირაჟის მიღწევას ცდილობ - საფრთხეები უფრო პირდაპირია და ეგზისტენციალური; ზეწოლა სულ უფრო ძლიერდება; ამავე დროს, დაპირებები ბუნდოვანია და ასე შორს. ვინმე საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ შეიძლება უბრალოდ დაიღალოს და იკითხოს: რატომაც არა ევროკავშირს?
დღეს, მე მსურს ავხსნა, სწორედ, რატომ - არა.
საგარეო პოლიტიკისა თუ ალიანსების არჩევანზე მეტად, დღეს ჩვენი ქვეყნები მომავლის განმსაზღვრელი არჩევანის წინაშე დგანან.
ჩვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს - თუკი მისთვის მისაღებია შიშისა და კრიმინალის პირობებში ცხოვრება; ცხოვრება ისეთ სამყაროში სადაც განსხვავებულობა აღიქმება როგორც საფრთხე და უმცირესობები კი როგორც ჩაგვრის ობიექტები; სამყაროში სადაც პოლიტიკური ოპონენტები განიცდიან შერჩევით სამართალსა ფიზიკურ შეურაცხყოფას; სამყარო, რომელსაც, ბატონებო და ქალბატონებო, ძალიან კარგად ვიცნობთ რადგან ჩვენ სწორედ იქ ვცხოვრობდით.
ევრაზიული კავშირი წარმოადგენს ჩვენს ახლო წარსულსაც და, მომავალსაც, რომელსაც მოსკოვში ჩვენ „კაგებე“-ს ყოფილი ოფიცრები გვიმზადებენ.
ამის საპირისპიროდ, ჩვენი აღორძინებული ტრადიციები და მრავალსაუკუნოვანი მისწრაფებები მიგვიძღვებიან სრულიად სხვა სამყაროსკენ, რომელსაც ევროპა ეწოდება.
ევროპული საზოგადოებებიც შორსაა სრულყოფილებისგან. იქაც შეხვდებით შიშს, ეჭვებს, სიბრაზესა და ზიზღსაც კი.
მაგრამ იქ მერიტოკრატია ნეპოტიზმზე მაღლა დგას, საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტი კი ტოლერანტობაა. ამჟამინდელი ოპონენტები მომავალი მინისტრები არიან, რომელებსაც არც ციხეში სვამს ვინმე და არც ფიზიკურად უსწორდება.
თუ კი ამგვარად შევხედავთ, აღმოსავლეთ ევროპის ხალხებისთვის არჩევანი იმდენად აშკარაა, რომ კრემლის ზოგიერთმა სტრატეგმა (რომლებიც საკუთარ თავს პოლიტტექნოლოგებს უწოდებენ) გადაწყვიტა საერთოდ გააუქმოს სიმართლე და უფრო მძაფრად გაავრცელონ ათასგვარი სიცრუე საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა თუ სხვაგან.
ჩვენს ქვეყნებში ისინი, მეხუთე კოლონების საშუალებით, ნერგავენ სტერეოტიპს რომლის ფარგლებში ევროპის კავშირი გაიგივებულია ოჯახის ფასეულობების, ეროვნული ტრადიციების დამანგრეველებთან და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის თავს მოხვევასთან.
უცნაურია, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში კიევში, თბილისსა თუ კიშინიოვში ჩვენ მოსკოვში დაწერილი ერთი და იგივე მახინჯი ჰანგები გვესმის, გვესმის რომ თითქოს ჩვენი ტრადიციები იმსხვრევა დასავლეთის გავლენის გამო; რომ ეკლესიები გადაიქცევა დისნეილენდებად და რომ ქრისტიანულ დღესასწაულებს გეიპარადებით ჩაანაცვლებენ; და რომ ჩვენი მართლმადიდებლური იდენტობა საფრთხეშია.
და ბოლოს, - ვითომც არაფერი - გვესმის რომ ჩვენს ყოფილ ბატონებთან გვაერთიანებს საერთო პატივისცემა წესიერებისა და ტრადიციების მიმართ.
ნუთუ მართლა ასეთი გულუბრყვილონი ვართ, რომ დავიჯეროთ ეს ტყუილები, როგორც წინა თაობები იჯერებდნენ და საშუალება მივცეთ მოსკოვს გაიტაცოს ჩვენი სუვერენიტეტი?
ნუთუ შეგვიძლია ასე უსამართლო ვიყოთ ჩვენი წინაპრების მიმართ და ვიფიქროთ, რომ მათ პატივი მიეგებათ იმ შემთხვევაში, თუ თავს დავესხმებით რომელიმე მეჩეთს?
ნუთუ ასე არ ვიცნობთ საკუთარ ისტორიას, რომ დავუშვათ მისი უსასრულოდ გამეორება?
როცა ჩვენ ვისმენთ რუსი იმპერიალისტების მიერ ნამღერ მართლმადიდებლური ძმობის ყალბ მუსიკას, რატომ არ შეგვიძლია გავიგონოთ მათ მიერვე მოკლული პატრიარქ კირიონისა თუ ნაწამები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას ხმები? ის მხოლოდ იმიტომ აწამეს, რომ ჟენევის კონფერენციას მიმართა და საკუთარ ქვეყანაში დამპყრობლების შეჭრა გააპროტესტა. დაკითხვისას, მან ეს სიტყვები წარმოთქვა: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, ჯალათებო!“
ნუთუ ისე დავყრუვდით, რომ არ გვსურს გავიგოთ მათ მიერ მოკლული ეპისკოპოსებისა და მღვდლების ხმები? ნუთუ ისეთი გაუნათლებლები ვართ, რომ არ გვახსოვს ვინ გადაღება ჩვენი ტაძრები და წაშალა ჩვენი წმინდა ფრესკები? ნუთუ ისეთი ბრმები ვართ რომ ვერ დავინახოთ ჩვენი ტაძრების განადგურება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
ისტორიის ცოდნა აუცილებელია. ჩვენი ისტორია კი გვასწავლის იმას, რომ ტოლერანტობა ჩვენს რეგიონში ჩვენივე სუვერენიტეტის საფუძველია. ტოლერანტობა არაა მხოლოდ მორალური ვალდებულება, იგი ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა.
უნდა ვიცოდეთ ისტორია და გავიგოთ, რომ ძველი იმპერიული პრინციპი „დაყავი და იბატონე“ დღეს გამოიყენება ისე, როგორც გამოიყენებოდა ორი საუკუნის წინათ.
შეხედეთ ჩვენს რეგიონს დღეს. ვინც იცის კავკასიის რეგიონის ისტორია, ემახსოვრება, რომ სომხურ-აზერბაიჯანული სისხლისღვრა, რომელიც 1905 წელს მოხდა, პირდაპირ იყო მანიპულირებული ცარისტული ადმინისტრაციის მიერ. განა არ შეგვიძლია ეს შევადაროთ 1980-იანი წლების ბოლოს ყარაბაღის კონფლიქტის გაჩაღების დასაწყისს?
რუსეთის არმია იქ იყო, თანაც დიდი რაოდენობით და მის თვალწინ დაიწყო ომი. ისინი ორივე მხარეს თავს აჩვენებდნენ, რომ ეხმარებოდნენ, რეალურად კი კონფლიქტს აღვივებდნენ.
ვინც იცის ისტორია, ადვილად გაიხსენებს - ისევე როგორც ვიხსენებ მე - აფხაზეთში ომის დაწყებას 1990-იანი წლების დამდეგს, როდესაც ქართული ნახევრადგასამხედროებული ფორმირებები იარაღს იღებდნენ იმავე რუსული ჯარისგან, რომელიც, თავის მხრივ, მოუძღოდა აფხაზურ ფორმირებებსა და ჩეჩენ დაქირავებულ მებრძოლებს, რათა ჩაეკლათ სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ყოველგვარი სოლიდარობის გრძნობა.
ეს ხდებოდა ზუსტად ისე, როგორც ასი წლით ადრე, როდესაც ქართველი ოფიცრები იგზავნებოდნენ ჩეჩენი, ინგუში თუ დაღესტნელი ხალხების წინააღმდეგ რუსეთის ომებში ბრძოლის წინა ხაზზე.
შეგვიძლია ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთებში სხვა პერიფერიულ ქვეყნებს გადავხედოთ - მაგალითად, პოლონეთსა და უკრაინას, და ზუსტად იგივე სურათს გადავაწყდებით. იმპერია ცეცხლს უნთებდა დამონებულ ხალხებს შორის ურთიერთობებს და ყოფდა მათ ფანატიკური ანტაგონიზმის კედლით.
სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა ამართლებდა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ იგი დღესაც მუშაობს.
ბატონებო და ქალბატონებო,
პატივცემულო დელეგატებო,
ევროპის კავშირი - ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი პოლიტიკური წარმატება - აგებულია სამ საყრდენზე, რომელთაც სამი „უარყოფაც“ შეგვიძლია ვუწოდოთ:
პირველი: რადიკალური ნაციონალიზმის უარყოფა, რომელმაც ევროპა ორჯერ მიიყვანა კოლექტიურ თვითმკვლელობის ზღვარზე ორი მსოფლიო ომის სახითა და ნაციზმის საშინელებებამდე;
მეორე: კომუნიზმის უარყოფა, რომლის გავრცელების საშიშროება იყო კონტინენტზე;
მესამე - იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის უარყოფა.
ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიებს ამ მესამე უარყოფის მიღებისთვის დრო დასჭირდათ. მაგრამ კოლონიებზე უარის თქმა იყო მოდერნიზაციის და დემოკრატიის განვითარების, ისევე როგორც ევროპული ინტეგრაციის რეალური ხორცშესხმის ფასი.
ევრაზიული კავშირი კი დაფუძნებულია ზუსტად საპირისპირო პოსტულატებზე.
იგი ეყრდნობა დაპირისპირებას, მას სათავეში უდგას ძველი „კაგებე“-ს სტრუქტურები და მიზნად ისახავს ძველი იმპერიის გაცოცხლებას.
სწორედ ამიტომ, ევრაზიულ კავშირში შესვლა ძალიან ადვილია. არ არსებობს პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური კრიტერიუმები. კოლონიად გახდომა სინამდვილეში საერთოდ არ საჭიროებს არანაირ ძალისხმევას. პასიურობა და არაფრით არ გამორჩეულობა ერთადერთი კრიტერიუმია.
მეორე მხრივ, ევროპის კავშირში, ანუ ნამდვილ გაერთიანებაში, მოხვედრას ტიტანური ძალისხმევა სჭირდება, რათა დაკმაყოფილდეს ზუსტი კრიტერიუმები, რომლებზეც დგას ევროპის კავშირი.
ამდენად, მათ, ვისაც ამასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ, მსურს ვუთხრა: სწორედ იმიტომაც, რომ ევროპის კავშირში გაერთიანება მოითხოვს ძალისხმევას და სერიოზული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. სწორედ იმიტომ, რომ ევროპის კავშირი არ ცდილობს ჩვენს ჩაყლაპვას (როცა მეორე კავშირი სწორედ ამაზე ოცნებობს), ჩვენი არჩევანი ცხადზე ცხადია.
ამავე დროს, ამ არჩევანის სიცხადის გასამყარებლად უკეთესი არგუმენტიც არსებობს.
კერძოდ ის, რომ რუსული პროექტი განწირულია წარუმატებლობისთვის.
დღევანდელ დღეს ვერც ერთი იმპერია ვერ იარსებებს, მით უმეტეს, რუსული.
თუ ჩვენ შევხედავთ ისტორიას, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კოლონიები დაკარგეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ კოლონიები იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, არამედ იმიტომაც, რომ პარიზსა და ლონდონში აღარ სჯეროდათ იმპერიის.
ეს იმპერიები ეჭვქვეშ დადგა, როგორც პერიფერიაში ისე ცენტრებში.
სწორედ ეს ხდება ამჟამად რუსეთში.
იმპერიული ოცნების უარყოფა, როგორც ვნახეთ, ჯერ პერიფერიებზე ხდება, მაგრამ მთავარი ისაა რომ იმპერიას უარყოფენ ცენტრშიც.
ამგვარი უარყოფა თავს ავლენს არა მხოლოდ სახალხო პროტესტში ან სულაც რუსეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციის მზარდ მხარდაჭერაში.
ეს უარყოფა უპირველესად რუსული ელიტების მხრიდან პუტინის ამ პროექტის მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებაში ვლინდება.
სწორედ იმ ხალხს არ სწამს ამ პროექტის, რომელიც უნდა ემსახუროს მას.
ამგვარად, როგორც განაპირა ქვეყნებში, ისე ცენტრში უარყოფის შედეგად, იმპერიალისტური გზა ჩიხში შედის, ევრაზიული კავშირი კი კრახს განიცდის. რუსეთი ჩამოყალიბდება ერ-სახელმწიფოდ, რომელსაც განაპირა მხარეების ნაცვლად ექნება ნამდვილი საზღვრები.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს იგი მეზობლებთან სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
სწორედ ამის შემდეგ ჩაანაცვლებს თანამშრომლობა დაპირისპირებას.
ეს მოხდება უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრ ადამიანს ჰგონია. აქედან იხეირებენ განაპირა ქვეყნები, მაგრამ ყველაზე მეტად ამით რუსი ხალხი მოიგებს.
ეს მოხდება იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქეთა იმ თაობისთვის, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია, იმპერიული პროექტი აბსურდია.
ეს მოხდება იმიტომ, რომ ეთნიკური დისკრიმინაცია, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს, ვერ მოახდენს კონსოლიდირებას და ვერ გახდის რუსეთს ერთიან სახელმწიფოდ.
ეს მოხდება იმიტომ, რომ ნავთობისა და გაზის უსასრულო რესურსებით განპირობებულ შემოსავალს, საფრთხეს უქმნის ფიქლის გაზისა და ნავთობის განვითარება.
ეს მოხდება იმიტომ, რომ გაზი ვერ ჩაანაცვლებს ეკონომიკურ მოდერნიზაციას.
ეს მოხდება კორუფციისა და სამართლიანობის არარსებობის გამო.
ეს მოხდება იმიტომ რომ მთელი რეგიონები გაუცხოვდა დისკრიმინაციის, ძალადობის გამო; რადგან ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, სათათრეთი თუ სხვა ადფილები იმდენად შევიწროვებულნი არიან რომ თავს მოსკოვთან ერთიანი პროექტის წევრებად აღარ გრძნობენ.
ეს მოხდება იმიტომ რომ ფრუსტრაცია, სიბრაზე და ზიზღი ძალიან ძლიერია გამაერთიანებელი იდეალი კი პრაქტიკულად არ არსებობს.
ეს მოხდება არა მომავალ ათწლეულებში, არამედ უახლოეს წლებში.
რამდენიმე წელიწადში ვლადიმერ პუტინი აღარ იქნება არც კრემლში და არც რუსულ პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ რამდენიმე წელიწადი აპირებს პოსტზე დარჩენას.
რუსეთის მოქალაქეთათვის იგი დარჩება ძველი დროის აჩრდილად, იმპერიისა, კორუფციისა და ჩაგვრის აჩრდილად.
არავინ უწყის ეს პროცესი მშვიდობიანი იქნება თუ ძალადობრივ. არავინ უწყის პუტინის მემკვიდრე ლიბერალი იქნება, ნაციონალისტი თუ ორივე. აქ მთავარი სხვა რამ არის: რუსეთი აღარ იქნება იმპერია და იგი გადაიქცევა ნორმალურ სახელმწიფოდ.
ეს ის პერსპექტივაა, რომლისთვისაც ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ.
პარალელურად, მაშინ, როდესაც ჩვენი რეგიონი რჩება კონფრონტაციის კერად, ყოფილი დამონებული ერები დაპირისპირების ნაცვლად, უნდა გაერთიანდნენ.
წარსულში, ზოგიერთ ლიდერებსა და ქვეყნებს, მაგალითად იოსებ პილსუდსკის პოლონეთს, რომელიც ყველა ჩაგრულ ერს პოლონეთის თავისუფლების დროშის ქვეშ იხმობდა, ემოდათ რომ ერთი ქვეყნის თავისუფლება დამოკიდებული იყო დამნებული ერების თავისუფლებაზეც,
თუმცა არასდროს ჩვენს წინაპრებს არ უხეირიათ ისეთი დიდი ძალისგან, რომელსაც კარგად ესმის საკუთარი სტრატეგიული ინტერესი - შენარჩუნდეს ჩვენი სუვერენიტეტი - ეს ძალა კი არის ევროპის კავშირია.
დღეს, ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე მსურს გავიმეორო მოწოდება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე გავაკეთე.
აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნით, როგორც 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის პასუხი, ევროპის კავშირმა ჩვენს ქვეყნებს მისი ქოლგის ქვეშ თანამშრომლობის შესანიშნავი პლატფორმა შესთავაზა. ამ წამოწყებაში ჩვენ მეტი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ. უნდა განვავითაროთ ერთობლივი პროექტები, უპირველესად, ერთად განსახორციელებელ რეფორმებზე ფოკუსირებით.
იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანისთვის რეფორმები ნიშნავს სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობას.
ეკატერინე მეორეს ეს შესანიშნავად ესმოდა. როდესაც პოლონეთმა ფრანგული და ბრიტანული განმანათლებლობის კვალდაკვალ რეფორმების გატარება დაიწყო, მან ფრიდრიხ დიდს (პრუსიის მეფეს) გრძელი საიდუმლო წერილი მისწერა.
ეს წერილი დღესაც რჩება იმპერიალისტური პროექტის ბუნებისა და სტრატეგიის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ აღწერილობად.
წერილის თანახმად, პოლონეთში მიმდინარე რეფორმები საფრთხეს უქმნიდა როგორც რუსეთს, ისე პრუსიას, რადგან ისინი პოლონეთს გადააქცევდნენ ნამდვილ სახელმწიფოდ. ამიტომ აუცილებელი იყო მათი შეჩერება. საჭირო იყო პოლონეთზე თავდასხმა, მისი გაყოფა მანამ, სანამ რეფორმები სრულად განხორციელდებოდა.
ეს წერილი არ იქნება ძალიან უცხო მათთვის, ვინც კარგად უწყის რამდენად ემტერებოდა ვლადიმერ პუტინი ქართულ გამოცდილებას ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
რუსების უმრავლესობა სვამდა შეკითხვას - თუ ერთ დროს კორუფციით, კრიმინალით და მაფიით მოცულმა არშემდგარმა და დანაწევრებულმა საქართველომ შეძლო წარმატების მიღწევა, რატომ არ შეუძლიათ ამის გაკეთება თავად რუსეთს? ეს იყო იდეოლოგიურად საშიში პროექტი.
პირველად კავკასიაში შენდებოდა ნამდვილი, ეფექტური ერი-სახელმწიფო და ამიტომ აუცილებელი იყო რეფორმების განადგურება მანამ, სანამ ისინი საბოლოო გამოიღებდნენ ნაყოფს.
ბატონებო და ქალბატონებო,
აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის გაყოფილ კავკასიაში, ჩვენი მმართველობის ფორმა უნდა იყოს ერთიანობა.
მე გავიხსენე აფხაზეთში ომის დასაწყისი მაგრამ მსურს ასევე გავიხსენო უფრო ადრინდელი, კავკასიის ისტორიისთვის სიმბოლიზმით აღსავსე სცენა.
რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ შამილის აჯანყების ბოლოს, როცა თავად შამილი ტყვედ ჩაბარდა, ჩეჩენი მეთაური ბაიორონგური დაიჭრა და ასევე ტყვედ ჩავარდა.
მისი ჩამოხრჩობის წინ, რუსმა ოფიცრებმა მისი თანასოფლელები შეკრიბეს და ერთ-ერთს იმ სკამის გამოცლა მოთხოვეს რომელზეც სასიკვდილოდ განწირული მეთაური იდგა. ამგვარად, მათ სურდათ ადგილობრივებს შორის ჩამოეგდოთ შუღლი. ამის შემხედვარე ბაიორონგურმა სკამი თავად გადააგდო. აკრძალული თვითმკვლელობით, მან მეზობლებს შორის შუღლი აიცილა თავიდან.
ამ ერთი წარუმატებლობის ფონზე რამდენჯერ გამართლებია იმპერიას კავკასიელ ერებს შორის შუღლის ჩამოგდების ტაქტიკა?
ეს უნდა დასრულდეს. სწორედ ამიტომ, ჩემი პრეზიდენტობის დროს წამოვიწყეთ რამდენიმე პროექტი, რომელიც მომართული იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას შორის ადამიანური კონტაქტების გახშირებაზე, საუნივერსიტეტო გაცვლასა და საგანმანათლებლო პროექტებზე.
ამიტომ აღიარა საქართველოს პარლამენტმა ჩეხქეზი ხალხის გენოციდი, რომელიც ბევრისთვის ისტორიის უცნობ ფურცელს წარმოადგენს. მთელი ერი ამოხოცეს, რადგან მათი მიწა რუსებს სჭირდებოდათ.
ჩვენ უნდა განვაგრძოთ ეს მცირე ძალისხმევა.
აუცილებელია, მოვემზადოთ იმ დროისთვის, როცა იმპერია ჩამოიშლება, რათა მისი ზიზღის მემკვიდრეობა სწრაფად იყოს დაძლეული.
სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, უნდა მოვემზადოთ იმ დროისთვის, როცა რუსეთის ჯარები დატოვებენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს - ცხინვალსა და სოხუმს.
უნდა მოვემზადოთ, რათა ხელგაშლად უკან მივიღოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, არა როგორც ჩვენი მტრები, არამედ დები და ძმები.
იმიტომ რომ ეს დრო უფრო მალე დადგება, ვიდრე გვგონია.
ბატონებო და ქალბატონებო!
ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, მინდა ვიამაყო იმ მიღწევებით, რომელთაც საქართველომ ამ პერიოდში მიაღწია.
ჩვენ საქართველო, პირდაპირი გაგებით, წყვდიადიდან გამოვიყვანეთ. ჩვენ საქართველოს საჯარო სამსახურს შევძინეთ უპრეცედენტო გამჭვირვალობა, ჩვენი შვილები დავაბრუნეთ სკოლებში, რომლებიდანაც განვდევნეთ ბანდები. ჩვენ ჩვენი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tamunia891
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
tamunia891
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5717
წევრი No.: 30791
რეგისტრ.: 3-March 07
#38159004
· 26 Sep 2013, 11:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
LaughYourAss
QUOTE
მეტი არაა ჩემი მტერი მაგ ტაობამ რამე ქნას ურა პატრიოტულ სიმღერებს მღეიან სინამდვილეში თურქულ სირს აზიან...კაცი კაცთან ზასაობს და ქალი კი არაბულ სირს არის ჩახუტებული....ორი ჯამი ლობიო რომ აჭამო წესიერად გაკუებასაც ვერ შეძლებს ეგ ტაობაა.....
გაიმარჯვებს ის ტაობა ვისაც რადიკალ ნაციონალური ხედევები ექნება და რა მიშას გამოზრდილ ლიბერალები
ისე რომ დააკვირდე 88,89,90.. ამ წლებში დაბადებულებს მაგრად მოგვასხი შენი პოსტით. უზრდელი ხარ და დეგენერატი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
G13n
Crazy Member
ჯგუფი: Members
G13n
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4072
წევრი No.: 506
რეგისტრ.: 6-December 01
#38159065
· 26 Sep 2013, 11:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
!!! სანამ ამ სიტყვას ყველა არ წაიკითხავს ეს თემა მუდამ პირველ გვერდზე იქნება !!!
!!! ხელით გადაწერე და გაუგზავნე 10 ნაცნობს !!!

This post has been edited by
G13n
on 26 Sep 2013, 11:55
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fat man2
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
fat man2
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9144
წევრი No.: 148358
რეგისტრ.: 7-May 12
#38159136
· 26 Sep 2013, 11:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Santorini
QUOTE
„მუდმივი ქაოსი და არეულობა მეზობელ ქვეყნებში - ეს არის ის, რასაც ესწრაფვის კრემლი“.
„რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ წინსვლას, ხალხს ყოფენ მავთულხლართებით, საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკონომიკას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის მდგრადობას“.
„რუსეთის დღევანდელმა მმართველებმა კარგად იციან, როგორც კი მყარი ინსტიტუტები აშენდება უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა თუ სხვაგან - ეს ინსტიტუტები ასახავენ და გააძლიერებენ ამ ქვეყნების ხალხთა სურვილს იყვნენ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ევროპული ოჯახის ნაწილი“.
„წარმატებული რეფორმებისა და ნამდვილი სახელმწიფოს მშენებლობის ქართული გამოცდილება, სწორედ ამიტომ, მიიჩნიეს გარკვეულ ვირუსად, რომელიც მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის „ინფიცირებას“ მოახდენდა; ვირუსად, რომელიც უნდა ამოიძირკვოს ყველა შესაძლო საშუალებით“.
„სწორედ ამიტომ ქართველ ხალხს დაუწესეს ემბარგო, თავს მოახვიეს ომი და ოკუპაცია“.
„სწორედ ამიტომაა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგობა და ქართული დემოკრატიის გადარჩენის უნარი ასე მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის“.
კარგად დაიწყო.
QUOTE
„ჩემი პრეზიდენტობის დროს წამოვიწყეთ რამდენიმე პროექტი, რომელიც მომართული იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას შორის ადამიანური კონტაქტების გახშირებაზე, საგანმანათლებლო პროექტებსა და საუნივერსიტეტო გაცვლაზე“.
ვის აბოლებს?
ამ კაცს ტყუილის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.
QUOTE
რუსეთის ჯარები დატოვებენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს - ცხინვალსა და სოხუმს.
უნდა მოვემზადოთ, რათა უკან ხელგაშლილმა მივიღოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, არა როგორც ჩვენი მტრები, არამედ დები და ძმები.
ეს დრო უფრო მალე დადგება, ვიდრე გვგონია“.
კომკავშირული დემაგოგია
--------------------
მონა იყო და ისიც მიშასი?!
Si vis pacem, para bellum
ომს ვინც სირცხვილი არჩია ის მაინც მიიღებს ომს!
ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის…
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
anamch
me xo, magram Shen?
ჯგუფი: Members
anamch
me xo, magram Shen?
ჯგუფი: Members
წერილები: 35513
წევრი No.: 408
რეგისტრ.: 31-October 01
#38159167
· 26 Sep 2013, 11:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიშა გეეროში ელჩად-იქნებოდა წამალი ,მარა არ წავა-ამბიცია ა რ გოუშვებს!
--------------------
თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა - ორი ნაბიჯი სიგანეში და ექვსი-სიგრძეში!, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის. წმ. ბასილი დიდი.
***
მანანა რატიანი-სვანი..... მომენატრები!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
May21
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
May21
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25504
წევრი No.: 87236
რეგისტრ.: 22-March 09
#38159282
· 26 Sep 2013, 12:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აუ რა დაუსკდათ გულები???? დაიბოღმნენ კალოშAს მორიგი ხიხოობის შემდეგ......სულ დაგიჟდნენ...
anamch
QUOTE
მიშა გეეროში ელჩად-იქნებოდა წამალი ,მარა არ წავა-ამბიცია ა რ გოუშვებს!
მუხლჩAუხრელ მუშAობას ვაპირებო და რავი , აბა?!
This post has been edited by
May21
on 26 Sep 2013, 12:07
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PFU
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
PFU
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 33449
წევრი No.: 12290
რეგისტრ.: 20-August 05
#38159373
· 26 Sep 2013, 12:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
rusa1960
ამოაპრინტერეთ დიდ პოსტერზე ქალბატონო რუსუდან მიშას ეს 'სიტყვა' და გაიკარით კედელზე საწოლთან...
P.ს. დავიწყე კითხვა და 3 აბზაცის მეტს ვერ გავუძელი... ჩემი კომენტარი ასეთია: 'ოცობოდია'...
--------------------
Absolute zero is cool...
Black hole sucks...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gio-owl
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
gio-owl
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7116
წევრი No.: 135235
რეგისტრ.: 28-August 11
#38159388
· 26 Sep 2013, 12:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ რითია გამაგრებული ეს სიტყვები ?
დოქტორ დოთის ხელებით 7 ნოემბრით 26 მაისით კაი პომპეზური ხარჯებით
ქვეყნის ბიუჯეტიდან ნაი ნაირი გართობა ქალების N რაოდენობა საყვარლები
ნაშები რავი ათასი სიამოვნება ეს ამაგრებს სიტყვას ანუ საქმის და თავგანწირვის მაგივრად სიამოვნებების ბუკეტი
დაისჯება ამის გამო საქართველო !
This post has been edited by
gio-owl
on 26 Sep 2013, 12:16
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dedi Co
მზეო ამოდი, ამოდი!
ჯგუფი: Members
Dedi Co
მზეო ამოდი, ამოდი!
ჯგუფი: Members
წერილები: 15577
წევრი No.: 53238
რეგისტრ.: 13-February 08
#38159550
· 26 Sep 2013, 12:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აბა, ვნახოთ, რომელი თაყვანისმცემელი უფრო სწრაფად დაიზეპირებთ ამ სპიჩს.
აკოპირეთ და აკოპირეთ!
ლაქლაქი, ლაქლაქი, გაუთავებელი ლაქლაქი...
დააქციეთ ქვეყანა, ტერიტორიები გააპრავებინეთ რუსეთს და ახლა ამის ლაქლაქის გამო კიდევ უნდა აღვფრთოვანდე , თურმე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
7-november
ყველაზე სწრაფი
ჯგუფი: Members
7-november
ყველაზე სწრაფი
ჯგუფი: Members
წერილები: 27216
წევრი No.: 58838
რეგისტრ.: 18-April 08
#38159672
· 26 Sep 2013, 12:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კარგი გამოსვლა იყო
ერთი მახსოვს ევროპარლამენტში 2010 მგონი და მეორე ეს
--------------------
ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ორი გვამი პრემია იქმება დიდი - ვანო მერაბიშვილ
https://www.youtube.com/watch?v=KgpGcLEwncU
ნაცებს არ ვუღალატე და ცოლს ვუღალატებ (C) LEVANY-M
ნაცი - ნაწყლი, უკანა კარი (C) სუხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
chukius
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
chukius
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14539
წევრი No.: 133210
რეგისტრ.: 1-July 11
#38159752
· 26 Sep 2013, 12:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მართლა ძალიან ძლიერი სიტყვა უთქვამს
ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ ახალი მთავრობა არ ლანძღა, გაკვრითაც კი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dega
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
dega
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 124024
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10
#38159830
· 26 Sep 2013, 12:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მკვლელი ფაშისტი და მაფიოზი გამოდის გაეროში და ამას უსმენს თანამედროვე მსოფლიო და მოწონს თანამედროვე "იევროპელებს",,,
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
ამიტომაა ზუსტად დემოკრატია ყველაზე ბინძური და სასტიკი......
უბინძურესი ხალხი მართავს მსოფლიოს და თითქოს ვერ ხედავენ ამას მისი გამპრავებლები,
მაგრამ გაყიდულები ტყუილად კი არ არიან .....
--------------------
მიზეზის გარკვევამდე განაჩენი მხოლოდ ხისთავიანებს გამოაქვთ !!!
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(11)
« პირველი
...
2
3
[4]
5
6
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს:
CLOUD9
[ Script Execution time: 0.0745 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.